planetanews Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 http://b.pix.ge/l/llk1i.jpg როი ჰოჯსონი აპირებს, სასტარტო შემადგენლობის 3 ფეხბურთელით დაიწყოს მატჩი, უტრეხტის წინააღმდეგ. ინგლისელი მწვრთნელი მოხარულია ფერნანდო ტორესის პროგრესით და იმედოვნებს, რომ ესპანელი საკმაოდ ძლიერ ტრიოს შექმნის რაულ მეირელეშთან და დირკ კუიტთან ერთად. “მე ვაპირებ ვათამაშო ტორესი, რაულ მეირელეში და დირკ კუიტი ხუთშაბათს.” - განაცხადა მან. “ვფიქრობ კარგად შეთამაშდებიან ისინი ერთმანეთში.” “ჩემი აზრით, ტორესი სანდერლენდთან ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე წინა მატჩებში.” “ხალხი ტორესისგან უკეთეს თამაშს მოელის, მან მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დაიწია, თამაშის ხარისხის მხრივ, მაგრამ მას მხოლოდ თამაში და დრო ჭირდება ფორმის აღსადგენად.” “მას უბრალოდ არ გაუმართლა, როდესაც სანდერლენდის კარში გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს. შესანიშნავად მიიღო ბურთი, მაგრამ სამწუხაროდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.” როიმ ასევე მოკლედ ისაუბრა სანდერლენდთან მატჩზე, მისი აზრით იყო მომენტები, რომლებმაც დააკმაყოფილა მწვრთნელი, თუმცა თვლის, რომ გუნდში კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts