Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ბათუმში ახალი უნივერსიტეტი აშენდება


Recommended Posts

 

 

/get_img?NrArticle=2459&NrImage=1

 

ახალი ბულვარი

 

მილენიუმის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა ბათუმში ახალი უნივერსიტეტის აშენებას, ხოლო ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. ამის შესახებ საქართველოსა და მილენიუმის პროგრამის პრეზიდენტებმა ნიუ-იორკში ისაუბრეს.

 

375 მილიონი დოლარი, რომელიც ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოიყო ძირითადად ქვეყნის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებას მოხმარდება. თანხას ამერიკის მთავრობა საქართველოსთვის ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფს. მილენიუმის პროგრამა კი ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

მილენიუმის პროგრამის პრეზიდნტმა დენიელ იოჰანენმა მიხელ სააკაშვილთან საუბრისას განაცხადა, რომ ოქტომბერში ჩამოვა საქართველოში და ყველა პროექტის მიმდინარეობას პირადად გაეცნობა.

 

,,ეს იყო ჩვენს მიერ შეთავაზებული პროექტები, რომელიც თავად ქართველებმა უნდა დანერგოთ. ძალიან ბედნიერი ვართ, რომ თქვენთან გვიხდება პარტნიორობა’’, - თქვა შეხვედრისას იოჰანესმა.

 

,,ჩვენ გვსურს რეგიონში (ბათუმში) საბაზო უნივერსიტეტის აშენება, რომელიც ყველა სტანდარტს უპასუხებს. მჯერა, რომ იქ ისწავლიან და იმუშავებენ კავკასიელები, როგორც ერთიანი კავკასიის იდეის ქვეშ გაერთიანებული ხალხი, ასევე უკრაინელები და სხვები. ეს არის ახალი შესაძლებლობები, ახალი სამუშაო ადგილები. თქვენ გვეხმარებით ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ახლა ჩვენ სერიოზული განათლება გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკული სტანდარტების განათლება მსოფლიოში საუკეთესოა’’, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა..

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...