planetanews Posted September 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 26, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/guardian1.jpg საიმონ თისდოლი ქაშმირიდან დაწყებული ქურთისტანამდე, დიდი ქვეყნების ჩაურევლობის პოლიტიკა იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს პრობლემური რეგიონები ვერ იღებენ დახმარებას დიპლომატიის ენაზე ტერმინი „გაყინული კონფლიქტები“ ძირითადად შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების გადაუწყვეტელ კონფლიქტებთან მიმართებაში გამოიყენება, მაგრამ პოსტ-იდეოლოგიურ, ანტი-ინტერვენციონისტულ ერაში, რომელიც ჯორჯ ბუშისა და ტონი ბლერის წასვლის და ახალი ისეთი დიდი შეუბრალებლად პრაგმატული და ანგარებიანი ქვეყნების აღმავლობით დაიწყო როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, უმართავი კონფლიქტები სომალიში, ქაშმირში, ქურთისტანში, ყირგიზეთში, ბირმასა და ტიბეტში, ასევე შეიძლება სამართლიანად მივაკუთვნოთ გაყინულ კონფლქიტებს. ბევრ შემთხვევაში თუ ყველგან არა, კონფლიქტების გადაწყვეტის გარე ძალისხმევა, არასაკმაოდ ძლიერია, ჩამქრალი, ჩაშლილი ან სულაც არ არსებობს. გავლენის ჯგუფების, ანალიტიკური ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართვები სულ უფრო ხშირად რჩება უყურადღებოდ. აშშ და მისი უმცროსი პარტნიორი ბრიტანეთი აღარ ცდილობენ მსოფლიოში მშვიდობისა და დემოკრატიის აქტიურად გავრცელებას. ამის ნაცვლად ვაშინგტონმა ავტორიტარულ რუსეთთან „გადატვირთა“ ურთიერთობები, სცადა სტრატეგიული შეთანხმება კომუნისტურ ჩინეთთან, ჯერ კიდევ ქაოსით მოცულ ავღანეთსა და ერაყში თავისი დანაკარგების შემცირებისკენ გადადგა ნაბიჯი და აგრესიულად აიარაღებს ახლო-აღმოსავლეთის ავტოკრატებს. ის რასაც ჯორჯ ბუში „მოვლენათა ჭვრეტას“ უწოდებდა და რისი მაგალითიც იყო, მისი ძალისხმევა დაეწესებინა პოსტ-საბჭოთა, პოსტ-ცივი ომის „ახალი მსოფლიო წესრიგი“ ახლა თითქმის მთლიანად გაქრა. დღეს აქცენტი გადატანილია არა თვითგამორკვევასა და ადამიანის უფლებებზე, არამედ უფრო ვიწრო პრიორიტეტებზე – ვაჭრობაზე, ნავთობზე და უსაფრთხოებაზე. დიპლომატია თავის უმაღლეს გამოვლინებაში, ანუ როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიატორი მოდიდანაა გამოსული. მთავარ ტენდენციას მხოლოდ ის ძალისხმევა უპირისპირდება, რომელსაც ამერიკელები ისრაელისა და პალესტინის სამშვიდობო პროცესში ხელმძღვანელობენ და ობამა ამ სფეროშიც კი იძულებული გახდა ინტერვენცია იმით გაემართლებინა, რომ კონფლიქტი აშშ-ს ნაციონალურ ინტერესებს უქმნიდა საფრთხეს. გაერო-ს, ყველა დროის განტევების ვაცს, უმეტეს შემთხვევებში იმის გამო ადანაშაულებენ, რომ ვერ შესძლო ისეთი აღმაშფოთებელი პრობლემების გამკლავება, როგორიცაა შრი-ლანკასი ტამილებისადმი მომაკვდინებელი დამოკიდებულება და ჩინეთში ტიბეტელებისადმი, მაგრამ როგორც ყოველთვის, უპირველესად სწორედ მისი წევრი-ქვეყნები და განსაკუთრებით კი უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი, ვეტო-ს უფლებით შეიარაღებული წევრია პასუხისმგებელი კოლექტიურ ქმედებებზე და უფრო ხშირად უმოქმედობაზე. ასე მაგალითად, დიდმა ქვეყნებმა მიზანშეწონილობა პრინციპებზე მაღლა დააყენეს, როდესაც უსიტყვოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ არ მოსთხოვენ პასუხს სუდანის დამნაშავე პრეზიდენტს ომარ ალ-ბაშირს სამხედრო დანაშაულებათა გამო სულ ცოტა მანამდე მაინც, სანამ სამხრეთ-სუდანის გამოყოფის საკითხის მოგვარების კონტურები არ გამოიკვეთება. უკანა პლანზე ასევე გადაიდო დარფურის სამშვიდობო მოლაპარაკებებიც. მუჰამედ ფარუქ რეჰმანი, ჯამუსა და ქაშმირის თავისუფლების სახალხო ლიგის თავმჯდომარე და ოპოზიციური კოალიციის the All Parties Hurriyat Conference ყოფილი წევრი ასეთი უგულისყურო დამოკიდებულების სავალალო შედეგების თვალსაჩინო მოწმეა. ჟურნალისტმა, მწერალმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა, მან სხვადასხვა დროს ციხეში დაახლოებით ათი წელი გაატარა, პირველად კი ინდოეთის უშიშროების ძალების მიერ 1968 წელს იქნა დაპატიმრებული. ქაშმირელებს ინდური ჯარის გასვლა და თვითგამორკვევაზე პლებისციტის ჩატარება სურთ, რასაც მათ გაერო 1947 წლიდან დაწყებული მუდმივად ჰპირდება, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ მოლოდინში არიან. „თუ უდანაშაულოთა ხოცვა გაგრძელდება, ძალადობა უფრო იმატებს“ – განაცხადა ამ კვირას ლონდონში მყოფმა რეჰმანიმ, რომელიც დევნილობაში ისლამაბადში ცხოვრობს. გასული ზაფხულის შეტაკებებს, დარბევებს, კომენდანტის საათს ქვეყნის დედაქალაქსა და ყველგან მხოლოდ „ამბოხი“ შეიძლება ეწოდოს, რაც შეიძლება ისლამისტმა ჯიჰადისტებმა სათავისოდ გამოიყენონ, მაგრამ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან აშშ და ბრიტანეთი არ სურთ ინდოეთზე ზეწოლის განხორციელება, რომელმაც ახლად შეიძინა მნიშვნელოვნება – ამბობს ის. არ არსებობდა არც სამშვიდობო პროცესი, არც მშვიდობა და არც მისი პერსპექტივა. სამწუხაროდ ქაშმირის სავალალო მდგომარეობა გამონაკლისი როდია. თურქეთის ქურთთა მცდელობა უფრო დიდი ავტონომიის მოპოვებისა გასულ წელს გაჩერდა, რაც ანარეკლია უფრო დიდი პრობლემისა, რომლის პირისპირაც არაღიარებული ქურთული ეთნოსი დგას თურქეთში, ირანში, ერაყში და სირიაში, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას ქურთების საკითხის გადაწყვეტისადმი ნულოვანი ინტერესი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი უკვე წლებია ტერორიზმთან, მეკობრეობასთან და იმიგრაციასთან ბრძოლაზე ლაპარაკობს, სომალი საერთაშორისო დიპლომატიისთვის მიუწვდომელ სივრცედ რჩება, ასევეა მრავალტანჯული ზიმბაბვე, ტაილანდის ღატაკი მალაიზიური უმცირესობა, უიგურები ჩინეთში, რუსეთის კავკასიაში მცხოვრები მუსლიმები. იქაც კი, სადაც საერთაშორისო საზოგადოება პროცესებში ჩაერია, ძირითადად ყველაფერს რაც დღეს ხდება სულ უფრო მეტად ახასიათებს ხელმძღვანელობის დეფიციტი, ეგოისტური გათლა, პოზიციის არ ქონის მხდალი სურვილი. მიუხედავად ფრანგების შუამავლობით 2008 წელს დადებული შეთანხმებისა, რომლის თანახმადაც ჯარები უნდა გავიდეს, საქართველოს რეგიონები, სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის ოკუპაციაში რჩება. ბირმის კრიმინალურ გენერლები მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა თავისას განაგრძობენ და კოსოვოც კი, ლიბერალური ჰუმანიტარული ინტერვენციის დიდებული მოდელი, დღემდე ძალიან სუსტი და გახლეჩილია საიმისოდ, რომ საკუთარი ძალების იმედად იცხოვროს და ეს ყველაფერი „გათავისუფლებიდან“ 10 წლის შემდეგ ხდება. შესაძლოა ცალკეული ქვეყნების და კოლექტივების ეს აშკარა დიპლომატიური ცვლილება, მაგალითად ევროკავშირის სურვილი არ ჩაერიოს ახალ საერთაშორისო გართულებებში, არსებული წესებისა და სტანდარტების განმტკიცებისა, ბუშის წლების გადაჭარბებული იდეოლოგიზაციის შედეგია. შესაძლოა ეს დასავლეთის ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება – როდესაც ბიზნესისადმი რწმენა კლებულობს, დიპლომატიური და პოლიტიკური ნდობაც ეცემა, მაგრამ იქნებ ყველაზე მეტად ეს ახალი, შეზღუდული, ეგოისტური ეროვნული პოზიციის ბრალია, რაღაც იმგავრის, რაც უხიფათო წვეულებებს ახასიათებთ, ოღონდ კიდევ უფრო აშკარად გამოხატული. ასეთი ფილოსოფიის თანახმად, ქველმოქმედება ჯერ საკუთარ ოჯახს უნდა მოახმარო, სუსტებს ყოველთვის სცემენ და პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მიხედო. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ეს ყველაფერი ძალიან ვიწრო ხედვაზე მიუთითებს და ამავე დროს სახიფათოა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts