Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) პრობლემები გუნდში…


Recommended Posts

http://b.pix.ge/p/ezr2j.jpgდისკუსია სრულიადში! თემა: როი ჰოჯსონი და კრიზისი ლივერპულში…

 

პირველ რიგში მოგესალმებით და მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ქეთევანობას! ღმერთი გფარავდეთ!

 

მინდა დაიდოს ასეთი პოსტები, სადაც განვიხილავთ მთავარ პრობლემას, ჩვენ გუნდში. ხშირად ვკამათობთ იყოფა აზრები და ვკბენთ ერთმანეთს. აჯობებს დავდოთ პოსტები კონკრეტულ თემაზე, სადაც განვიხილავთ კლუბში არსებულ პრობლემებს და გამოვხატავთ ჩვენს მოკრძალებულ აზრს, (ლანძღვა–გინების გარეშე) კომენტარების საშუალებით.

 

ამ სტატიაში მინდა ვისაუბროთ ლივერპულის მთავარ მწვრთნელზე, როი ჰოჯსონზე და ლივერპულის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. კლუბს აქვს არაერთი პრობლემა:

 

1) იყიდება ლივერპული! (მყიდველი ჯერ არ ჩანს)

2) აქვს ვალი ბანკში. (350 მლნ ფუნტი)

3) არ აქვს გუნდს საკმარისი სატრანსფერო ბიუჯეტი.

4) გუნდი ვერ აჩვენებს მაღლი დონის ფეხბურთს და რაც მთავარია შედეგს.

5) ხშირი ტრავმები გუნდში.

 

როგორც ხვდებით, ყველა პრობლემა ურთიერთგამომდინარეა. გუნდი ვალების გამო ვერ ახერხებს მაღალი დონის ფეხბურთელების შეძენას, ამიტომ ვერ აჩვენებენ სასურველ შედეგს, გამოუცდელი სათადარიგოთა სკამის გამო, ძირითადის ფეხბურთელები თამაშობენ შეუსვენებლად, ამას მოყვება ხშირი და გრძელვადიანი ტრამვები… ამის შემდეგ ჩნდება კითხვა – ღიირს მწვრთნელის დადანაშაულება ამ ყველაფერში?

 

როი ჰოჯსონმა, არც თუ ისე დიდი ხანია, რაც კრიზისში მყოფი კლუბი ჩაიბარა. ეს გრანდი შარშან გამოეთიშა ჯერ ჩემპიონთა ლიგას, შემდეგ ევროპა ლიგას, ბოლოს კი ოთხეულს მიღმა დარჩა. მეტიც გუნდი მე-7 ადგილზე აღმოჩნდა. ფაქტია ამ ჩავარდნას მხოლოდ რაფაელ ბენიტესს ვერ დავაბრალებთ.

წელს დანიშნეს როი ჰოჯსონი, ფულჰემის ყოფილი მწვრთნელი, რომელიც შარშან წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა! მართალია ის სხვა მნიშვნელოვანი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, თუ არ ჩავთვლით შვედეთის და დანიის ლიგაში მიღწეულ წარმატებას, მაგრამ არც გამოცდილება აკლია 63 წლის ასაკში. მწვრთნელის მოსვლის შემეგ ბევრი რამ შეიცვალა გუნდში, სამედიცინო პერსონალი, ფეხბურთელები და კიდევ სხვა, მაგრამ არ შეცვლილა თამაშის ხარისხი. გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვს თავისი გუნდისგან, ზოგი ჩვენ საიტზე როის წასვლაზეც ალაპარაკდა, მაგრამ უდროოდ. ყველას უნდა გვესმოდეს რომ, ასეთ მდგომარეობაში გუნდის ჩაბარება არც ისე იოლია და შარშანდელი მე–7 ადგილის შემდეგ, პირველ ადგილზე მოხვედრაც თითქმის წარმოუდგენელია, თანაც სეზონის დასაწყისში. ჯერ მხოლოდ 6 ტური იყო და საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა, ამას დაემატა გუნდის ლიდერების არც თუ ისე კარგი ფორმა და რამოდენიმეს ტრავმა. დამეთანხმებით შარშან ლივერპული რომ მოხვედრილიყო ოთხეულში არც რაფას გაუშვებდნენ, თუ გაუშვებდნენ და როის მოსვლის შემთხვევაში, არც ამდენი პრობლემები შეექმნებოდა. მწვრთნელს დრო უნდა მივცეთ. მან ფაქტიურად მის მოსვლამდე გაფუჭებული საქმე უნდა გამოასწოროს, ასე არ არის? გუნდი მეშვიდე ადგილიდან კვლავ ოთხეულში უნდა დააბრუნოს! ჯერ მხოლოდ 6 ტური იყო, არც ისე ბევრით ჩამოვრჩებით ჩემპიონატის ფავორიტებს და პრემიერ ლიგის მოპოვების შანსიც არ დაგვიკარგავს. თქვენ კიდევ ცხვირი ჩამოუშვით და ხელი ჩაიქნიეთ. როის თქვენზე მეტად არ სურს გუნდი უკეთ გამოიყურებოდეს?! გინებით ყველა მაგრები ვართ, მაგრამ ამით საქმეს რომ ვერ ვუშველით ისიც ვიცით! ასე რომ, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, მთავარი ბრძოლა წინაა და გვერდში უნდა დავუდგეთ გუნდს! მე პირადად იმედი მაქვს, რომ წელს ოთხეულშიც შევალთ და ევროპის ლიგაზეც მივაღწევთ წარმატებას! ნუ ვიქნებით კრიტიკულები, უბრალოდ დავაცადოთ…

 

P.S შევეცადე სტატია რაც შეიძლება მოკლე და კონკრეტული ყოფილიყო, თუმცა როგორც ჩანს არც ერთი გამომივიდა, არც მეორე…

 

YOU’LL NEVER WALK ALONE!

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...