Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) კუიტმა დაბრუნება გოლით აღნიშნა


Recommended Posts

http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/09/25/article-1314958-0B58BD55000005DC-296_468x314.jpgლივერპულმა სანდერლენდთან ფრედ 2:2 ითამაშა.

 

დღევანდელ შეხვედრაში წითლებს ტრავმამოშუშებული დირკ კუიტი დაუბრუნდა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში დააყენა როი ჰოჯსონმა. შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს შემდეგ ეს იყო კუიტის პირველი თამაში.

 

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და ფაქტიურად პირველივე შეტევა გოლით დასრულდა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა ფერნანდო ტორესზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ამის მიუხედავად სანდერლენდი სწრაფ გოლს მაინც ვერ გადაურჩა. გოლი კი საკმაოდ კურიოზული გამოვიდა. მეტოქე გუნდის მცველმა მეკარესთან შეუთანხმებლად ითამაშა. თუმცა სწრაფად გაერკვა ვითარებაში ფერნანდო ტორესი და გოლკიპერთან პირისპირ გავიდა. იქ მას კუიტი გაეხსნა, ელ ნინიომ პასი არ დაუგვიანა და 1:0.

 

ამის შემდეგაც უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო. სანდერლენდის ფეხბურთელები აქა-იქ თუ “უჩხვლეტდნენ” წითლებს. ცოტა ხანში უკვე ჯერარდმა ითამაშა მეკარესთან შეუთანხმებლად და რომ არა რეინას სწრაფი რეაქცია, შესაძლოა სტუმრებს ანგარიში გაეთანაბრებინათ.

 

სანდერლენდის ერთ-ერთი იშვიათი შეტევის დროს მათ მიერ საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებას მოჰყვა ის, რომ ტყავის სფერო პოულსენს შეეხო ხელზე. კონტაქტი იმდენად აშკარა იყო, რომ მსაჯმა უყოყმანოდ მიუთითა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ. დარენ ბენტის დარტყმის კუთხე რეინამ კი გამოიცნო, თუმცა არ გაუმართლა და ანგარიშიც გათანაბრდა.

 

ორიოდე წუთში პოლ კონჩესკიმ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ითამაშა და ისე, რომ მას მეტოქე არ შეხებია ტრავმა მიიღო და იგი დანიელ აგერმა შეცვალა.

 

ამის შემდეგ მნიშვნელოვანი პირველ ტაიმში აღარაფერი მომხდარა და გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 1:1 გავიდნენ.

 

მეორე ნახევარი ორი წუთის განახლებული იყო, როდესაც სტუმართა შეტევის დროს მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდეს, სადაც დარენ ბენტმა თავით მეორე გოლი გაიტანა და დუბლი გაიფორმა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული მდევრის როლში აღმოჩნდა, ბენტის მეორე გოლის შემდეგ უპირატესობას კვლავ სტუმრები ფლობდნენ. მათ რამდენჯერმე დაარტყეს რეინას კარის მიმართულებით, ხოლო მერსისაიდელები ვერაფრით ახერხებდნენ ნორმალურად შეტევის განვითარებას. უხეშად თამაშის გამო ტორესმა და კუიტმა გაფრთხილებები მიიღეს. სანდერლენდი კვლავ განაგრძობდა შეტევას და ალბათ, ჰოჯსონი მიხვდა, რომ მის გუნდს სასწრაფოდ სჭირდებოდა შემტევი ფეხბურთელი. მან პოულსენი ნ’გოგით შეცვალა.

 

თითქოს ამ ცვლილებას ელოდნენო, მაშინვე გააქტიურდნენ სტუმრები. კოულმა ითამაშა კარგად და დაარტყა კიდეც კარის მიმართულებით, თუმცა არაზუსტად. ლივერპულელებმა ტემპი არ დააგდეს და მალე ანგარიშიც გაათანაბრეს – ფერნანდო ტორესმა ფლანგზე ითამაშა ძალიან კარგად და საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ჯერარდმა თავით დაარტყა და საკმაოდ ლამაზი გოლის ავტორი გახდა.

 

ამის შემდეგ მასპინძელთათვის უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ბურთზე ბრძოლის დროს ერთმანეთს შეეჯახნენ შკრტელი და კარაგერი, ამ უკანასკნელს წარბი გაუსკდა და მოედნიდან სასწრაფოდ გავიდა, ხოლო შკრტელს თავი შეუხვიეს და თამაშის გაგრძელება შეძლო. რამდენიმე წუთი ლივერპული კაცნაკლული თამაშობდა, თუმცა როგორც კი კარაგერს წარბი დაუმუშავეს და ფორმაც გამოუცვალეს, წითლების ვიცე-კაპიტანმა მოედანზე ისე შეირბინა, რომ მაისურს გზადაგზა იცვამდა. არბიტრმა ეს შენიშნა და მალვე უკან დააბრუნა, რასაც ტრიბუნებიდან საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა. თუმცა, თავად ეპიზოდი სახალისო ნამდვილად იყო.

 

მატჩი განახლდა და მალე მსაჯმა წესების დარღვევისთვის ჯერარდიც გააყვითლა. მასპინძლები განაგრძობდნენ შეტევებს. მატჩის მიწურულს მათ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, თუმცა ვერ გამოიყენეს.

 

შეხვედრის კულმინაცია იყო დამატებითი დროის ბოლო წუთი, როდესაც მერსისაიდელები კიდევ უფრო ახლოს იყვნენ გამარჯვების გოლის გატანასთან, თუმცა სტუმართა მეკარემ ითამაშა თავგანწირვით.

 

დ, ე 2:2 .

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...