Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მიიჩნევს თუ არა დღეს რუსეთი თავის გამარჯვებას საქართველოში მარცხად?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

ჯოშუა კუცერა

 

რა გავლენა მოახდინა ქართულ-რუსულმა ომმა რუსეთისა და კრემლის საგარეო პოლიტიკაზე?  ყველას მიაჩნდა, რომ რადგან რუსეთმა შესძლო და დასავლეთის ძლიერი მოკავშირის წინააღმდეგ დაუსჯელად იმოქმედა, ეს მას მომავალში კიდევ უფრო აგრესიული ქმედებებისკენ წააქეზებს. მაგრამ Independent-ის ჟურნალისტს, მერი დეჟევსკის საპირისპირო აზრი აქვს და ამის დასასაბუთებლად დამაჯერებელ არგუმენტს იყენებს:

 

“ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  მედვედევი პრეზიდენტი გახდა… რუსეთმა ორი დიდი შოკი გადაიტანა და ეს შოკები შეიძლება ისეთივე გარდამტეხი აღმოჩნდეს, როგორიც იყო ჩერნობილის ბირთვული კატასტროფა ან სომხეთის მიწისძვრა. სწორედ ამ ორმა მოვლენამ დააჩქარა ცვლიბები საბჭოთა კავშირში.

 

პირველი, საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი იყო, რომელიც მედვედევის მიერ ფიცის დადების შემდეგ რამდენიმე თვეში მოხდა. საყოველთაოდ მიღებული შეხედულების თანახმად, რუსეთმა გაიმარჯვა. მაგრამ „გამარჯვებამ“ კრემლს არასასიამოვნო სიმართლეზე აუხილა თვალი. რუსეთს არა ყავს ისეთი მეგობრები მსოფლიოში, რომლებზეც ლაპარკი ღირს.  მისი იმიჯი, როგორც  იმპერიაზე ნოსტალგიით შეპყრობილ თავხედზე, მხოლოდ განმტკიცდა და ამავე დროს ცხადი გახდა, რომ მისი სამხედრო ძალა ვადაგასული და ქაოტურია.

 

ერთი შედეგი იყო მთლიანი გადააზრება საგარეო და თავდცივითი პოლიტიკისა, რასაც ხელი შეუწყო ობამს გადაწყვეტილებამ „გადაეტვირთა ურთიერთობები“ რუსეთთან. მოსკოვმა სამყაროს უფრო მეგობრული თვალით შეხედა. მისი ოფიციალიური პირები თანამშრომლობასა და გუნდურ თამაშზე ალაპარაკდნენ. რუსულ პოლიტიკურ ლექსიკონში გაჩნდა ტერმინი „რბილი ძალა“.  სოჭში ჩვენს შეხვედრაზე საქართველოსკონფლიქტზე ლაპარაკისას, პუტინმა თავი შეიკავა ქირქილისაგან და ლანძღვისგან, რასაც საერთოდ აკეთებს ხოლმე და ივარაუდა, რომ სეპარატისტულმა ანკლავებმა და საქართველომ თვითონ უნდა მიაღწიონ პრობლემების მოწესრიგებას (ე.ი. რუსეთის გარეშე) და დაეთანხმა იმ აზრს, რომ საქართველო ამ სივცეში „დომინანტური ქვეყანა იყო“.

 

რუსეთი ახალი სტარტისთვის ემზადება, მაგრამ არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ ევროკავშირთანაც და როგორც, ამ წლის დასაწყისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტებიდან გამოჟონილი ინფორმაცია მიგვანიშნებს, ის თავის პოლიტიკას უფრო გადაწყვეტით უკავშირებს დასავლეთს. ომისდროინდელი მოკავშირეების მიწვევა წითელ მოედანზე, გამარჯვების აღლუმზე ამის მეორე ნიშანი იყო”.

 

სტატია დაიწერა გუშინდელ ოფიციალურ განცხადებამდე, რომლის თანახმადაც რუსეთი აღარ მიჰყიდის თავის საჰაერო თავდაცვით სისტემას S-300 ირანს და აშშ-სა და რუსეთის თავდაცვითი უწყბების მეგობრულ შეხვედრამდე ვაშინგტონში, რაც შეიძლება თავისთავად იქცეს ამ არგუმენტების გამამყარებელ მომენტებად.

 

ნენისმიერ შემთხვევაში სტატიის წაკითხვა ნამდვილად ღირს, ის მდიდარ ინფორმაციას შეიცავს, რეალისტური და ოპტიმისტურია – სამი რამ, რასაც ჩვეულებრივ რუსეთის ანალიზისას თავს ერთად  ვერ მოუყრი.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...