Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ელჩის პოსტზე კანდიდატის ბლოკირებით ორი დემოკრატი აშშ–ს ინტერესებით რისკავს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg

 

სარედაქციო წერილი

 

ამ კვირაში ნომინაციაში „არჩევნების ყველაზე გულგრილი წელი ეროვნული ინტერესების მსხვერპლშეწირვით“ ჩვენ სენატორებს ბარბარა ბოქსერს (კალიფორნია) და რობერტ მენედესს (ნიუ–ჯერსი) წარვადგენთ.

 

ქალბატონი ბოქსერი, რომელსაც ხელახალი არჩევისთვის სასტიკი ბრძოლა უწევს, და მენედესი, რომელიც სენატის დემოკრატიული კომიტეტის კამპანიას ხელმძღვანელობს, ბლოკავენ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი კლასის დიპლომატის მეთიუ ბრაიზას დანიშვნას ელჩად აზერბაიჯანში – არასტაბილური კავკასიის რეგიონის სტრატეგიულად მნიშვნელოვან და ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყანაში.  

 

ამ ორ სენატორს აქეზებს ამერიკის სომხური ნაციონალური კომიტეტი (ANCA), დამღუპველი ლობი, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკის სომხებს წარმოადგენს, რომელთა უმრავლესობა კალიფორნიაში ცხოვრობს.

 

ოთხშაბათს ANCA–მ ელექტრონული ფოსტით აღტაცებული ცნობა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბარბარა ბოქსერმა „ვეტო“ დაადო მეთიუ ბრაიზას კანდიდატურას მას შემდეგ, რაც ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომისიამ მოიწონა, რასაც უახლოეს მომავალში შეიძლება სენატის სრული შემადგენლობის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცებაზე უარი მოჰყვეს.      

 

საეჭვოა ამ პოლიტიკური ბრძოლის რეალურ მიზანს მეთიუ ბრაიზა წარმოადგენდეს. ბრაიზა, რომლსაც მაღალ შეფასებას აძლევენ თანაბრად, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები, 13 წელი ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო დეპარატამენტში მუშაობისას კავკასიაში ამერიკული ინტერესების დამკვიდრებისთვის მუშაობდა.    

 

სამი წელი ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე იყო და აზერბაიჯანს და სომხეთს შორის შუამავლის მისიას ახორციელებდა. მეთიუ ბრაიზამ ორივე მხარის პატივისცემა დაიმსახურა და მის დანიშვნას ორივე მთავრობა მხარს უჭერს. 

 

მაშინ, რა პრეტენზიები აქვს ბოქსერს? სენატორი ამტკიცებს, რომ ბრაიზამ არ მოინდომა ღიად გამოეთქვა მისი აზრი „სომხეთის მიმართ მზარდ აზერბაიჯანულ აგრესიაზე“.

 

ეს უბრალოდ სისულელეა. მეთიუ ბრაიზა სხვა კანდიდატების მსგავსად სახელმწიფო დეპარამენტის და მისი ხელმძღვანელების ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს და ფაქტობრივად იმეორებს ობამას ადმინისტრაციის განცხადებებს, რომელიც გმობს ორივე მხარის ძალადობას და ამტკიცებს, რომ კონფლიქტი შეუძლებელია სამხედრო ძალით გადაწყდეს.  

 

საუბარი იმაზე კი არ უნდა იყოს, თუ რას ამბობს ბრაიზა, არამედ მის საქმიან დამსახურებებზე მშვიდობიანი მოლაპარაკებების მონაწილის რანგში. ამ კონტექსტში, ის შესაძლო აგრესიის თავიდან აცილებისთვის ყველა ამერიკელზე უფრო შესაფერისი კანდიდატურაა.

 

რობერტ მენედესი, იმეორებს რა ANCA–ს ამაზრზენ პროპაგანდას, მიუთითებს „მეთიუ ბრაიზას ძალიან მჭიდრო კავშირებზე თურქეთთან“, რადგან დიპლომატის მეუღლე ზეინო ბარანი თურქული წარმოშობისაა, მაშინ როდესაც ბარანი თურქეთის დღევანდელი მთავრობის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსი იყო.

 

სამარცხვინოა, როდესაც ამერიკელი დიპლომატის წინააღმდეგ მისი ცოლის ეთნიკურ წარმომავლობას იყენებენ.

 

(მას შემდეგ რაც მენედესის ოფისმა განგვიცხადა, რომ სენატორი მეთიუ ბრაიზას ცოლით შეწუხებულია, მათ უკან დაიხიეს, ამტკიცებდნენ რა, რომ მენედესს აშფოთებს „ბრაიზას კავშირები თურქეთის სამთავრობო ჩინოვნიკებთან“. ჩვენი თხოვნა ეცნობებინათ ამ ჩინოვნიკების ვინაობა და აეხსნათ, რატომ იწვევს სენატორის შეშფოთებას ნატოს მთავარი მოკავშირის „ჩინოვნიკებთან კავშირი“, უპასუხოდ დარჩა).

 

ANCA–მ, რომელიც მუდმივად სომხეთის ინტერესების დაცვაზე საუბრობს, თავად არაერთხელ მიაყენა მათ ზიანი. მისმა ლიბირებამ, შერიგება სომხეთს და თურქეთს, და სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კიდევ უფრო გაართულა, გაწირა რა სომხეთი სიღარიბისთვის და გადააქცია ის რუსეთზე ზედმეტად დამოკიდებულ სახელმწიფოდ.     

 

თუკი ANCA თავისას მიაღწევს და დაბლოკავს აშშ–ს კომპეტენტური ელჩის დანიშვნას აზერბაიჯანში, ეს მხოლოდ შეამცირებს შეერთებული შტატების გავლენას კავკასიაში და ომს კიდევ უფრო შესაძლებელს გახდის. ასეთი ინტერესების ლობირებით ბარბარა ბოქსერი და რობერტ მენედესი მხოლოდ ირცხვენენ თავს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...