Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას უმიზნებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg

 

გორდონ ფერკლაფი, ალიქს ფრიდმანი

 

ნიუ–ორკი – უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმავდროულად მოსკოვთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება სჭირდება, რომ მისი ქვეყანა დასავლეთისთვის რუსული ენერგორესურსების სანდო ტრანზიტად დარჩეს.

 

პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ამ წლის დასაწყისში პრეზიდენტის პოსტზე არჩევის დღიდან, სერიოზულ ძალისხმევას ხარჯავს მოსკოვთან გაფუჭებული ურთიერთობების მოგვარებისთვის. ოთხშაბათს მან აღნიშნა, რომ კიევი „უკვე თამაშობს სანდო ხიდის როლს“ ევროპას და რუსეთს შორის.

 

„უკრაინა მტკიცედ მიიწევს წინ ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა იანუკოვიჩმა Wall Street Journal–თან ინტერვიუში, ამ კვირაში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დაწყების წინა დღეს. იმავდროულად, თქვა მან, „ამ გზით სიარულის დროს, ჩვენ არავის განაწყენება არ გვსურს“. 

 

უკრაინის გეოგრაფიული მდებარეობისა და იმის გათვალისწინებით, რომ კიევი ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსული ენერგორესურსების მიწოდებით შემოსავლის მიღებისკენ მისწრაფვის, „ჩვენ განწირული ვართ მტკიცე ბალანსის შენარჩუნებისთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

იანუკოვიჩი ევროკავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა, ამ რეგიონალურ ბლოკში გაწევრიანების გზაზე პირველი ნაბიჯების განსახილველად. მხარეებს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ასევე თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების გაფორმების შესახებ. იანუკოვიჩის თქმით, რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის.    

 

2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ უკრაინაში, როდესაც ხელისუფლებაში ღიად პროდასავლელი პოლიტიკოსები მოვიდნენ, ურთიერთობა კიევს და მოსკოვს შორის მკვეთრად გაუარესდა. უკრაინის და რუსეთის დაპირისპირებას დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებაში სერიოზული შეფერხებები მოჰყვა. 

 

„ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს დემონსტრანტებმა მიაღწიეს იანუკოვიჩის გამარჯვების გაუქმებას 2004 წლის დისკრედიტირებულ არჩევნებზე. მაგრამ უთანხმოება და დაპირისპირება თავად ნარინჯისფერი კოალიციის შიგნით ნელ–ნელა იმით დასრულდა, რომ ამომრჩევლებმა მას ზურგი შეაქციეს. თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. ეს არჩევნები შეფასდა, როგორც პატიოსანი და სამართლიანი.

 

იანუკოვიჩის მთავრობამ რუსეთთან მისი შავი ზღვის  ფლოტისთვის უკრაინის ტერიტორიაზე იჯარის გახანგრძლივებაზე მოაწერა ხელი. სანაცვლოდ რუსეთმა უკრაინას ბუნებრივ გაზზე ფასები შეუმცირა. პრეზიდენტმა ასევე უარყო მისი წინამორბედის პირობა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე.

 

იანუკოვიჩის თქმით, უკრინას და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა „დამღუპველი იყო არამხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“. მან აღნიშნა, რომ ვაჭრობა უკრაინას და რუსეთს შორის, რომლის მოცულობაც წინა ხელისუფლების დროს მკვეთრად შემცირდა, დღეს „ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება“.

 

იმავდროულად, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინისთვის ევროპული ინტეგრაცია მნიშვნელოვანი „ინსტრუმენტია ქვეყნის მოდერნიზაციისა და მისი მიახლოებისთვის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან“. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „უკრაინამ ეს გზა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიაროს“.

 

უკრაინის პრეზიდენტი შეუერთდა მათ, ვინც კიევში „სამხრეთ ნაკადის“ გაზსადენის (შავი ზღვის გავლით ევროპისკენ) მშენებლობის საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა. მისი თქმით, ეს მილსადენი, რომელიც გვერდს უვლის უკრაინას, ნაკლებად უსაფრთხო იქნება და გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე მოქმედი უკრაინული ქსელის მილსადენების მოდერნიზაცია.

 

პრეზიდენტმა თქვა, რომ ურთიერთობა უკრაინას და რუსეთს შორის დღეს მყარ საფუძველზე დგას, ამიტომ „სამხრეთ ნაკადის“ მშენებლობის აუცილებლობა არ არსებობს.

 

გარდა ამისა, იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს ხორბლის ექსპორტის აკრძალვას. ასეთი ზომებისადმი შიშმა ხელი შეუწყო ხორბალზე ფასების ზრდას, რადგან გვალვის გამო სერიოზულად დაზარალდა მოსავალი რუსეთში, რის შედეგადაც მოსკოვმა ხორბლის ექსპორტი შეწყვიტა. „ჩვენ ექსპორტზე აკრძალვები არასდროს დაგვიწესებია. და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ. არ ვაპირებთ არც კვოტების დაწესებას გაყიდვებზე“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ოპოზიციის ლიდერები იანუკოვიჩს და მის პოლიტიკურ მოკავშირეებს იმაში ადანაშაულებენ, რომ პრეზიდენტი მათ დევნის და სტაბილურობის უზრუნველყოფის საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. იანუკოვიჩმა პრობლემების არსებობა დაადასტურა. „ისევე როგორც სხვა პოსტ–საბჭოთა სახელმწიფოებს, უკრაინასაც აქვს მისი პრობლემები“, – თქვა მან.

 

ამასთანავე, მათ ქრონიკული ან სისტემური ხასიათი არ აქვთ, დასძინა მან. „არსებობს ცალკეული და ერთეული შემთხვევბი, როდესაც ირღვევა უფლებები და თავისუფლებები და ჩვენს პოლიტიკაში ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ“, – თქვა იანუკოვიჩმა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...