planetanews Posted September 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2010 პოლონელი გამომძიებლები იმ რუსი პოლკოვნიკით დაინტერესდნენ, რომელიც 2010 წლის 10 აპრილს, ორ სხვა დისპეტჩერთან ერთად, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის სმოლენსკში დაფრენას ხელმძღვანელობდა.გაზიარება[16:24 24-09-2010]http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TJ3p-FHl7xI/AAAAAAAAEEQ/75jklRwplTY/s200/planecrashkachinski1004102_big.jpgპოლონეთმა რუსულ მხარეს პოლკოვნიკ კრასნოკუტსკისა და კიდევ ორი დისპეტჩერის დაკითხვის მოთხოვნით უკვე მიმართა.პოლონეთის გენერალური პროკურორის, ანდჟეი შერემეტის თქმით, პირველ რიგში სწორედ პოლოკოვნიკ კრასნოკუტსკისგან სურთ ჩვენების მიღება. პოლონური მედიასაშუალებების ცნობით, მას შემდეგ, რაც სმოლენსკის აეროდრომზე ნისლი ჩამოწვა, პოლკოვნიკს აეროდრომის დახურვა სურდა. მან ოფიციალური ნებართვის მისაღებად მოსკოვში დარეკა, მაგრამ ამის საუალება არ მისცეს. "გაზეთა ვიბორჩამ" დაადგინა, რომ პოლკოვნიკი სმოლენსკში მეთაურის სამუშაოს შესასრულებლად ტვერიდან მიავლინეს. იგი სმოლენსკის აეროდრომზე 5 აპრილიდან 10 აპრილამდე, ანუ პოლონური სამთავრობო დელეგაციის სავარაუდო ჩამოფრენის დროს უნდა ყოფილიყო. იმავე გაზეთის ინფორმაციით, დისპეტჩერებს, პავლე პლიუსინსა და მის თანაშემწე რიჟკოვს, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი ვითარების სირთულე ესმოდათ, არ ჰქონდათ უფლება, პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის დაშვებაზე უარი ეთქვათ. გზეთის მტკიცებით, შექმნილ ვითარებაში პოლკოვნიკმა კრასნოუტსკიმ ინიციატივა თავის თავზე აიღო, ხელმძღვანელობას ტვერსა და მოსკოვში დაურეკა. იგი საჰაერო ძალების მეთაურთან დაკავშირებასაც ცდილობდა, მაგრამ იგი მიუწვდომელი აღმოჩნდა. რუსეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა კი, რომლებთანაც პოლკოვნიკმა კრასნოუტსკიმ დაკავშირება შეძლო, ჩათვალეს, რომ პოლონელებისთვის დაჯდომის უფლება უნდა მიეცათ, ვინაიდან "მათ შესაძლოა, დაფრენა გამოსვლოდათ". შესაძლოა, საქმე იმაშიც იყო, რომ სამხედროები დიპლომატიურ სკანდალს მოერიდნენ - კაჩინსკის თვითმფრინავი სმოლენსკში რომ არ დამჯდარიყო, პოლონეთის პრეზიდენტი კატინში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრებას ვერ შეძლებდა. პრესისთვის, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ამ დროის განმავლობაში პრეზიდენტის თვითმფრინავის კაბინაში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობა გრძელდებოდა. დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელმა, მარიუშ კაზანმა კატასტროფამდე 11 წუთით ადრე განაცხადა, რომ "პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ რა უნდა ექნათ შემდეგ". მფრინავებმა ვიპპერსონების დასხდომასთან დაკავშირებით შემუშავებული ინსტრუქცია დაარღვიეს და დაფრენა დაიწყეს. მათ არ ჰქონდათ დაფრენის უფლება, თუ 1800 მეტრიდან მხედველობა 120 მეტრი არ იქნებოდა. არადა, იმ დღეს სმოლენსკის აეროდრომის თავზე ნისლი 40-50 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო პორიზონტალური მხედველობა არა უმეტეს 400-500 მეტრი იყო. ამასთან, პოლონეთის საავიაციო შემთხვევების სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, ედმუნდ კლიხმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფოთაშორისმა კომისიამ პოლონერ მხარეს უარი უთხრა აეროდრომ "ჩრდილოეთის" დისპეჩტერული დოკუმენტაციის გადაცემაზე. რუსული მხარე თავის ქმედებას იმ მოტივით ხსნის, რომ ფრენა სამოქალაქო ფრენების წესებით ხორციელდებოდა. "ინტერპრესნიუსი"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts