planetanews Posted September 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2010 http://4put.ru/pictures/max/51/158201.jpg დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე წითლები შეეცდებიან სანდერლენდი მაინც დაამარცხონ, გთავაზობთ შეხვედრის პრევიუს. http://files.myopera.com/hapnv/albums/395984/English%20Premier%20League.pngდასაწყისი: 18:00 სტადიონი:ენფილდი მასაჯები: ატველი, მ.კარინსი, რ. განფილდი, ლ. პრობერტი http://www.pricedash.com/images/logos/26524.gif ამ სეზონში რომ ლივერპულის საქმე კარგად არაა ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, გუნდს უფრო მეტი წაგება აქვს ვიდრე მოგება და ამით ყველაფერია ნათქვამი, გასულ კვირას წითლები ოლდტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდნენ, რამაც ფეხბურთელებსა და გუნდის ყველა ფანზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ ლივერპული ბრძოლაში დამარცხდა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია,გარდ ამისა ,ჩრდილში მყოფმა ელ ნინომ და სტივიჯიმ თავი გამოიჩინეს და ის სათამაშო განწყობა რომელიც მათ ასე ჭირდებოდათ დაუბრუნდათ, ეს დუეტი და არამარტო ისინი დღეს შეეცდებიან სანდერლენდის დამარცხებით ხასიათი გამოიკეთონ და ის პატარა ნაპერწკალი ,რომელიც მანჩესტერთან თამაშის დროს გაჩნდა დიდი ცეცხლით გააღვივონ. სამწუხაროდ ამ ცეცხლის გაღვივებაში მათ ფაბიო აურელიო ვერ დაეხმარება, აგრეთვე არ ვიცით როი გარისკავს თუ არა დირკ კიუიტის თამაშს, რომელიც უკვე ორი დღეა დიდი მონდომებით ვარჯიშობს. http://www.uksponsorship.com/sundfc.jpg სანდერლენდი პრემიერლიგაში როგორც ყოველთვის უცნაური და სახიფათო გუნდის სახელით სარგებლობს. გუნდს შეუძლია მაღალი დონის გუნდს ქულა წაართვას ან დაამარცხოს ის, მაგრამ მოულოდნელად რომელიმე სუსტ გუნდთან დამარცხდეს. მაგალითად ავიღოთ წლევანდელი სეზონი, გუნდმა სამი ფრე ითამაშა, დაამარცხა ლივერპულთან გამარჯვებით გაგულისებული, კარგ ფორმაში მყოფი მანჩესტერ სიტი, ორი ტურის შემდეგ კი ვესტ ბრომვიჩთან დამარცხდნენ(ამ თამაშმა ბრომვიჩელებს სტიმული მისცათ მეორე მატჩიც მოეგოთ), სანდერლენდი რომ გავარდნის კანდიდატი არაა ეს აშკარაა, ამ დასკვნის გამოტანა მათი თამაშიდან გამომდინერე ხდება. გუნდს საკმაოდ ძლიერი შემტევი ხაზი ჰყავს ბენტი, ასამოა გიანის სახით. თანაც სანდერლენდი ლივერპულზე 6 პოზიციით მაღლაა რაც წითლებმა სასწრაფოდ უნდა შეცვალონ. დღევანდელ შეხვედრას სანდერლენდი დიდი დანაკლისით ხვდება, დღევანდელ შეხვედრას გუნდის გოლკიპერი შოტლანდიელი გორდონი გამოტოვებს, უკვე ექვსი თვეა ტრამვა აწუხებს ჯორჯ მაკარტნს, აგრეთვე დიდი ტრამვა აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელს ირლანდიელ დავიდ მიელერს. სავარაუდო შემადგენლობები(Goal.coM) ლივერპულის XI: რეინა; ჯონსონი, კარაგერი, აგერი, კონჩესკი; ჯ.კოული, პოულსენი, მეიერლეში, ბაბელი; ჯერარდი; ტორესი. სანდერლენდის XI: მიგნოლეტი; ონოჰუა, ფერდინანდი, ბრამბლე, რიჩარდსონი; ჰენდერსონი, კატერმოლო, რივეროსი, მილბრანქუე; ბენტი, ა.გიანი. P.S. სანდერლენდთან განსაკუთრებით ძლიერად თამაშობს ფერნანდო ტორესი View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts