Jump to content
Planeta.Ge

ლიბერასტული საქართველოს

Recommended Posts

ამ დაპირისპირებებზე, თქვენ არ იცით, როგორ კვდებიან სიცილით ნაც.მოს წევრები

აი მმკ-ს და მაგათ შორის რომ ხდება :D

მე ეს სიცილი რომ არ მქონდეს მოსმენილი :)) და ინფორმაცია რომ არ მქონდეს მიღებული მათგან (სამწუხაროდ რამოდენიმე ნათესავისგან) მეც თქვენაირად ჩართული ვიქნებოდი ამ პროცესებში..

ნუკრიკო, თუ არ ვცდები შენ ათეისტი ხარ და გარდა ამისა საკმაოდ სკეპტიკურად განწყობილი ეკლესიის მიმართ და იმ ფასეულობების მიმართ რასაც ქრისტიანობა ქადაგებს და აქედან გამომდინარე, თუნდაც იმ ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში რომელზეც შენ საუბრობ, რატომ უნდა ყოფილიყავი განწყობილი "ლიბერასტების" წინააღმდეგ, ისინი ხომ ვერანაირად ვერ შეეხებიან იმას რაც შენთვის ძვირფასია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი რეალობას გავუსწოროთ თვალი და ერთმანეთისთვი ბნელისა და ცოვილის დაძახების იქიდაც თუ გადავიხედავთ, უფრო ნათელი გახდება ყველაფერი..

ძირითადი მორალური ღირებულებები, ჩემი ათეისტობის და შენ თეისტობის მიუხედავად ერთი და იგივე გვაქვს. მკვლელობას, ადამიანების მიმართ უსამართლო მოქცევას, მოპარვას, გაუპატიურებას და ა.შ ორივესთვის მიუღებელია. ანუ ფუნდამენტალური დაპირისპირება არ გვაქვს, გვაქვს რაღაც გარეგანი დაპირისპირება, რომელიც არ არის იმდენად გადაულახავი, რომ ამის გამო ერთმანეთი დავხოცოთ. პირიქით, რომ არ იყოს მსგავსი სიტუაციები და იყოს ნორმალური განვითარების საშვალება, ჩენ გვექნებოდა უნარი, იმისა რომ ერთმანეთთან საუბრის მეშვეობით, გავითვალისწინოთ ორივეს ელემენტარული ინტერესი და საზოგადოებრივ დონეზე დავაბალანსოთ ის. რადგან არ არის მსგავსი სიტუაცია შექმნილი და წინაპირობა, ამიტომ ვერ ვაბალანსებთ და ეს უმნიშვნელო სხვაობები, ხდება გაცილებით მნიშვნელოვანი ვიდრე რეალურად არის.

ეხლა მეორე, საკთხი ის არის რომ ქრისტიანობა რას იძახის და ათეიზმს რა არგუმენტები აქვს, ამ შემთხვევაში ყოველგვარი ფასი ეკარგება, იმიტომ რომ უსარგებლო ხდება. რადგან ეს პროცესები არის მართული, რასაც არ უნდა იძახდეს ქრისტიანობა და ათეიზმი, არანაირი აზრი არ აქვს, მთავარი თავად პროცესის არის ის რომ ეს პროცესი ნაც.მოძრაობის მიერ იყოს მართული. ანუ დაპირისპირება და ის რომ ჩვენ ვერ შევთანხმდეთ, ეს არის მათი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება ამ სიტუაციაში იქნება ის რომ ამ პროცესში არ ჩავერთვათ, ანუ არ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს.

ეხლა მესამე საკითხი, ჩემი სკეპტიკურობის ეკლესიისადმი, აი დამიჯერე ამას შენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა, ნორმალურ ქვეყანაში, როგორც ჩემთვის შენ რწმენას. იცი რატომ? მე ეკლესია არ შემეხებოდა, შენ კი ათეიზმი. ორივე დაცულები ვიქნებოდთ და დარეგულირებული იქნებოდა სიტუაცია და მხოლოდ აქ ფორუმზე შეიძლება რაღაც რელიგიურ საკიტხებზე გვეკამათა. ეს იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ, ამაზე უკეთესი რა გინდა, ერთმანეთს არაფერს არ ვაძალებთ, ერთმანეთს არ ვეხებიტ დისტანცია გვაქვს და ჩვენთვის ნორამლრუად ვცოვრობთ.

რაც შეეხება "ლიბერასტებს" ანუ მე მგონია ე.წ ელიტარულ ნაციონალებზეა საუბარი, დააკონკრეტე ვინ შედის ამ ლიბერასგტებში და ნახავ რომ ნაციონალები და მIშას მხარდამჭერნი შედიან. ავტომატურად, საკითხი ნათელია რა, არ მომწონს ხელისუფლება და მისი კამანდაც და შესაბამისად არ ვუჭერ მხარს მათ.

და ბოლოს უნდა აღიარო ის რომ რელიგიური საკითხი არ არის დარეგულირებული და საჭიროებს იმდენად დარეგულირებას, რომ ყველა რელიგიური ჯგუფის ან საერთოდ არარელიგიური ჯგუფების ინტერესი ეთნაირიად უნდა იყოს გათვალისწინებული და დაცული. ეს არ მოხდება, პრინციპულად არ მოხდება, ამ მთავრობის პირობებში და თუ კიდე რუსეთუმე ხელისუფლება მოვიდა, არც იმ ხელისუფლების პირობებში. ანუ პრინციპი და პოლიტიკა არის ისეთი, რომ რომელიღაც ჯგუფი უნდა იყოს ძალიან უკმაყოფილო და დაჩაგრულად უნდა იგრძნოს თავი. დაბალანსება და პრობლემის მოგვარება ხელისუფლებას არ ჭშირდება, რომ მოაგვაროს ეს საკიტხი, დაკარგავს მანიპულაციის ერთ-ერთ საშავალებას.

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

გასაგებია შენ რასაც წერ, მაგრამ ამ კონკრეტულ შEმთხვევაში ადამიანი აგინებს ღვთისმშობელს და მაცხოვარს,

ეხლა რა მოტივით აკეთებს ამას, იმიტომ რომ ვთქვათ ყურადღება გადაიტანოს სხვა რამეზე და ჩემნაირ მორწმუნე ადამიანს დაავიწყოს ის რაც ნამდვილად პრობლემატურია????

ჩემთვის რაღა უნდა იყოს იმაზე მეტი პრობლემატური რასაც ეს კაცი ამბობს,

მაგის უკან ხომ დგანან ტიპები, ვინც ასეთ რამეს აბედინებენ და ეგ ტიპები მართავენ საქართველოს,

ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა თუკი დაიწყება, ჩემი უპირველესი მოტივი იქნება სწორად რელიგიური მოტივი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შენი მოტივი და ჩემი მოტივი რა იქნება ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს..

ძალიან სწორედ დაიჭირეს ნაცებმა არსებული სიტუაცია. უკვე ძალიან დიდი ხანი მიდიოდა, ყოფით დონეზე რელიგიურ უმცირესობების დისკრედიტაცია, დევნა და მარგინალიზაცია. ამ უმცირესობებს, აქვთ თავის პრეტენზიები და თან სერიოზული მართლმადიდებლების მიმსამართით. ცუდი ის არის რომ ამის საჯარო განხილვები არ ხდებოდა. ერთი სიტყვით, იცოდნენ რა რომ ეს მუხტი ანუ მართლმადიდებლების გამო გამწარებულ ხალხის მუხტი არსებობდა საზოგადოებაში, გამოიყენეს ეს მუხტი. ეს ხალხი ელოდებოდა, ვინმეს ვინც მართლმადიდებლების მიერ ხშირ შემთხვევაში უსამართლო საქციელს საჯაროდ დაუპირისპირდებოდა. ყოფით დონეზე რამოდენიმეჯერ მეც შემეხო, მართლმადიდებელბის უსამართლო საქციელი, განსაკუტრებით ლექტორის მხრივ, ნიშანს რომ არ მიწერდა ათეისტობის გამო :)) . ამ დროს ნაციონალების ერთი ფრთა თავისუფლების ინსტიტუტის სახით, საჯაროდ დაუპირისპირდა მართლმადიდებლობას. ეს დაპირისპირება ბევრისთვის იყო ის საშვალება რომ თავის წყენაზე პასუხი გაეცათ, თან საჯაროდ. ანუ თქმა იმისა, რომ თქვენ ვეღარ შეძლებთ ესე ბეზპრეძელნიკულ დაჩაგვრავს, ვეღარ აახევთ უბრძოლველათ კათოლიკებს ეკლესიებს, ვეღარ შეაგინებთ ისე რომ პასუხს არ მიიღებთ და ა.შ ანუ იმ დაჩაგრულმა რელიგიურმა უმცირესობებმა, რომელიც იყო აქამდე, ხმა ამოიღო მხოლოდ მას შემდეგ რაც ამეებმა საჯაროდ ამოიღეს ხმა. ჩემი აზრით ხმა ნამდილად იყო ამოსაღები, მაგრამ უნდა ამოეღოთ გაცილებით კარგ ტიპებს ხმა, ვიდრე ნაციონალებს. მაგრამ აქ მოხდა ერთი რამე, მაგეებმა ამოიღეს ხმა ისე, რომ გამოიწვიეს მართლმადიდებლები. ეხლა მართლმადიდებლები უნდა გაეკონტროლებინად, და ამისთვის მმკ კარგი ხანი იყო შექმნილი, მმკ-ს წინამძღლობით მართლმადიდებლებმა ხმა ამოიღეს, როგორ გვიბედავთ ამასო. რა თქმა უნდა ბუნებრივი წინაპირობა დაპირისპირებისა არსებობდა და ეს წინაპირობა ყოფით დონეზე პირველ რიგში თქვენი მართლმადიდებლების დამსახურბეა, როდესაც ლანძღავდით ყველა არამართლმადიდებლურ მიმდიანრეობებს და ხშირად ცემდით კიდევადაც ან ძალიან ცუდ გარემო-პირობებს უქმნიდით, მაგრამ მტავარი აქ სხვა რამე იყო, ეს მოძრაობა ორივე მხრიდან კარგ ტიპებს რომ დაეწყო ეს კონფლიქტი არ მოხდებოდა და კონსენსუსამდე მივდიოდით.

ეხლა მთავარი რა არის, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ პირობებში. ესენი ერთმანეთს აგინებენ და მაგათ გამო მერე ჩვეულებრივი ხალხი ჩხუბობს. როგორც ესენი ლანძღავენ მართლმადიდებლობას, ისე მმკ ლანძღავს არამართლმადიდებლებს. ჩვენ რომლებიც არ ვართ არც მათი წევრნი, უნდა შევთანხმდეთ, რომ მათ გინებებზე ჩვენ ერთმანეთს არ ვეჩხუბებით და მეტიც, ჩვენ არ ავყვებით მათ პროვოკაციებს. თუ ერთმა მხარემ მაინც გაითვალისწინა ეს, ეს ნიშნავს იმას რომ ეს დაპირისპირება დამთავრდება, რადგან არ იმუშავებს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მე ვთვლი რომ ნაცმოძრაობას ნამდვილად სურს ეკლესიის დისკრედიტაცია სხვადასხვა მოტივით,

არის თუ არა მმკა შსს მიერ კონტროლირებადი, ამის შესახებ ინფორმაცია მივიღე შენგან ამ ფორუმზე, ეს არაა საკმარისი რომ დავრწმუნდე იმაში რომ მმკა შსს მიერ კონტროლდება, არ ვიცი, შესაძლოა მართლაც ეგრე იყოს,

მათი მოქმედება საკმაოდ უცნაურია და გაუგებარი ჩემთვის, მაგრამ შესაძლოა ეს მათი ინტელექტუალური პრობლემა უფრო იყოს

ვიდრე გააზრებული, მე ხელმძღვანელობას ვგულისხმობ და არა რიგით შემსრულებელს,

ის რომ მდგომარეობა ნამდვილად არაჯანსაღია გეთანხმები,

თუმცა იმის თქმა შემიძლია რომ ეკლესიური ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დაპირისპირებაში არ მონაწილეობს,

არც კი იციან რა ორგანიზაციაა მმკა, ან საკმაოდ ზერელე წარმოდგენა აქვთ მათზე,

ჩვენ ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ ისაა რომ შევინარჩუნოთ კორექტულობა, იმისდა მიუხედავად მისაღებია თუ არა ჩვენი შეხედულებები,

მართლმადიდებლური ეკლესიის უფლება მოსილება უნდა განისაზღვროს კონსტიტუციური შეთანხმებით და ყველა ადამიანის სინდისის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ბოლო ფრაზას ვგულისხმობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მე ვთვლი რომ ნაცმოძრაობას ნამდვილად სურს ეკლესიის დისკრედიტაცია სხვადასხვა მოტივით,

არა და ზუსტად ვიცი რომ მსგავსი არაფერი არ არის დაგეგმილი. ეკლესიას რომ ის აკონტროლებს და თუ თქვენ პატრიარქს დააკვირდებით, ყველა ამ პოზიციის დროს, სიმშვიდეს რომ მოგიწოდებთ და არავინ უსმენთ. სიმშვიდეს იმიტომ ქადაგებს, რომ გეუბნებათ არ აჰყვეთ, მშვიდათ იყავითო. :)) თქვენ კი სხვანაირად იქცევით. რეალურად ზუსტად ვიცი, რომ მისი დიშვილი კარგა გვარიანად არის გამოჭერილი, ორთაჭალის კოლონიაში თუ ვინმე იჯდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, ან ნათესავი, ან მეზობელი ან უბნელი, შეეკითხე რა მოხდა კოლონიაში, ილიას დიშვილთან დაკავშირებით..

ეკლესიის საკმაოდ დიდ ნაწილს შსს აკონტროლებს.

პრინციპში მეორე მხრივ, იმიჯის შექმნა უნდათ დასავლეთში და ეკლესიას როცა უნდა მაშინ გამოიყენებენ. აი ის რომ ესენი არიან პროგრესულები და ეკლესია და ხალხია ბნელი, მსგასი იმიჯის დამყარება სურთ..

ჩვენ ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ ისაა რომ შევინარჩუნოთ კორექტულობა, იმისდა მიუხედავად მისაღებია თუ არა ჩვენი შეხედულებები,

მართლმადიდებლური ეკლესიის უფლება მოსილება უნდა განისაზღვროს კონსტიტუციური შეთანხმებით და ყველა ადამიანის სინდისის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ბოლო ფრაზას ვგულისხმობ

რაც შეეხება კორექტულობას, მახსოვს ეს ხემოწერთა კამპანია რომ იყო, მეც მინდოდა მომეწარა ხელი, მაგრამ მერე გადავიფიქრე და არ მოვაწერე. ვერ იქნება ადამიანი კორექტული, თუ კი მის უფლებებს ზღუდავთ. მე პირადად რომ არ გამეგო ბევრი რამე, ამ პროცეებშI ჩემი ემოციების გამო, ჩართული ვიქნებოდი. ეხლა რომ ვიცი რაშიც არის საქმე, გამოდის, არ ჩავერთვები პრინციპულად ამ საკიტხს. ეს ხომ რეალურად ფუნდამენტალისტების და ლიბერალების დაპირისპირება არ არის, ეს არის პროვოკაცია.

სხვა შემტხვევაში, რომ ვიოდე რომ დამოუკიდებელი პროცესი ყოფილიყო, მე ფუნდამენტალისტებს, ამ შემთვევაში მმკ-ს დავუიპირსიპირდებოდი საჯაროდ და აქტიურად.

მაგრამ ეხლა ჩემი დაპირისპირება გამოიხატება იმაში რომ სულ ცალ ფეხზე მკიდია ესენი, ვაიგნორებ და ამით ისინი ზარალდებიან რადგან ერთით ნაკლები კაცი ააგდეს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

არა და ზუსტად ვიცი რომ მსგავსი არაფერი არ არის დაგეგმილი. ეკლესიას რომ ის აკონტროლებს და თუ თქვენ პატრიარქს დააკვირდებით, ყველა ამ პოზიციის დროს, სიმშვიდეს რომ მოგიწოდებთ და არავინ უსმენთ. სიმშვიდეს იმიტომ ქადაგებს, რომ გეუბნებათ არ აჰყვეთ, მშვიდათ იყავითო. თქვენ კი სხვანაირად იქცევით. რეალურად ზუსტად ვიცი, რომ მისი დიშვილი კარგა გვარიანად არის გამოჭერილი, ორთაჭალის კოლონიაში თუ ვინმე იჯდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, ან ნათესავი, ან მეზობელი ან უბნელი, შეეკითხე რა მოხდა კოლონიაში, ილიას დიშვილთან დაკავშირებით..

ეკლესიის საკმაოდ დიდ ნაწილს შსს აკონტროლებს.

პრინციპში მეორე მხრივ, იმიჯის შექმნა უნდათ დასავლეთში და ეკლესიას როცა უნდა მაშინ გამოიყენებენ. აი ის რომ ესენი არიან პროგრესულები და ეკლესია და ხალხია ბნელი, მსგასი იმიჯის დამყარება სურთ..

ეკლესიის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში გაუმართლებელია, ეს სცადა გრეჩიხამ და რამდენიმე უტვინო ფსევდო პოლიტიკოსმა,

ეკლესიამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შEუძლია მოუწოდოს თავის მრევლს ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, თუკი ხელისუფლება პირდაპირ ბრძოლას უცხადებს ეკლესიას, ის რაც იყო ბოლშEვიკების მმართველობისას,

სხვა შემთხვევაში ეკლესია ყოველთვის მშვიდობისკენ მოუწოდებს მრევლს, რაც იმას არ ნიშნავს რომ მათ, თუკი სურვილი ექნებათ მონაწილეობა არ მიიღონ საპროტესტო გამოსვლებში,

პოლიტიკური არჩევანი არის ადამიანის დამოუკიდებელი არჩევანი და ეკლესია არ ერევა ასეთ საკითხში, თუმცა შესაძლოა ცალკეულ სასულიერო პირებს ჰქონდეთ თავისი პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ პოლიტ. შეხედულებების მრევლისთვის თავს მოხვევა აკრძალული აქვთ,

პატრიარქის დისშვილზე ვერაფერს ვიტყვი, არაფერი მსმენია ასე რომ კომენტარას ვერ გავაკეთებ

ეს ხომ რეალურად ფუნდამენტალისტების და ლიბერალების დაპირისპირება არ არის, ეს არის პროვოკაცია.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საკამაოდ გულგრილად შეხვდა ამ დაპირისპირებას, მორწმუნეებმაც კი არ იცოდნენ ვის რა უნდოდა,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეკლესიის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში გაუმართლებელია, ეს სცადა გრეჩიხამ და რამდენიმე უტვინო ფსევდო პოლიტიკოსმა,

ეკლესიამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შEუძლია მოუწოდოს თავის მრევლს ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, თუკი ხელისუფლება პირდაპირ ბრძოლას უცხადებს ეკლესიას, ის რაც იყო ბოლშEვიკების მმართველობისას,

სხვა შემთხვევაში ეკლესია ყოველთვის მშვიდობისკენ მოუწოდებს მრევლს, რაც იმას არ ნიშნავს რომ მათ, თუკი სურვილი ექნებათ მონაწილეობა არ მიიღონ საპროტესტო გამოსვლებში,

პოლიტიკური არჩევანი არის ადამიანის დამოუკიდებელი არჩევანი და ეკლესია არ ერევა ასეთ საკითხში, თუმცა შესაძლოა ცალკეულ სასულიერო პირებს ჰქონდეთ თავისი პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ პოლიტ. შეხედულებების მრევლისთვის თავს მოხვევა აკრძალული აქვთ,

ვერ გავიგე ეგ რა შუაშია ამ კონკრეტულ შემთხვევაში? (პ.ს ვიდეოების ჩვენება თუ იუთუბზე გდია შემიძლია, როგორ ადიდებენ სასულიერო პირები ბოლშევიკებს)

აქ არის ძალიან მარტივი რამე, ეკლესია იყო თავისუფალი შევარდნაძის დროს, მაგრამ ეხლა ამ წამს, როცა აგერ ჩემი მეზობელია არც სასულიერო სემინარია აქვს დამთავრებული, არც არაფერი, ეგრევე მღვდელი გახდა და გაუშვეს გურიაში და ტიპი არის ნაციონალი. დღეს შსს-მ საკმაოდ ღრმად შეაღწია ეკლესიაში, თავის ხალხით, ძალაუფლებით და ა.შ

მე რომ მართლმადიდებელი ვიყო, ვიბრძოლებდი ეკლესიაში არსებულ სისტემის გამო და იმას შევეცდებოდი, რომ დამოუკიდებლად მექცია, მაგრამ რადგან არ ვარ მართლმადიდებელი, საერთოდ არ მაღელვებს ეკლესიის ბედი.

შენ კარგად დააკვირდი რამხელა ქონება გადასცეს მიშას დროს ეკლესიას და კიდე გამოძიებას თუ ჩაატარებ, ისიც გამოიძიე, რა ხდება ამ ქონებასთან დაკავშირებით და რა ფული თეთრდება. რატომ აქვთ ზოგიერთ მღვდლებს ოფიციალური ხელფასი სახელმწიფოსგან (ყველას არ ვცგულისხმობ, აი იმეებზე მაქვს საუბარი, ვინც ცხოვრება აიწყო მღვდლობით) და რატომ ირებენ ესე ხშირად საჩუქრებს სახელმწიფოსგან.

მე დარწმუნებული ვარ, ამას რომ მე ვამბობ ათეისტი, გაცილებით სხვანაირად იღებ, ვიდრე ეს რომ ეთქვა მართლმადიდებელს და მითუმეტეს მღვდელს. არა და ვიცნობ ბერს რომელიც ჩემ სიტყვებს დაგიდასტურებდა.. ისე ბერების ფენა სუფთა არის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ბოლშევიკების განდიდებაზე რომ საუბრობ რომელ პერიოდს გულისხმობ?

18 იან წლებში ბოლშევიკებმა ხელოვნურად შექმნეს ეკლესიის შიგნით მოძრაობა "ობნოვლენცები" რომელთა მიზანი იყო ეკლესიის შიგნიდან დანგრევა,

სურდათ ღვთისმსახურების შეცვლა და პროტესტანტული ტიპის ეკლესიად გადაქცევა, "ობონოვლენცები" დამარცხდნენ

და მათ ვერ შეძლეს თავიანთი პატრიარქის დასმა, ვერც ცვლილებების შEტანა ეკლესიაში,

ისინი ნადმვილად ადიდებდნენ ბოლშევიკებს, თუკი მათ გულისხმობ ჩათვალე რომ "ობნოვლენცები" მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებად არ ითვლებოდნენ და დაპირისპრიებულები იყვნენ მართლმადიდებლებთან,

სასულიერო პირის მიშისტ-ნაციონალობას რაც შეეხება, მღვდელი არის საქ. მოქალაქე და მას შEუძლია ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ თუკი ის ეწევა რომელიმე პარტიის მხარდასაჭერ პროპგანდას ეს საფუძველია იმისთვის რომ მისი საქმე განიხილოს სინოდმა,

რა ქონება გადასცეს ეკლესიას? მიწები რომელსაც ვერ გაყიდიან თუ შენობები, რომლებიც ნახევარზე მეტი დანგრეულია, ან რა ბიზნეს ინტერესები ან თუნდაც რა სახის ინტერესები შEიძლება ჰქონდეს შ.ს.ს ეკლესიაში?

სანთლის წილში არიან?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუკრიკო, მე მაპატიე მაგრამ გრანდიოზულ სისულელეებს სწერ :)

ეხლა შეიძლებოდა ეკლესიის როლზე, გავლენაზე, შესაძლებლობებზე ლაპარაკიც, რის გამოც ხელისუფლება შიგა და შიგ ცდილობს ყველა ეს მხარე გამოიყენოს ქვეყნის საკეთილდღეოდ, სანამ მეორე ფრთა თავისი მაზგაიობობით ისევ დაპირისპირებისკენ არ წაიყვანს საქმეს... მაგრამ არ ღირს.

შენ არ ხარ ის ადამიანი, რომელიც დისკუსიაში აზრს შეიცვლის.

შესაბამისად კამათს აზრი არ აქვს.

რაოდენ ლოგიკურიც არ უნდა იყოს მოყვანილი არგუმენტაცია, შენ მაინც ყველაზე ბნელი და აგრესიული რელიგიის - ათეიზმის, წარმომადგენელი ხარ, შესაბამისად შენი სიძულვილი განსხვავებულების მიმართ, ინკვიზიციის სიძულვილსაც კი აღემატება :yes:

ასე რომ, ჯერ გადაგიაროს ემოციებმა და მერე ვილაპარაკოთ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9E%D0%B1%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%BB%D0%B5%D0%BD%D1%86%D1%8B

გაეცანით ინფორმაციას ობნოვლენცების შEსახებ, ეს იყო ბოლშევიკების მიერ შექმნილი ანტიმართლმადიდებლური მოძრაობა ეკლესიის შიგნით, რომელმაც დამარცხება განიცადა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა მიშისტები, მათ შორის ანტიეკლესიურად განწყობილი მიშისტები დადებითად აფასებენ ილია მე-2 საპროტესტო წერილს კირილეს მიმართ,

საღოლ ილოოოო :givi:

რა უნდა ელაპარაკო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ბოლშევიკების განდიდებაზე რომ საუბრობ რომელ პერიოდს გულისხმობ?

18 იან წლებში ბოლშევიკებმა ხელოვნურად შექმნეს ეკლესიის შიგნით მოძრაობა "ობნოვლენცები" რომელთა მიზანი იყო ეკლესიის შიგნიდან დანგრევა,

სურდათ ღვთისმსახურების შეცვლა და პროტესტანტული ტიპის ეკლესიად გადაქცევა, "ობონოვლენცები" დამარცხდნენ

და მათ ვერ შეძლეს თავიანთი პატრიარქის დასმა, ვერც ცვლილებების შEტანა ეკლესიაში,

ისინი ნადმვილად ადიდებდნენ ბოლშევიკებს, თუკი მათ გულისხმობ ჩათვალე რომ "ობნოვლენცები" მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებად არ ითვლებოდნენ და დაპირისპრიებულები იყვნენ მართლმადიდებლებთან,

სასულიერო პირის მიშისტ-ნაციონალობას რაც შეეხება, მღვდელი არის საქ. მოქალაქე და მას შEუძლია ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ თუკი ის ეწევა რომელიმე პარტიის მხარდასაჭერ პროპგანდას ეს საფუძველია იმისთვის რომ მისი საქმე განიხილოს სინოდმა,

ჯერ ესერთი ამაზე არ მქონდა საუბარი, მქონდა კონკრეტულად პატრიარქებზე საუბარი, რომლების საჯარო გამოსვლებში, სტალინს ადიდებდნენ.. და მეტიც არანაირი დაპირისპირება ოფიციალურ დონეზე არ არსებობდა სახელმწიფოსა და ეკლეისიის შორის..

dire

მე შენთან სასაუბრო არაფერი არ მაქვს, მარტივი მიზეზის გამო, სისულელებზე კომენტარის გაკეთება და მეტიც დიალოგში შესვლა ორჯერ მეტი სისულელე იქნება ჩემი მხრიდან, შენ კი სისულელების მეტს არაფერს წერ ;)

დიახაც სტალინის მიმართ რუსეთის პატრიარქი გამოხატავდა თAვის კეთილგანწყობილებას და იყო ამის მიზეზები,

ნამდვილად იყო, თუმცა ეს სხვა თემაა, სამწუხაროდ ნამდვილად არ მაქვს იმის დრო რომ ცალკე თემა გავხსნა რელიგიის განყობილებაში იმ დევნის შEსახებ რასაც განიცდიდნენ მართლმადიდებლური ეკლესიები 1917 წლიდან 1941 წლამდე და ხრუსჩოვის პერიოდში

ბიჭოს ეს რა შუაშია, შენ თქვი, რომ ეკლესია უპირისპირდება ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ანტიეკლესიურიაო. მე კი მოგიყვანე მაგალითი, რომ არ უპირისპირდებოდა მეთქი, საბჭოთა დროს.

რაოდენ ლოგიკურიც არ უნდა იყოს მოყვანილი არგუმენტაცია, შენ მაინც ყველაზე ბნელი და აგრესიული რელიგიის - ათეიზმის

ეხლა საჯაროობისთვის ეს მაგალითი ყველაზე ნათელია. აი ნახე, ხო გვიწოდა ბნელები და მეტიც აგრესულები, ჩვენი რეაქცია რა უნდა იყოს შენი აზრით Siknadmo?

ამ შემთხვევაში არის რამოდენიმე გზა, მათ შორის ყველაზე გავრცელებული არის პირიქით, მისი სარწმუნოების დადანაშაულება სიბნელეში და აგრესიულობაში (აგრესიულობის ფაქტებიც საკმაოდ არსებობს დღევანდელ რეალობაში). მერე შენ რომელიც არ იყავი ჩართული ამ კამათში რას გააკეთებ? დიდი ალბათობით, იტყვი რომ "ჩვენ მართლმადიდებლები კი არ ვართ ბნელები და აგრესიულები, ეს თქვენ ხართ ბნელები და აგრესიულები", ამას კვლავ პასუხი ექნება აქეთა მხრიდან. ეხლა ნახე, რა მარტივი ასაგდები იქნება სიტუაცია.

რა უნდა ქნას ჭკვიანმა ადამიანმა ამის შემდეგ? უბრალოდ იგნორი რომ მისცეს, შემდეგ პროცესები უბრალოდ არ განვითარდება, ერთმა ვიღაცამ რაღაც სისულელე დაწერა და ეხლა რა ვუყო, ყველა სულელურ აზრს და გამონათქვამს ყუარდღება თუ მივაქციე, კარგად ყოფილა ჩემი საქმე :)) და ამ შემთხვევაში, კონფლიქტი თავიდან აცილებულია. აღარ ნეიტრალურ ადამიანს მოუწევს, ამ პროცესებში ჩართვა..

პ.ს კაი ათეიზმის განმარტება არ იცის და ნუ იცის, რელიგიის განმარტება მაინც მიეცით იმ ადამიანს, თქვენიანი არ არის :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...