planetanews Posted September 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/SPORT/Pix/pictures/2010/9/1/1283342891051/Fernando-Torres-006.jpg მას შემდეგ, რაც “სიტის” თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ვერ შეძლო გადმოებირებინა “არსენალის” პლეიმეიკერი სესკ ფაბრეგასი, ის იმედს არ კარგავს და აგრძელებს ბრძოლას ტორესისთვის. “მანჩესტერ სიტის” პრეზიდენტი მზადაა გამოყოს 120 მილიონ ევროზე მეტი ლივერპულის ესპანელი თავდამსხმელის, ტორესისა და ბრაზილიელი ფორვარდის ალესანდრო პატოს სანაცვლოდ – იუწყება ბრიტანული პრესა. Daily Star-ის ცნობით ჯო კოულის ლივერპულში მოსვლამ და როი ჰოჯსონის დაპირებებმა ტორესზე დადებითად იმოქმედა, რის შედეგადაც მან გადაწყვიტა დარჩენელიყო “ლივერპულში,” მაგრამ ამავე დროს ტორესზე უარყოფითად მოქმედებს სხვა ფაქტორებიც: მსოფლიოში საუკეთესო ჩამშლელის მასკერანოს გუდიდან წასვლისა და პრემიერ ლიგაში ასეთი სუსტი სტარტის შემდეგ “ელ ნინიო” შეიძლება იძულებული გახდეს დატოვოს “მერსისაიდელები”. 26 წლის თავდამსხმელის გადაბარგება “ქალაქელებში” სრულიად შესაძლებელი იქნება თუ გუნდი იანვრამდე ვერ შევა 4-ეულში, რომელიც აძლევთ მათ ლიგაზე მონაწილეობის უფლებას. სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ მანჩინი სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს და ის მზადაა დაამყაროს კლუბის ტრანსფერული რეკორდი და გადაიხადოს 80 მილიონი ევრო ესპანელი ბომბარდირის სანაცვლოდ. იფორმაციის წყარო: eurosport.ru View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts