Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კავკასიური ომები და წყნარი ოკეანე


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/nationaleinterests.jpg

 

თომას დე ვაალი

 

ინდოეთი, ნაურუ, ტუვალუ. რა აქვს საერთო ამ სამ ქვეყანას? ბოლო ორი, წყნარ ოკეანეში მდებარე პაწაწინა კუნძულები და მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფოებია. ჩემი გათვლით ინდოეთის მოსახლეობა  44,000-ჯერ სჭარბობს ორივე კუნძულის მოსახლეობას ერთად აღებულს.

 

მაგრამ გაეროს გენერალურ ასამბლეაში ყველა, გარდა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისა, თანასწორია და ყველას  ხმა ხმაა.  ამიტომაცაა, რომ რუსულ-ქართულმა ომმა წყნარ ოკეანაში ახალი თბილი ფრონტი გახსნა.

 

უცნაურია, მაგრამ ნაურუზე საკმაოდ ცოტა რამ ვიცი – მოსახლეობა 14,000, ფართობი – 8 კვადრატული მილი (ანუ კოლუმბიის ოლქის ერთი მერვედი). არადა, სახელმწიფოს პირველი მეთაური, რომლისგანაც ინტერვიუ ავიღე, მისი პრეზიდენტი იყო -  ის ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში, მე კი BBC-ის ძალიან ახალგაზრდა რეპორტიორი. ასე რომ კარგი წყვილი გამოვდიოდით.  1992 წელი იდგა, მე იმ სადავო პლუტონიუმზე, რომელიც იაპონიას ზღვით მიჰქონდა სახლში, რეპორტაჟს ვამზადებდი.  ნაურუ იაპონიის განრისხების რისკზე მიდიოდა, როცა აცხადებდა, რომ არ დაუშვებს ამ გემებს თავის ტერიტორიულ წ####ბში. ნახევარ მსოფლიოს შემოვურეკე იმის გასაგებად, რომ პრეზიდენტი ბერნარდ დოვიიგო მართლაც ლონდონში, კენინგსტონში იყო იმ კვირას და სიამოვნებით მომცემდა ინტერვიუს.

 

ნაურუ  აღარც ამოტივტივებულა ჩემს ცნობიერებაში 2009 წლამდე, როდესაც ის მოულოდნელად და ყველასთვის სახალისოდ იმ მეოთხე ქვეყნად იქცა, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რაღა თქმა უნდა, საქმე ფულში იყო. მაშინ, 1992 წელს ვერ ვაცნობიერებდი, რომ ღარიბი, გაბედული ნაურუ ამავე დროს რეალურად გაკოტრებული სახელმწიფოს წარმოადგენდა. მას წარსულში  ფოსფატის გასაოცრად დიდი მარაგი ჰქონდა და ეს მარაგი საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა ჩიტების ნაკელით. ფოსფატის მარაგებს ბრიტანული,  გერმანული და ავსტრიული კომპანიები მოიპოვებდნენ, რაც ნაურუს 1960-იან წლებში ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე დიდ შემოსავალს აძლევდა, მაგრამ მერე ფოსფატის მარაგმა გამოლევა იწყო, ლანდშაფტი განადგურდა, ხოლო შემოსავალი გაიფლანგა. 1990-იანი წლებიდან ეს პატარა სახელმწიფო ოფშორულ საბანკო სისტემებში გაეხვა. მას ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ფულის გათეთრების ნავთსაყუდელად იქცა და რამდენიმე წლის მანძილზე იმ ავღანელი ლტოლვილებსაც უზრუნველყოფდა თავშესაფრით, რომელთა შენახვა თავისთან ავსტრალიას  ისე არ უნდოდა, რომ მზად იყო ამის გამო საფასურიც გადაეხადა.

 

ყველა ეს სარისკო წამოწყება ჩაცხრა და მთავრობამ უფრო საიმედო შემოსავლის სქემა არ შეიმუშავა: მან გაეროს წევრობა ნაღდ ფულად აქცია. იმიტომაა, რომ ნაურუ ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ერთდროულად აღიარა კოსვოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ისე, რომ სულ არ შეშფოთებულა   პოსტ-ცივი ომის ევროპის საზღვრებზე.  მან ისიც მოახერხა, რომ სცნო, მერე უარყო და შემდეგ ისევ აღიარა ტაივანის მთავრობა, რამაც ორჯერ გამოიღო შედეგად პეკინთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. მე შემიძლია მხოლოდ გამოვიცნო, თუ როგორ მოაქვს ამ მოხერხებულ ილეთებს ნაურუსთვის ფული, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღაირების შემდეგ, კუნძულის პორტების განსაახლებლად რუსეთმა ნაურუს 9 მილიონი დოლარი აჩუქა.

 

ვაშინგტონი იმავე თამაშს თამაშობს. ნაურუ მუდმივად წინააღმდეგია გაეროს რეზოლუციისა „პალესტინის საკითხის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“, რომელიც დრო და დრო დგება დღის წესრიგში. არადა, ამ რეზოლუციაზე კენჭის ყრისას შეერთებული შტატები მარტოსულად დარჩენის ტენდენციას ამჟღავნებს. 2009 წელს 164 ქვეყანამ რეზოლუციის უახლეს ვერსიას დაუჭირა მხარი; იმ შვიდი ქვეყნიდან, რომელმაც აშშ-სთან, ისრაელთან და ავსტრალიასთან ერთად უარი უთხრა რეზოლუციას, ოთხი წყნარი ოკეანის მიკროსახელმწიფო იყო და ნაურუც მათ შორის.

 

ახლა კი საქართველომ აღმოაჩინა, როგორ იძიოს შური ნაურუს უახლოესი მეზობლის, წყნარი ოკეანის სახელმწიფოს ტუვალუს მეშვეობით. 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მთავრობა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ტუვალუს მუდმივ წარმომადგენლობას ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს“. მოგვიანებით დადასტურდა,რომ საქართველომ ტუვალუში სამედიცინო ტვირთის ტრანსპორტირებისათვის $12,000 გადაიხადა, ანუ დაახლოებით 1 დოლარი კუნძულის თითოეულ მოსახლეზე.

 

და ესეც თქვენ, ტუვალუ ერთ-ერთია იმ 50 ქვეყნიდან (სხვათა შორის, მარშალის კუნძულებთან და მიკრონეზიასთან ერთად), რომელმაც ხმა მისცა საქართველოს ინიციატივას. ამ ინიციატივის თანახმად  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დაადასტურა  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ლტოლვილების დაბრუნების უფლება. ბუნებრივია ნაურუ (და სოლომონის კუნძულები) იმ 17 სახელმწიფოს შორის იყო, რომლებმაც ამ ინიციატიატივას ხმა არ მისცა.

 

საბედნიეროდ, არ არის ნიშანწყალი იმისა, რომ ახალი კავკასიური ომი ეკვატორის გასწვრივ იფეთქებს. წყნარი ოკეანის გეოგრაფია ისეთია, რომ მიუხედავად ნაურუსა და ტუვალის ფორმალური მეზობლობისა, რეალურად ისინი ერთმანეთისგან რვაასი მილის მოშორებით მდებარეობენ  და გარდა ამისა ოსებს საბრძოლო ხომალდები არ აქვთ.  საქართველოცა და რუსეთიც ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ნაურუსა და ტუვალუს რევერანსებს უკეთებენ – ამ ქვეყნების მოსახლეობა ხომ აშშ-ს რომელიმე გარეუბნისას უდრის. ჰოდა, ამან შეიძლება როგორც ჩრდილო, ასევე სამხრეთ კავკასიის პატარა ტერიტორიებს, ისეთებს როგორიცაა სამხრეთ ოსეთი, ჩრდილო, ოსეთი, ინგუშეთი და სხვა  ასეთი კითხვა გაუჩინოს „თუ ისინი გაეროს წევრები არიან, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც ვიყოთ?“

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...