Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - 280 მილიონი დოლარი საქართველოსათვის


Recommended Posts

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 100 მილიონი აშშ დოლარი სესხი გამოუყო. თანხა, რომლის დაბრუნებაც საქართველომ 15 წლის შემდეგ უნდა დაიწყოს, სოციალური მომსახურების და მისი ხარისხის გაუმჯობესებისთვის არის განკუთვნილი.

 

აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ სესხი 2010 წლის 21 სექტემბერს დაამტკიცა. სესხის გამოყოფის მიზეზად, ბანკის ოფიციალურ საიტზე გლობალური ეკონომიკური გამოწვევები და 2008 წლის აგვისტოს ომია დასახელებული.

 

დღემდე აზიის განვითარების ბანკს არაერთი სესხი აქვს გამოყოფილი საქართველოსთვის. მათ შორის: 70 მილიონი აშშ დოლარი აგვისტოს ომის შემდეგ, 80 მილიონი აშშ დოლარი 2009 წელს ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქების მიზნით და 2009 წლის ზაფხულში 30 მილიონი აშშ დოლარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. საერთო ჯამში ორი წლის მანძილზე საქართველომ აზიის განვითარების ბანკისგან 280 მილიონი აშშ დოლარი ისესხა.

 

აზიის განვითარების ბანკის ოფიციალურ საიტზე ახალ სესხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ ბანკი საქართველოს მთავრობას დაეხმარება სოციალური მომსახურების ხარჯების უზრუნველსაყოფად, რეფორმების მხარდაჭერის და სოციალური დაცვის პროგრამების გასაუმჯობესებლად.

 

”პროგრამა ხელს შეუწყობს სოციალური სექტორის სტაბილურ და ყოვლისმომცველ დაფინანსებას,რომლის მიზანია უფრო ქმედითი და ეფექტური გახდეს გენდერული საკითხები და სოციალური მომსახურება”,-ამბობს აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის უფროსმა ეკონომისტმა, ანა შარლოტ შუ ზიბელმა.

 

სესხის ვადაა 15 წელი, სამწლიანი საშეღავათო პერიოდით. თანხებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განკარგავს, თუმცა ამ სამინისტროსთან ერთად პროექტებს ასევე განახორციელებენ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...