Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - საქართველო, პაკისტანი, ვიეტნამი,ბანგლადეში -პრიორიტეტული ქვეყნები


Recommended Posts

მემორანდუმს აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში ბავშვებისთვის სამართლიანი განვითარების შესაძლებლობაზე ხელი მოწერეს აზიის განვითარების ბანკმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა . მემორანდუმი ითვალისწინებს სიღარიბის დაძლევას და უთანასწორობასთან ბრძოლას.პრიორიტეტულ ქვეყნებს შორის არის საქართველოც, სადაც ასევე განხორციელდება სიღარიბის დაძლევის და ბავშთა თანასწორობის პროგრამა. მას ორი ორგანიზაცია გაუძღვება.

 

საქართველოს გარდა, პრიორიტეტულ ქვეყანათა რიცხვში არიან: სომხეთი, ბანგლადეში, კამბოჯა, ინდონეზია, მონღოლეთი, ნეპალი, პაკისტანი, პაპუა, ახალი გვინეა, პილიპინები, უზბეკეთი და ვიეტნამი.

 

მემორანდუმს ხელი გუშინ, 23 სექტემბერს, ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოეწერა. ათასწლეულის პროგრამის მიზანია 2015 წლამდე მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა.

 

”ამ შეთანხმების მიზანია პარტნიორობის გაუმჯობესება, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც აზიის განვითარების ბანკს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდს, გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში, რომელიც სიღარიბის დაძლევასა და ინკლუზიური ბავშვების კეთილდღეობას ნიშნავს”,-განაცხადა ჰარუჰიკო კურადამ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...