Jump to content
Planeta.Ge

გლობალური სტრატეგია


Recommended Posts

მოდერაციამ ერთხელ მაპატიოს. ეს არის გლობალური სტრატეგია, რომლის დროც ყველა ქვეყნის არჩევა შეგიძლია, მათ შორის საქართველოსიც..

 

ფორუმ.გე-ზე ვჩალიჩობთ რომ ხალხი შევკრიბოთ, რომ მერე ვითამაშოთ ონლაინში და ვისაც ინტერესი ექნება იქნებ შემოგვიერთდეთ. (პოლიტიკაში იმიტომ გავხსენი, რომ აქ არიან ბევრი ხალხი და ჩვენ კი გვესაჭიროება მსურველები) მე როგორც წესი ინგლის ვირჩევ :D

 

ეხლა ამ სტრატეგიაზე

 

http://i062.radikal.ru/1009/45/7cdcb23a4e56.jpg

1. ესაა თქვენი სახელმწიფოს გერბი(ამ შემთხვევაში მექლენბურგის,გერმანიიის ერთ-ერთი პროვინცია),რომელზეც მაუსის ისრის მიტანის შემდეგ საშინაო პოლიტიკის ოფციები გეხსნებათ თვალწინ.

 

2. ესაა მაქსიმალური რაოდენობა,თუ რამდენი ჯარისკაცი შეიძლება გყავდეთ. ამ ციფრს განსაზღვრავს ყველა თითოეული პროვინცია,რომლის მფლობელიც ხართ.(მაგ: პროვინცია ქართლი ყოველთვიურად 800-მდე ჯარისკაცს აგროვებს).

ჯარისკაცების რაოდენობა განისაზღვრება ასევე იმით,თუ მმართველობის ფორმა აქვს თქვენს სახელმწიფოს.(აბსოლუტური დიქტატურა,იმპერია,რესპუბლიკა,კონსტიტუციური მონარქია და აშ.).

 

3. ესაა სახელმწიფოს სტაბილურობის მაჩვენებელი. მინიმალურია -3 და მაქსიმალური +3.

სტაბილურობა გამოიხატება შემდეგნაირად:

-1 რევოლუციის რისკი.(ანუ რაც მაღალია სტაბილურობა,მით უფრო დაბალია იმის შანსი რომ რომელიმე პროვინციაში რევოლუცია მოხდება)

+5% ვაჭრების შანსი .(პ.ს. ვაჭრობაზე ცალკე თავს დავწერ biggrin.gif)

+5% შპიონების შანსი.

+10% გადასახადები(რაც ძალიან მნიშვნელოვანია...თუ სტაბილურობა დაეცა,ეცემა ასევე გადასახადების რაოდენობაც).

 

4. მარცხნიდან მარჯვნივ.

დიპლომატები

კოლონისტები

ვაჭრები

მისიონერელები

შპიონები

 

5

სტატისტიკა,ფიზიკური რუკა,პოლიტიკური რუკა,რელიგიური რუკა(რომელ პროვინციაში რა რელიგიაა),გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის რუკა,დიპლომატიური რუკა და ა.შ.

 

6 მსოფლიო რუკა biggrin.gif

 

===============================

 

დავიწყოთ საშინაო პოლიტიკით,რომელიც მოიცავს:

ეკონომიკას,

ჯარს,

რელიგიას,

მთავრობას,

მეფესა და მის მრჩევლებს,

და ჯარის წინამძღოლებს.

 

http://s51.radikal.ru/i131/1009/2b/3e7c3e21d443.jpg

 

მარცხენა სურათზე ჩანს სახელმწიფო ფორმა(კონსტიტუციური მონარქია).

რელიგია პროტესტანტიზმი(ჯვრის ფორმა)

წრეში მოთავსებული ციფრი 95 აღნიშნავს თქვენს პრესტიჟს,რომელიც მნიშვნელოვანია ძალიან და ციფრი 1 იმას თუ რომელ ადგილზე ხართ პრესტიჟით.

პრესტიჟს იგებთ ომების მოგებით,კოლონიების დაარსებით,ასევე ნაციონალური იდეებით.

პრესტიჟს დიდი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიურ ურთიერთობებში.

ყოველწლიურად ეცემა თქვენი პრესტიჟი.

 

რეპუტაცია,დიდება საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ სტრატეგიაში.რაც უფრო მაღალია იგი,მით უფრო ცუდია.

თქვენი რეპუტაცია ეცემა სხვადასხვა შემთხვევაში.მაგ:

+1 ვინმესთვის ომის გამოცხადების გამო.

+6 რომელიმე სახელმწიფოს ანექსიისათვის.

+1 კოლონიის დაარსებისათვის.

 

თუ თქვენი რეპუტაცია +30-35-ია,მაშინ თქვენი მეგობარი სახელმწიფოებიც კი გიცხადებენ ომს! ასევე ვასალებიც მზად არიან იბრძოლონ დამოუკიდებლობისათვის,თუ თქვენი სახელი შებღალულია მსოფლიოში biggrin.gif

 

სამეფო სახლი

 

სამეფო სახლში შეგიძლიათ თქვენი მეფის შესაძლებლობები ნახოთ.

შესაძლებლობებში შედის:დიპლომატია,ჯარი და ადმინისტრაცია.

ვარსკვლავების რაოდენობით განისაზღვრება თქვენი მეფის შესაძლებლობები,რაც უფრო მეტი ვარსკვლავი აქვს,მით უფრო ძლიერია.(შეიძლება ადმინისტრაციაში 5 ვარსკვლავი ჰქონდეს,ხოლო დიპლომატიაში მხოლოდ 1....ან კიდევ ბევრი ვრაიანტია biggrin.gif)

 

მრჩევლები

შეგიძლიათ მაქსიმუმ სამი მრცეველი გყავდეთ.

 

კანცლერი(აძლიერებს სამეფო სასახლის ტექნოლოგიებს.

 

ბუნებისმეტყველი(აძლიერებს პროდუქციას).

 

ფინანსისტი(აძლიერებს ვაჭრობის ტექნოლოგიას).

 

საზღვაო რეფორმატორი(აძლიერებს საზღვაო ტექონოლგიებს).

 

ჯარის რეფორმატორი(აძლიერებს ტექნოლოგიებს,რომლებიც ჯართანაა დაკავშირებული)

 

ხელოვანი(ზეგავლენას ახდენს სახელმწიფოს სტაბილურობაზე)

 

ფილოსოფოსი(გიმატებს პრესტიჟს)

 

დიპლომატი(ზრუნავს დიპლომატიური ურთიერთობისათვის/რეპუტაციისთვის).

 

თეოლოგი(მისიონერელების შანსს ამაღლებს.მაგალითად თუ პროვინციაში რელიგია მუსლიმანურია,შეგიძლიათ მისიონერელი გაუშვათ და პროვინცია გახადოთ მართლმადიდებლური)

 

ვაჭარი(უმაღლებს ვაჭრებს შანსს)

 

კოლონიის გუბერნატორი(შანსს იძლევა უფრო მალე მოხდეს ამა თუ იმ რეგიონის კოლონიზაცია).

 

უფროსი შპიონი(შანსს უმაღლებს თქვენს შპიონაჟს სხვა სახელმწიფოების მიმართ)

 

პ.ს. ვაგრძელებ თარგმნას.უბრალოდ არ მინდოდა ყველაფრის ერთი წერილით გამოქვეყნება.

 

 

 

ეკონომიკა/ფინანსები.

შემოსული თანხები ეყრდნობა პრუდუქციას,ვაჭრობას,ოქროს და გადასახადების რაოდენობას.

თუ მაგალითად სავაჭრო ცენტრებში ვაჭრები არ გყავთ,რაღა თქმა უნდა ვაჭრობიდან შემოსული თანხების რაოდენობა 0 იქნება.

თუ არ გაქვთ პროვინცია,რომელიც ოქროს აწარმოებს,ასევე ვერ მიიღებთ თანხებს,რომლებიც ოქროს უკავშირდება.

 

ჯარის რაოდენობა,მრჩევლები და ასევე ინვესტიციები სხვადასხვა ტექნოლოგიებისათვის ზრდის ხარჯებს

 

ინფლაცია

თუ მაღალი ინფლაცია გაქვთ,რაღა თქმა უნდა უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ სხვადასხვა შენობების აშენებისათვის.

მაგ:თუ ინფლაცია 5%-ია,ასევე 5%-ით იზრდება ფასები სხვადასხვა შენობებისა.

ალბათ ინფლაციის მნიშვნელობა ისედაც იცით,ამიტომ აღარ დავწერ ბევრს.

 

ფინანსური სესხი

თუ ძალიან არ გჭირდებათ,ნუ აიღებთ სესხს.

თუ აიღეთ 200 ოქრო სესხად,მაშინ ყოველწლიურად 5 ოქრო მიდის სესხის პროცენტებში და 5 წლის გასვლის შემდეგ თუ ანგარიშზე 200 ოქრო არ გაქვთ,რომელიც ისესხეთ,ყოველთვიური პროცენტი იზრდება.

 

საომარი გადასახადები

თუ ომში ხართ,შეგიძლიათ დამატებითი გადასახადები მოითხოვოთ,რომელიც 50%-ით ზრდის თქვენს ყოველწლიურ შემოსავალს.

 

სამეცნიერო კვლევები

კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენი შემოსავლიდან ყოველთვიურად ფინანსდება პროდუქციის,ვაჭრობის,ჯარის ტექნოლოგიების კვლევა,რაც საშუალებას გაძლევთ ჯარის მორალი გააძლიეროთ,ან ახალი შენობები გამოიკვლიოთ,ანაც ნაციონალური იდეის ამორჩევის უფლება მოიპოვოთ.

არსებობს კვლევის სხვადასხვა საფეხურები...

 

სამეცნიერო კვლევის საფეხურებს სურათზე ხედავთ...

წარწერებიც მივაწერე,არ ვიცი კარგად თუ ჩანს.

 

მმართველობის ფორმა[b/]

 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე,სეგიძლიათ სხვადასხვა მმართველობის ფორმები აირჩიოთ.რა თქმა უნდა,მე-14 საუკუნეში რესპუბლიკურ მონარქიას ვერ აირჩევთ,ამისათვის აუცილებელია თქვენი მთავრობის ტექნოლოგიები გააძლიეროთ და კვლევა განაგრძოთ.

 

ნაციონალური იდეები

ნაციონალური იდეები განაპირობებენ თქვენი სახელმწიფოს მმართვის ფორმასაც.

1-ელი ნაციონალურ იდეა შეგიძლიათ აირჩიოთ,თუ თქვენი სახელმწიფო მართვის ტექნოლოგიებმა მიაღწიეს მე-4 საფეხურს.

შემდეგი ნაციონალური იდეების არჩევა შეგიძლიათ:

 

ფლოტი

სამეფო მარინები(+33%-ით ამაღლებს გემების რაოდენობას,ანუ მაქსიმუმ რამდენი გემი შეიძლება გყავდეთ).

სამწუხაროდ ყველას ვერ ვთარგმნი,შესაბამის ტერმინებს ვერ ვუძებნი...

ამიტომ უბრალოდ მონაცემებს დავწერ.(წერტილების მაგივრად იგულისხმება სიტყვები,რომლებიც ვერ ვტარგმნე biggrin.gif)

..............ფლოტის მორალს აძლიერებს 1%-ით.

.............მარინები თუ მტრების პროვინციას ბლოკავენ,მაშინ იმ პროვინციიდან გადასახადები შემცირდება 25%-ით.

.............+33% პრესტიჟს იმატებ,თუ მოიგე საზღვაო ომი.

 

ჯარი

............ჯარისკაცების მაქსიმალურ რაოდენობას ზრდის 50%-ით.

............არმიის მორალს ზრდის 1%-ით.

............არმიის ტრადიციები +1%.

............33% პრესტიჟს იმატებს,თუ მოიგე ბრძოლა.

 

სახელმწიფო იდეები

ბიუროკრატია(საგადასახადო შემოსავლები გაიზრდება 5%-ით)

ნაციონალური ბანკი(-0,10% ინფლაცია)

ნაციონალური სავაჭრო პოლიტიკა(+10%-ით მეტი შემოაქვთ ვაჭრებს)

(რაღაცნაირი) ეკონომიკა(პრუდუქცია იზრდება 10%-ით)

შპიონაჟი(+1 შპიონი ყოველ წელს)

 

ხელოვნური იდეები

ღმერთის ძალა(+1 მისიონერი ყოველ წელს)

ტოლერანტობა(სხვა რელიგიების მიმართ ტოლერანტული)

 

და სხვები...ბევრი ნაციონალური იდეაა,მაგრამ ყველას შესაბამისი სიტყვა ვერ მოვუძებნე biggrin.gif

 

============================================

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი რამ...ყოველ 10 წელში ერთხელ შეგიძლიათ ზეგავლენა მოახდინოთ სახელმწიფოს მმართველობის ფორმაზე შემდეგნაირად.

არისტოკრატია-პლუტოკრატია

ცენტრალიზაცია-დეზენტრალიზაცია

ინოვაციური-''გონებაჩლუნგი''(biggrin.gif)

მერკანტალიზმი-თავისუფალი ვაჭრობა

თავდასხმა-თავდაცვა

ჯარი-ფლოტი

ხარისხი-რაოდენობა

ბატონყმური წყობა-თავისუფალი გლეხობა.

 

ყველა მათგანს,რაც ზემოთ ჩამოვთვალე, აქვს თავისი პლიუსი და მინუსი,ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია როგორი ფორმა ექნება სახელმწიფოს.

ეს ყველაფერი კარგად რომ გაიგოთ,სურათს ავტვირთავ და დააკვირდით მის მარჯვენა მხარეს(მიხვდებით რასაც ვგულისხმობდი არისტოკრატია-პლუტოკრატიაში და ა.შ)

აი საქართველოც ამ თამაშში

 

http://s51.radikal.ru/i131/1009/41/b5775f868472.jpg

 

 

ძალიან გთხოვთ მსურველები დაგვიკავშირდით

 

ვისაც თამაშის გადაწერა უდნა აქედან შეუძლია გადაიწეროთ

 

http://beef.ge/15438-europa-universalis-iii-heir-to-the-throne.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

თქვენი უნუკრიკოსოებავ, არ ირთვება თამაში. :)

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

თქვენი უნუკრიკოსოებავ, არ ირთვება თამაში. :)

რა პომტში არ ირთვება თამაში აბა მითხარი და დაგეხმარები..

 

უნდა ამოარქივო, დაინსტალირება არ სჭირდება და ეგრევე მიდის თამაში..

 

 

 

აი დიად ნუკრიკოს დროინდელი საქართველოს იმპერია, რომელიც იერუსალიმდეა მისული და კონსტანტინოპოლს ალყას უკეთებს, ანუ ბალკანეთშიც ვარ შესული, აი ესეთია ჩემი იმპერია, დიდი იმპერია...

 

http://s58.radikal.ru/i159/1009/18/a2fc23b3789b.jpg

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

აბა ერთი ვნახოთ

ეს თამაში იწყება 1399-წლიდან და მთავრდება 1820-წელს.

 

თქვენსგან დამოუკიდებლად, უარმავი ისტორიული მოვლენა ვითარდება, როგორებიცაა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, რეფორმაცია, ინგლისის, ჰოლანდიის და საფრანგეთის რევოლუციები, გლეხთა აჯანყებები და ა.შ

 

 

ამ თამაშში თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ისტორიული რეალობა და სულ სხვა გზით განავითაროთ იგი. შეგიძლიათ, პროტესტანტიზმი დამარცხდეს, შეგიძლიად საქართველო აქციოთ იმპერიად (როგორც მე ვაქციე), იმპერიად რომ იქცეს, მას სჭირდება პრესტიჟი + დიდი ტერიტორია და ტიტულები, ტიტულებს ნელ-ნელა იმატებთ..

 

მოგოიწევთ მუდმივი დიპლომატიურ ურთიერთობებში გარკვევა, რადგან დიპლომატიის გარეშე თქვენ ვერ მოახერხებთ დიდ წარმატებებს და დიდი ალიანსების მსხვერპლი გახდებით.

 

პ.ს. სურათი არ ჩანს

ჩემთან რომ ჩანს...

 

 

თამაშს ინსტალაცია არ სჭირდება, უბრალოდ ამოარქივეთ და ითამაშეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

თამაშს ინსტალაცია არ სჭირდება, უბრალოდ ამოარქივეთ და ითამაშეთ

ჰოდა რო ამოვაარქივე არაოოო, დლლ ფაილი ჩკაოო... დ-ზე ჩავაინსტალე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ჰოდა რო ამოვაარქივე არაოოო, დლლ ფაილი ჩკაოო... დ-ზე ჩავაინსტალე.

ჩემთან თავისუფლად წავიდა და დარა ვიცი აბა

 

აბა აქედან სცადე

 

http://gou.ge/games/1846-europa-iii-universalis-2010rus1r-rrssrrrr.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამე მოდები ხომ არ უნდა?

 

Nukriko

ყველა უზერს დამოუკიდებელი ისტორია აქვს? ანუ მე ეხლა რომ ჩუჩმეკისტანი ჩავიბარო, შენ ომს ვერ გამოგიცხადებ?

 

ბიჯო იქ 237 მეგაბაიტი იყო და ეს კიდევ 1.9 გეგაბაიტია... ერთი კვირა ვერ ჩამოვწერ მაგდენს. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ყველა უზერს დამოუკიდებელი ისტორია აქვს? ანუ მე ეხლა რომ ჩუჩმეკისტანი ჩავიბარო, შენ ომს ვერ გამოგიცხადებ?

შენ თუ აღმოჩენილი არ გექნება ტერიტორიები, მაშინ ომს ვერ გამოაცხადებ, მაგრამ თუ აღმოაჩენ ტერიტორიებს, ანუ როგორ არის იცი, რუკა არის ჩაბნელებული რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენია, ევროპელები კი დიდი გეოგრაფიულ აღმოჩენების შედეგად, სხვადასხვა ტერიტორებს აღმოაჩენენ ხოლმე და მერე შეგიძლია შენი აღმოჩენილი ტერიტორიები, სხვის აღმოჩენილ ტერიტორიებში გაცვალო და რუკა გაგეხსნება..

 

ომის წარმოება კი შეგიძლია, მაგრამ ომი აგდებს სტაბილურობას და რევოლუციურ რიკებს ზრდის.

 

რამე მოდები ხომ არ უნდა?

არა მგონია

 

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იბიომაწ, შემზიზღდა ეს თამაში, საქართველო ავირჩიე და ფაქტობრივად უშანსოდ ხარ.

ზატო მერე ჯადოსნური სიტყვები შევიყვანე და გადავუარე მთელს ევროპას :D :D :D

სიქიმი თამაშია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზატო მერე ჯადოსნური სიტყვები შევიყვანე და გადავუარე მთელს ევროპა

კოდები როგორ შეგყავს?

 

მე არ ვიცი კოდები..

 

 

იბიომაწ, შემზიზღდა ეს თამაში, საქართველო ავირჩიე და ფაქტობრივად უშანსოდ ხარ.

დრო დააყენე ცოტა გვიანი, როცა თემურ ლენგითან ომი არ გაქვს და ჯარი გყავდეს მზად, ლენგის იმპერია ინგრევა და როცა დაინგრვა (დაპროგრამებულია, თუ შენ არ თამაშობ ლენგის იმპერიით, მაშინ იშლება რა ის იმპერია) ეგრევე სომხეთს დაუწყე ომი, ტრაპიზონის შემოერთებაც არ გაგიჭირდება + აღმოსავლეთში რაღაც სასულთნო რომ არის, დაღესტნამდე, იმასთან ბრძოლაც არ გაგიჭირდება და ამ ყველაფერს რომ დაიპყრობ, შემოსავალიც გეზრდება და ძლიერი სახელმწიფოც ხდები..

 

ალიანსები გენოასთან ვენეციასთან და ბალკანელ ქრისტიანებთან დაამყარე, ოსმალეთის შემოსევის შემთხვევაში დაგეხმარებიან. ჩრდილოეთში ოქროს ურდოსთან მშვიდი ურთიერთობა გქონდეს, მაგრამ დიდი ლიტვის სამთავროსთან და მოსკოვტან ალიანს თუ მიაღწევ, ოქროს ურდოს დამარცხების შანსი გექნება, ოქროს ურდოს რამდენი ომიც ჰქონდა ლიტვასთან და პოლონეთთან, ყველგან დამარცხდა..

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...