Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 24 სექტემბერი


Recommended Posts

24 სექტემბერს, 10:30 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, სადაც საზოგადოებას ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესების მკაცრად ამოქმედების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

 

24 სექტემბერს, 11.00 საათზე, სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელს გიორგი ჭანტურიას შეხვდება.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა

 

24 სექტემბერს, 11.00 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე აგრარულ უნივერსიტეტში სატყეო ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება.

 

24 სექტემბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურატურის სტაჟიორთა საბაზისო მომზადების კურსი ჩატარდება.

მის: გორგასლის ქ. #24

 

24 სექტემბერს, 12.00 საათზე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” მდივანი ზაზა გაბუნია, საკრებულოს ფოიეში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “სოციალურად დაუცველთათვის მიწების გადაცემის საკითხი”.

 

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაზეთ “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში სანგუკოს წარმომადგენლები რეჟისორ ირაკლი ჩხიკვაძის ფილმ “გული +”-ის შესახებ ისაუბრებენ.

 

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო `რედისონში~ დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯიას” წარმომადგენლები, ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩთან საქართველოსა და სომხეთში ივან ესტრაბისთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: “საქართველოში ნარკოტიკდამოკიდებულთა სამკურნლოდ წინასადიპლომო და პოსტდიპლომური სწავლების ჩეხური სისტემის დანერგვა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში”.

 

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო ~ქორთიარდ მარიოტში”, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

 

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

 

24 სექტემბერს, 12:30 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

თემა: “პასუხი ტელეკომპანია “კავკასიის” ხელმძღვანელის, დავით აქუბარდიას მიერ 22 სექტემბერს, გადაცემა “სპექტრში” გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებაზე”.

მის: ა. ხორავას ქ. #9

 

24 სექტემბერს, 13:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (№226)

 

24 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს.

თემა: “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხი”.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

24 სექტემბერს, 13:00 საათზე, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე პარტიაში განხორციელებულ საორგანიზაციო და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ჟანი კალანდაძის ქ. #3

 

24 სექტემბერს, 13.00 საათზე, კავკასიის ინტერნეტ მედია-კლუბში ირაკლი ალასანია ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

მის: აღმაშენებლის გამზ. #89/24

საკონტაქტო პირი როზი ჯღამაია – 877 20 81 60, 899 78 09 03

 

24 სექტემბერს, 13.00 საათზე, გაზეთ “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბი “ეროვნული ფორუმის” ლიდერ კახა შარტავას უმასპინძლებს.

 

24 სექტემბერს, 14.00 საათზე, გაზეთ “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბი “საქართველოს ლეგიონის” ხელმძღვანელ გია ყარყარაშვილს უმასპინძლებს.

 

24 სექტემბერს, 14.00 საათზე, საქართველოს ავტორთა საზოგადოება პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “ფოტოგრაფიული ნაწარმის უკანონო გამოყენება”.

მის: კოსტავას ქ. #63

 

24 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (№438)

 

24 სექტემბერს 16:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ “ჯაზუ”-ში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შეხვდებიან.

მის: იოანე ვაკელის ქ. #18 ა

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...