Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge სააკაშვილი: რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე საქართველო ერთადერთი დაბრკოლება არ არის


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg

 

დენიელ ბეისიზი

 

ოთხშაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში მისი ძლიერი მოწინააღმდეგის რუსეთის გაწევრიანების გზაზე ერთადერთი დაბრკოლება არ არის. 

 

„მათ და რუსეთს შორის ამ მხრივ ბევრი სადაო საკითხი არსებობს“, – განაცხადა სააკაშვილმა, იგულისხმა რა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელთა სიტყვები.  

 

საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ინვესტორების და ოფიციალური პირების წინაშე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის დიდი ხნის სწრაფვა გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრი, მთელ რიგ საკითხებს მოიცავს, რომელთა გადაწყვეტაც საჭიროა.

 

„ამიტომ, ამ საკითხში მარტო არ ვართ, და თქვენ მოგიწევთ მოცდა მანამ, სანამ ჩვენ მარტონი დავრჩებით… ჩვენ შესაძლოა მარტო არც დავრჩეთ. მაგრამ ამ ეტაპზე ბევრი ქვეყნის მხარდაჭერა გვაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა საგენტო Reuters-ის წარმომადგენლის კითხვაზე, რუსეთის მსო–ში გაწევრიანების მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებაზე.  

 

რუსეთი მსო–ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკვე 17 წელია აწარმოებს. პროფესიული კავშირების ერთ–ერთი ამერიკელი წარმომადგენლის თქმით, რომელმაც ამ კვირის დასაწყისში სააგენტო Reuters-ის ჟენევის წარმომადგენელს ინტერვიუ მისცა, განაცხადა, რომ ბოლო დროს მოსკოვის მისწრაფება ამ მიმართულებით გაძლიერდა.  

 

აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ივნისში განცხადება გააკეთეს, რომ მათ დაავალეს საკუთარ მომლაპარაკებლებს სექტემბრის ბოლოსთვის ყველა ტექნიკური პრობლემის მოგვარება და ამ გზაზე რუსეთისთვის გზის გათავისუფლება.

 

უკვე გასაგებია, რომ დათქმულ ვადაში ეს ყველაფერი ვერ ჩაეტევა. სამშაბათს, რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი წელს მსო–ში არ გაწევრიანდება, თუმცა ვაშინგტონი და მოსკოვი უახლოეს თვეებში ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობენ.

 

პროდასავლური საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის ქვეყანა საქართველო 2008 წლის ხანმოკლე ომში დამარცხდა მის სამხრეთელ მეზობელ რუსეთთან მას შემდეგ, რაც ამერიკელების მიერ გაწრთვნილი ქართული არმიის შესვლას სეპარატისტულ რეგიონ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მხრიდან დამანგრეველი კონტრშეტევა მოჰყვა.

 

დასავლეთმა შეწყვიტა 42 წლის პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერა მისი ანტიდემოკრატიული ჟესტების შემდეგ, როდესაც შარშან, რამდენიმე თვის განმავლობაში ის ქუჩის საპროტესტო დემონსტრაციებს აკავებდა.

 

ურთიერთობა რუსეთს და საქართველოს შორის კვლავ დაძაბულია. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მოუწოდებს იმ იმედით, რომ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე ემბარგო გაუქმდება და ქვეყნებს შორის საავიაციო კავშირი აღდგება.

 

სააკაშვილმა პუტინს სარკასტულად მადლობაც კი გადაუხადა იმისთვის, რომ რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.

 

„მე მას ვუთხარი: ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ჩვენ თქვენ ძეგლს დაგიდგამთ – თანამედროვე ქართული ეკონომიკის შემოქმედის ძეგლს. მან ეს რა თქმა უნდა ცუდ ხუმრობად შეაფასა. მაგრამ მე მართლაც ასე ვფიქრობ. ამ ემბარგოს წყალობით დღეს ჩვენ ნაკლებად მოწყვლადები ვართ“, – განაცხადა სააკაშვილმა.      

 

ქართულ ეკონომიკაში, რომლის სტიმულირებაც ინვესტიციებით ხდება, ამ წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა, ის 8,4%–ით გაზიარდა შარშანდელთან შედარებით, რამაც გადააჭარბა პირველი კვარტლის მონაცემებს, როდესაც მშპ 4,5%–ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. შარშან ეკონომიკა 3,9%–ით შემცირდა.  

 

სააკაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მისი ქვეყნის ეკონომიკის მოქნილობას, განაცხადა: „ვფიქრობ, ეს ნიშნავს იმას, რომ მსგავსი მეთოდები აღარ მოქმედებს; მიმაჩნია, რომ იმისთვის, რომ ისინი მისაღები გახდნეs, წესების მიხედვით უნდა იმოქმედონ, წესები ყველასთვის ერთნაირია, როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის“. 

 

„მე მათ ვუსურვებ გახდნენ საერთაშორისო სისტემის ნაწილი, მაგრამ იმ პირობით, თუკი მინიმალურად მაინც დაიცავენ ცივილიზებულ ქმედებათა სტანდარტებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...