planetanews Posted September 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg პიერ ავრილი გუშინ რუსულმა ფლოტმა დაადასტურა საკუთარი გადაწყვეტილება ოთხი ფრანგული ვერტმფრენმზიდის ყიდვის თაობაზე გადაწყდა, რომ საფრანგეთი რუსეთს საკუთარ ვერმფრენმზიდებს მიაწვდის. რუსეთმა არჩევანი გააკეთა. ფრანგული ხომალდის ყიდვის გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებულია, განუცხადა გუშინ სააგენტო „ინტერფაქსს“ წყარომ რუსეთის ფლოტის გენერალური შტაბიდან. ზაფხულში გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, ესპანეთი და ნიდერლანდები მონაწილეობენ, ფორმალური ხასიათი აქვს, დასძინა წყარომ. „ამიტომ კონკურსის ჩატარებაზე სატენდერო დავალებაც ისე ჩამოყალიბდა, რომ ფრანგული გემის გამარჯვება ფაქტობრივად წინასწარ გადაწყვეტილია“. რუსეთის ფლოტმა პირველმა გამოთქვა დაინტერესება „მისტრალის“ შეძენაზე. სანქტ–პეტერბურგის გემთმშენებელი ვერფები, სადაც თავისუფლადაა შესაძლებელი მომავალი ხომალდების ნაწილის აწყობა, მოვლენათა მიმდინარეობას ენთუზიაზმით აკვირდება. „ტენდერი მხოლოდ ფრანგებზე ზეწოლის საშუალება იყო. სინამდვილეში კი მის ორგანიზებას სერიოზულად არავინ გეგმავდა“, – მიაჩნია სამხედრო ექსპერტ პავლე ფელგენჰაუერს. წარმატებაში პარიზიც დარწმუნებულია. მოძველებული ვერფები აგვისტოს ბოლოს ამ საკითხის გადაწყვეტა მოსკოვში გავლენიან ვიცე–პრემიერს, იგორ სეჩინს დაავალეს. გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის (მასში უმსხვილესი ვერფები შედიან) თავმჯდომარე, რომელიც ცნობილია ადგილობრივი სამხედრო–ინდუსტრიული კორპორაციის ლობირებით, თავდაპირველად იქითკენ იხრებოდა, რომ ეს გემები რუსეთის ტერიტორიაზე, „გაერთიანებულ გემთმშენებელ კორპორაციასთან“ დაკავშირებული სამხრეთ კორეული კომპანიების მონაწილეობით აეშენებინათ. სეჩინის ამოცანა იყო წინააღმდეგობათა მოგვარება სხვადასხვა რუსულ საწარმოებს შორის, რომლებიც, როგორც ეს ამ ქვეყანაშია მიღებული, ყოველთვის უფრო დიდი წილის მოპოვებისკენ ილტვიან. საბოლოო სქემის ფარგლებში, რომლის თანახმადაც დაგეგმილია ოთხი ხომალდის (ორის საფრანგეთში და ორის რუსეთში) მშენებლობა, სამხრეთ კორეის წინადადებაზე უარი თქვეს, თუმცა კონკრეტული რუსი მიმწოდებლები ჯერ არ შეურჩევიათ. ოლიგარქ სერგეი პუგაჩოვს (მისი ვაჟი ალექსანდრე, გაზეთ France-Soir–ის მფლობელია) სანქ–პეტერბურგში ორი ვერფი აქვს, მაგრამ მისი კომპანია უზარმაზარი ვალების გამო იძულებულია შემოსავლის უფრო სწრაფი წყარო მოიძიოს. თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ანონიმური წყაროების ცნობით, ბიზნესმენი მზადაა საკუთარი აქტივები „გაერთიანებულ გემთმშენებელ კორპორაციას“ მიჰყიდოს, თუმცა შეთანხმება ფინანსური უთანხმოებების გამო დღემდე ვერ შედგა. გარდა ამისა „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“ უკვე ორი ვერფის მფლობელია: ერთი სანქტ–პეტერბურგშია, მეორე კალინინგრადში. „როდესაც რუსი მწარმოებლის ვინაობა საბოლოოდ გაირკვევა, შესაძლებელი გახდება ფრანგული გემთმშენებელი კომპანიების მონაწილეობით ერთობლივი საწარმოს შექმნა“, – ვარაუდობს იგორ კოროჩენკო, იარაღით მსოფლიო ვაჭრობის ანალიზის ცენტრიდან. იმავდროულად, საფრანგეთი შეწუხებულია რუსული ვერფერბის ტექნიკური მდგომარეობით და ინვესტიციებისთვის აუცილებელი სახსრების მდგომარეობით. პარალელურად ის შეთანხმების საკუთარი პირობების დაცვას განაგრძობს, მაშინ როდესაც მოსკოვი ცდილობს გემების ფასების შემცირებას მიაღწიოს. გარდა ამისა, ნატოს წევრობითა და საკუთარი სამხედრო ტექნოლოგიების დაცის აუცილებლობით აიხნება ის, რომ პარიზი ვერტმფენმზიდის გაყიდვის ფარგლებში ტექნოლოგიების გადაცემის მოცულობის მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს. კერძოდ, გემს საიდუმლო ნავიგაციური და კომუნიკაციური სისტემები გააჩნია. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts