planetanews Posted September 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2010 ალტერნატიული სასჯელის შესახებ დღეს კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი, ასევე დონორი ოგანიზაციები ესწრებოდნენ. კონფერენციის მთავარი თემა „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – თავისუფლების აღკვეთის ალტენატივა“ იყო. კონფერენციის მონაწილეებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძემ და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი მიესალმნენ. ხათუნა კალმახელიძის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერის გააქტიურება. საქართველოში ალტერნატიული სასჯელების გამოყენების საკითხებზე მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციები. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების ევროპული სტანდარტებისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ისაუბრეს საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG), ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI), ევროკაბშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, ექსპერტებმა. საკუთარი მოსაზრებები და უკვე განხორციელებული კონრეტული პროექტები წარმოადგინეს მთავარი პროკურატურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts