planetanews Posted September 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2010 არასამთავრობო ორგანიზაციები დიღმის ტყე-პარკში დღეს გარემოსდაცვით აქციას გამართავენ. დიღმის ტყე-პარკში გარემოსდაცვით აქციას მათთან ერთად ორგანიზებას უწევენ ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ანა გაბრიაძის საინიციატივო ჯგუფი. აქციის მსვლელობისას დიღმის ტყე-პარკზე სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება მოეწყობა. ღონისძიების მიზანია, საზოგადოებისთვის იმ პრობლემების გაცნობა, რაც დიღმის ტყე-პარკს განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს, როგორც ნაკრძალს და ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს ეკოლოგიური ღირებულების მქონე ზონას. ღონისძიებას თბილისის საზოგადოებრივი, კულტურული და სამეცნიერო წრეების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრებიან. 2009 წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და რეკრეაციული ზონების საკმაოდ გრძელი სია საზოგადოებრივ-საქმიან და საცხოვრებელ ზონებად შეცვალა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცა დიღმის ტყე-პარკიც, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და უნიკალური ფლორით გამოირჩევა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts