planetanews Posted September 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2010 თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც `ექსპრესნიუსს” კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან~ აცნობეს, დიღმის ველზე 1400 მმ-იან მე-6 მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 23 სექტემბრის 12:00 საათიდან 24 სექტემბრის 12:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, კეკელიძის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, დარიალის, გოგებაშვილის, კერესელიძის, გუნიას, გალის, მაყაშვილის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ს. მესხისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. ასევე, ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ნუცუბიძის ფერდობს, თბილისის საგარეუბნო აგარაკებს.D დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს მთაწმინდისა და ვაკის ზედა ქუჩები. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ საავარიო ბრიგადები დღეს დილიდან შეუდგებიან. კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი~ ითვალისწინებს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts