planetanews Posted September 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2010 სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დღეს 10:30 საათზე საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, ასევე დონორი ოგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ. კონფერენციის მთავარი თემა „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – თავისუფლების აღკვეთის ალტენატივა“ იქნება. კონფერენციას გახსნიან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი.საქართველოში ალტერნატიული სასჯელების გამოყენების საკითხებზე მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციები. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების ევროპული სტანდარტებისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG), ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts