Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ლივერპული – ნორთჰემპტონი (პრევიუ)


Recommended Posts

http://s52.radikal.ru/i136/1009/16/4ce5b90eff58.jpg

 

გთავაზობთ დღევანდელი დაპირისპირების პრევიუს…

 

 

 

http://www.myliverpool.ru/_nw/50/64367396.jpg

Carling cup: მესამე რაუნდი 22 სექტემბერი 2010წ. ”ენფილდი”.

 

დღეს ლივერპული ინგლისის თასის მესამე რაუნდში ჩემპიონშიპში მოთამაშე ”ნორთჰემპტონს” ”ენფილდ როუდზე” მიიღებს.

 

ინგლისის მეორე ჩემპიონატში მოთამაშე გუნდისთვის შესანიშნავი საგზურია ”ენფილდი”. გუნდმა პირვე და მეორე ტურში რედინგისა და ბრაიტონის დამარცხება შეძლო, დღეს კი ”ენფილდზე” ლივერპულს დაუპირისპირდებიან.

 

მიუხედავად ”კარლინ თასზე” მიღწეული გმირობისა, ნორთჰემპტონი ძალიან ცუდად ასპარეზობს ჩემპიონშიპში, მათ შვიდი ჩატარებული მატჩიდან, მხოლოდ ერთი მოგება აქვთ.

 

”წითლებმა” ასევე ცუდად დაიწყეს პრემიერ ლიგა. 5 ჩატარებულ მატჩში ანგარიშზე, მხოლოდ ერთი მოგება აქვთ.

 

თუმცა ”ლივერპულისთვის” სასარგებლოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხუთ დაპირისპირებაში მათი მეტოქეები ისეთი გუნდები იყვნენ როგორიცაა: ”მანჩესტერი, არსენალი და სიტი”.

 

”ლივერპული და ნორთჰემპტონი” ისტორიაში მხოლოდ სამჯერ შეხვდნენ. ორჯერ ლიგაში 45 წლის წინ და ერთხელ ინგლისის თასზე 8 წლის წინ. ”ლივერპულმა” სამივა დაპირისპირებაში ადვილად შეძლო მეტოქის დამარცხება.

 

სიახლეები გუნდებში:

 

დღეს ”ენფილდზე” ორი ახალწვეულის დენი ვილსონი და ბრედ ჯონსის დებიუტი ჩატარდება.

 

ჰოჯსონი დღევანდელ მატჩში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს. იგი აპირებს შანსი მისცეს სარეზერვო გუნდის წარმომადგენლებს.

 

”ნორთჰემპტონის” მტავარი მწვრთნელი სამპსონი ტრავმირებული დინა ბეკვიტას შეცვლას აბდულა ოსმანით აპირებს, ასევე თავისი შანსის გამოყენებას ეცდება ბენ ტოზერი, რომელიც კლუბმა ”ნიუკალსიდან” არენდით აიყვანა.

skysports.com

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...