planetanews Posted September 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/natosource_header.jpg ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატო: ევროპაზე გამავალი ეს ხიდი, ნატო-სა და რუსეთს შორის, ევროპას უფრო სტაბილურს და დაცულს ხდის. დიახ, ჩვენ ხანდახან გვაქვს უთანხმოება და ფუნდამენტურად არ ვეთანხმებით ერთმანეთს ზოგიერთ საკითხზე, ისეთზე როგორიცაა საქართველო, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ ამან არ დაჩრდილოს ამ ურთიერთობების მნიშვნელობა და პოტენციალი, რათა ყველა ჩვენგანი უფრო დაცული იყოს მე შემიძლია წარმოვიდგინო რას ფიქრობს ზოგიერთი თქვენგანი: ლამაზი ხატ-სურათია, მაგრამ ცოტა არ იყოს ზედმეტად ვარდისფერი. რა ხდება იმ საკითხების ირგვლივ, სადაც ნატო-ს ქვეყნები და რუსეთი ვერ თანხმდებიან? მაგალითად, როგორაა საქმე საქართველოსთან დაკავშირებით? და მე მთლიანად ვიზიარებ ამ შეშფოთებას. მართლა არსებობს საკითხები, რომლებზეც უბრალოდ ვერ შევთანხმდებით. რუსეთის ჯარის მასობრივი კონცენტრაცია საქართველოში მისი მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ, ერთ-ერთი ასეთი საკითხია. ასეთივეა რუსეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება სარაკეტო დანადგარების საქართველოში დაყენების შესახებ, რაც ჩვენი რწმენით, სახიფათო ნაბიჯია, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგება პრეზიდენტებს, მედვედევსა და სარკოზის შორის დადებულ საზავო შეთანხმებას. ასევე მიუღებელია რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ნატო-ს წევრი-ქვეყნებისთვის. ასე რომ თქვენ ხედავთ, საქართველოსთან და სხვათა შორის მოლდავეთში რუსეთის სამხედრო საკუთრების ყოფნასთან დაკავშირებით, საერთო პოზიციას ვერ გამოვნახავთ. მაგრამ ამას ყველაფრის პარალიზების ნებას ვერ მივცემთ. ეს ყველასთვის კონტრპროდუქტიულია. ჩვენ დავიცავთ მასპინძელი ქვეყნის თანხმობის პრინციპს, რაც როგორც უკვე ვახსენე, ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებათა ხელშეკრულების (CFE) პაკეტის ნაწილია, მაგრამ არსებობს პოზიტიური განმტკიცების პოტენციალი. ჩვეულებრივ შეიარაღებათა კონტროლი ევროპაში წინ მხოლოდ მაშინ წაიწევს, თუ დავიცავთ მასპინძელი ქვეყნის თანხმობის პრინციპს. ეს ფუნდამენტური რამაა და ეს საქართველოზე ისევე ვრცელდება, როგორც ყველა სხვა ქვეყანაზე. არ არსებობს სხვა გზა. ამიტომაა რომ საერთო სურვილი, რომელიც CFE-ის პროგრესს გულისხმობს, დაეხმარება საქართველოში შექმნილი ჩიხის მოხსნას ისე, რომ სრულად იქნას დაცული მასპინძელი ქვეყნის თანხმობის პრინციპი და საქართველოს მთლიანობა და სუვერენიტეტი. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts