planetanews Posted September 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილში ყოველთვის იყო შოუს ელემენტები. ახლა საქართველოს პრეზიდენტი გართობასა და პოლიტიკას შორის მთლიან შერწყმას უწევს ლობირებას, რადგან საქართველოში ტურიზმის რეკლამირება უნდა პრემიერ-მინისტრის ოფისის თანახმად, საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ს საკაბელო ტელევიზიის პოპულარულ არხთან MTV-ისთან დაკავშირებულ ორგანიზაციასთან. მოლაპარაკებების საგანია შავი ზღვის კურორტზე, ქალაქ ბათუმში ყოველწლიური როკ-ფესტივალების გამართვა. ოფიციალური პირი, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ილაპარაკა იმის გამო, რომ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, დაადასტურა რომ მოლაპარაკებები მთავრობასა და MTV-ს შორის მიმდინარეობს. თუ შეთანხმება შედგა, როკ-კონცერტი ზუსტად მოერგება თბილისის მიდრეკილებას გამოიყენოს მუსიკა სახელმწიფო პოლიტიკის რეკლამირებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანი ტურიზმის მხარდაჭერა იქნება. საქართველოს ოფიციალური პირები განსაკუთრებით იმედოვნებენ, რომ გაიმეორებენ MTV-ის მალტის ფესტივალის წარმატებას. MTV-ის მიერ დადგმულ ამ ყოველწლიურ ღონისძიებას მეოთხე წელი უსრულდება და სწორედ ისაა იმის მიზეზი, რომ ფესტივალის დაფუძნების შემდეგ მალტას ყოველწლიურად დამატებით ათობით-ათასი ტურისტი გაუჩნდა. მალტის ტურისტული ხელმძღვანელობის განცხადებით, 30 ივნისს გამართულ უფასო შოუს, რომელშიც Kid Rock-ი, Kelis-ი და სხვა საერთაშორისო მასშტაბის მუსიკოსები მონაწილეობდნენ, 50 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ამ ბოლო წლებში სააკაშვილის ადმინისტრაციამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ და საერთაშორისო მუსიკალურ ძალებს, რათა განემტკიცებინა მისი მთავრობის პოლიტიკის მხარდაჭერა და ტურისტების ყურადღება მიექცია. აგვისტოს ბოლოს სააკაშვილმა მთავრობის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ 2013 წლიდან ყოველწლიურად უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ ადგილობრივ მცხოვრებთა რიცხვს უნდა გადააჭარბოს – „თუ გულმოდგინედ ვიშრომებთ, ჩვენ მივაღწევთ… 10 მილიონ ტურისტს“ - განაცხადა მან 30 აგვისტოს შეხვედრაზე. გასულ ზაფხულს ბათუმმა კონცერტების მთელ წყებას უმასპინძლა, რადგან სააკაშვილი და მისი მთავრობა ცდილობს რეკლამირება გაუკეთოს ტურიზმს შავი ზღვის სანაპიროზე. ამ კონცერტებზე სხვადასხვა კატეგორიის მუსიკოსები უკრავდნენ, სრულიად უცნობები და ოდესღაც პოპულარულები: ბალადების შემსრულებელი, ანგლო-ირლანდიელი კრის დე ბურგი, ერთი ჰიტის ავტორი რომლის სიმღერა Lady in Red 1986 წელს დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველ ადგილზე გავიდა, ალბათ ყველაზე ცნობილი იყო მათ შორის, ვინც ბათუმში დაუკრა. MTV-ის ორგანიზებული ღონისძიება ბათუმში უფრო დიდ სახელებს მიიზიდავდა: Black Eyed Peas-ი, Lady Gaga და ენრიკე იგლესიასი წარსულში მალტას კონცერტებზე მთავარ ნომრებს ასრულებდნენ. იყო ცნობები იმის შესახებ, რომ ამ წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ თითქმის მიაღწია შეთანხმებას როკის ლეგენდა სტივ ვანდერთან ქვეყანაში მისი ჩამოსვლის შესახებ, მაგრამ სტივ ვანდერმა რომელიც ახლა 60 წლისაა განაცხადა რომ ვერ გაემგზავრება საქართველოში შეზღუდული განრიგის გამო. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts