Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “აბა ბოსებო, გაამზადეთ 20 მილიონი”


Recommended Posts

http://a.pix.ge/b/w8vbs.jpg

 

დღეს “ლივერპულმა” ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა – “წითლები” მზად არიან გადაიხადონ 20 მილიონი ურუგვაელ ფორვარდში – ედისონ კავანში.ინგლისიდან იტალიაში ანგარიშები უკვე გადაიგზავნა და უახლოეს მომავალში “პალერმო” თავის ერთ-ერთ ლიდერს აუცილებლად შეელევა. ოფიციალურად ედისონ კავანი “არწივების” (“პალერმო”) ფეხბურთელია, მაგრამ ახლა იჯარით “ნაპოლში” იმყოფება.

 

“ელ მატადორი” (ზედმეტსახელი) გახლავთ 23 წლის და 1.88 სმ სიმაღლის.

 

“ლივერპული” თითქოს ვალებში იმყოფება, მაგრამ ისინი მეგა ტრანსფერისთვის მზად არიან, ამასთანავე მათ გაყიდეს არგენტინის ნაკრების კაპიტანი ხავიერ მასკერანო და იმ ფულით აპირებენ კავანის გადმობირებას.

 

ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, აქვს შესანიშნავი დრიბლინგი, არის ტექნიკური და ურტყავს ძალიან ძლიერად. სტივენ ჯერარდთან და ფერნანდო ტორესთან ერთად შესანიშნავ თავდასხმას შექმნის – ამაში როი ღრმად დარწმუნებულია.

 

წლევანდელ პრემიერ ლიგის სეზონში “ლივერპულმა” 15-დან მხოლოდ 5 ქულა აიღო და ჰოჯსონი ფიქრობს თავდასხმას რაც შეიძლება მალე უნდა მიხედოს და “ელ მატადორი” ამ პრობლემას უცბად მოაგვარებს.

 

ინფორმაციის წყარო:Liverpoolfc.Tv / Footylatest.com

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...