Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “დირექტორებს არაფერი გაეგებათ!”


Recommended Posts

http://b.pix.ge/c/958nq.jpgრაფაელ ბენიტესი 6 წლიანი “წითელი კარიერის” შემდეგ აცხადებს, რომ “ლივერპულის” დირექტორებს ფეხბურთის შესახებ არაფერი გაეგებათ. …

 

თავმჯდომარე მარტინ ბრაუტონმა და მმართველმა დირექტორმა ქრისტიან პარსლოიმ მაშინვე დაიწყეს ესპანელი მენეჯერის, რაფაელ ბენიტესის გავებაზე ზრუნვა, როგორც კი სეზონი დასრულდა. მენეჯერმა, რომელმაც პირველივე წელს კლუბს ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებინა, 2 წლის შემდეგ კვლავ გაამეორებინა ტიტულები, კიდევ რამოდენიმე თასით დაამშვენა და 2009 წელს პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე დაასრულებინა ასპარეზობა, მხოლოდ იმის გამო დაითხოვეს, რომ ერთი წარუმატებელი სეზონი გამოიარა, რომელიც საკმაოდ გასამართლებელ მიზეზებს ემყარებოდა.

 

მარტინმა და ქრისტიანმა ერთ სამშაბათს განუცხადეს ბენიტესს, რომ შედეგი საგანგაშო იყო და აუცილებლად განახლება სჭირდებოდა, ადვილი მისახვედრი აღმოჩნდა, რომ სწორედ ესპნელი მწვრთნელი იყო გასაშვები. –რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, ვითომდა მწვრთნელის მიერ დაჩაჩანაკებული კლუბი უშვებს მას, ხოლო იმ პერიოდისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდი, თასების მფლობელი მილანის “ინტერი” იყვანს ამავე მწვრთნელს … ეს კიდევ უფრო ზრდის რაფას სიტყვებს “წითლების” დირექტორების მიმართ, რომ ისინი ფეხბურთისგან ძალიან შორს არიან. (ავტ.)

 

“ჩემი დამოკიდებულება მასიმო მორატის მიმართ, ნამდვილად ძალიან კარგია” – განაცხადა ბენიტესმა. – “მას კარგად ესმის ფეხბურთი.”

 

“თუ გუნდი არ მიაღწევს მისაღებ შედეგს, ყველა ბრაზდება, თუმცა მასთან ფეხბურთზე ლაპარაკი მაინც შესაძლებელია.”

 

“გასულ წელს, ჯერ კიდევ “ლივერპულში” ყოფნისას, უბრალოდ შეუძლებელი იყო მათთან ფეხბურთზე საუბარი, მორატისთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა.”

 

“ბენიტესი მისი კლუბიდან წასვლის დეტალებს ბოლომდე არ ახმაურებს, თუმცა ამერიკელ მფლობელებთან დაპირისპირებას და მათდამი პროტესტს კვლავაც არ მალავს.”

 

http://b.pix.ge/n/ltdg1.jpg

 

ახლა კი ადამიანთა აზრები ორად იყოფა, იყო კი რაფა კლუბში დარჩენის ღირსი, თუ არა. მე კი მაინც იმ ადამიანთა კლასს მივემხრობი, რომლებიც მას კიდევ ერთ შანსს მისცემდნენ. (ავტ.)

 

წყარო: telegraph.co.uk

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...