Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ის რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/economist.jpg

 

ეს მისი ერთ–ერთი საუკეთესო ხუმრობა იყო. ოთხნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე ემბარგო დააწესა (შესაძლოა გაყალბებული სამედიცინო დასკვნების საფუძველზე), რითაც ღვინის მწარმოებლებს ახალი კლინტების მოზიდვისკენ უბიძგა და გასულ კვირას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის, რომ მისი წყალობით დღეს ქართული ღვინო მისი არსებობის მანძილზე საუკეთესოა.    

 

2004 წელს ქართული ღვინის 80%–ის ექსპორტი რუსეთში ხორციელდებოდა; დღეს პროდუქცია 30 სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება. საერთაშორისო კონკურენციის პირობებში, საუკეთესო ღვინოების ხარისხი გაიზარდა: მაგალითად, ამ თვის დასაწყისში, ბადაგონის 2007 წლის Alaverdi Tradition–მა ლონდონში პრესტიჟული პრემია Decanter მოიპოვა.

 

ღვინოს ქართულ იდენტობაში ცენტრალური ადგილი უკავია: მისი ეკონომიკის საფუძველი, განსაკუთრებული სიამაყის წყარო და ძალიან ხშირად, ავტომობილის არააკურატული მართვის მიზეზიც. ზოგიერთი არქეოლოგის მტკიცებით, ღვინის წარმოება სწორედ აქ, დაახლოებით 8 000 წლის წინ დაიწყო. და 200 წლის განმავლობაში ქართული ღვინო რუსულ პალიტრას ამშვენებდა. 

 

სიტუაცია 1985 წელს გაუარესდა, როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა ანტი–ალკოჰოლური კამპანია წამოიწყო. მთელს საბჭოთა კავშირში ვენხები განადგურდა; საქართველოში მათი დაახლოებით მეოთხედი გადარჩა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ეკონომიკურმა კოლაფსმა წარმოება კიდევ უფრო დაანგრია. საქართველოს ექსპორტის ძირითად ბაზრებზე ფალსიფიკაცია გავრცელდა. რუსული ემბარგოს შემოღებით კი, ექსპორტი მკვეთრად დაეცა: ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2007 წელს მისი მოცულობა 2005 წელთან შედარებით 36 %–მდე დაეცა. ზოგიერთი წარმოება დაიხურა; სხვები გადარჩენისთვის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ექსპორტის შეზღუდულ ბაზარზე და ქართველ ემიგრანტებში იბრძოდნენ.

 

სიტუაცია გაუმჯობესდა. წელს ექსპორტი უკრაინასა და ყაზახეთში, საქართველოს ყველაზე დიდ უცხოურ ბაზრებზე, 2009 წელთან შედარებით გაიზარდა. ამ წლის დასაწყიში, ფალსიფიცირებული ღვინის შემცირების მიზნით, ევროკავშირმა საქართველოს გეოგრაფიული ტერმინების დაცვის გადაწყვეტილება მიიღო. და საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი ფაქტი. ამ კვირის ბოლოს 2010 წლის მასის ღვინის საერთაშორისო პრიზით კახეთის არქიეპისკოპოსი ქართული ღვინის წარმოებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდება. 

 

თუმცა უამრავი პრობლემა რჩება. პირველ რიგში, ქართული ღვინო ძალიან ძვირია იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს დასავლეთ ევროპისა და აშშ–ს დიდ ბაზრებზე. და ქვეყანა აუცილებელი კვალიფიციური პროფესიონალების  დეფიციტს განიცდის, რომლებიც დარგს უფრო კონკურენტუნარიანს გახდიდნენ. გასულ კვირაში პრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ღვინის ინდუსტრიის კრიზისი დასრულდა. შესაძლოა, ის საკუთარი წარმატებებით ხარობდა. 

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...