planetanews Posted September 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/logo_slate-150x57.png ენ აპელბაუმი ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა რეალობა გააშიშვლა. ევროპა დღეს არა აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძის გასწვრივ იყოფა, არამედ პრინციპით: აყვავებული ჩრდილოეთი და გაღატაკებული სამხრეთი ერთი პოლონელი და რამდენიმე ესტონელი ბერძნულ კაფეში საუბრობენ. ისინი იმ დროზე მსჯელობენ, რომელიც აქ უფროს ნელა მიედინება და ბერძნების მსუბუქ ყოფაზე ხუმრობენ: ყველა შვებულებაშია, ფულის გადახდა კი გერმანელებს უწევთ! ისინი უძრავი ქონების ბაზრის ბოლო ისტორიებს ჰყვებიან. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ყველა სახლს ორი ფასი აქვს: ოფიციალური და რეალური – ამბობს ერთ-ერთი. ოფიციალური ფასის მიხედვით გადასახადებს იხდიან, რეალური ფასით კი უძრავ ქონებას ყიდულობენ. ამის თაობაზე ყველა ძალოვანმა სტრუქტურამ იცის, მაგრამ თვალის დახუჭვას ამჯობინებენ. საგადასახადო ინსპექციაც კი. ოჰ, რა თქმა უნდა, კორუმპირებული ჩინოვნიკები – წამოიძახა მეორემ – ადრე ეგეთები ჩვენთან ესტონეთშიც იყვნენ. დიახ, დიახ – ისმის ხმა მეორე ბოლოდან – პოლონურ სახლებსაც ჰქონდათ ადრე ოფიციალური და ნამდვილი ფასი, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, მას შემდეგ ათი წელი გავიდა, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი აღმოსავლეთსა და დასავლეთზე. დღეს კი ზოგიერთების აზრით გამყოფი ხაზი, რბილად ჩრდილოეთ-სამხრეთ მიმართულებაში გარდაიქმნება. ჩრდილოეთი და სამხრეთი. ამ ახალი კონცეფციით აღფრთოვანებული არავინ არის, განსაკუთრებით ახალი სამხრეთი და მაინც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი წარმონაქმნის ყველა წევრი აუცილებლად ევროპის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს: საუბარი არა გეოგრაფიულ კრიტერიუმებზე, არამედ პოლიტიკურ ჟარგონზე. სამხრეთში ყველა ის ქვეყანა გაერთიანდა, რომლის პოლიტიკური კლასი უუნარო აღმოჩნდა ეროვნული ბიუჯეტები გაეწონასწორებინა და ჩინოვნიკური აპარატი შეემცირებინა, ხოლო ამომრჩეველმა მათ მიერ შეთავაზებული მკაცრი ეკონომიის გეგმა მშვიდად ვერ მიიღო. ასეთები აღმოჩდნენ საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, უნგრეთი, ბულგარეთი და ირლანდია. ჩრდილოეთში აღმოჩნდა გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, სკანდინავიის ქვეყნები, ჩეხეთი და სლოვაკია. ახალი ბიუჯეტის მიღებამ ბრიტანეთის მთავრობას „სამხრეთელთა“ რიგების დატოვების და კვლავ „ჩრდილოეთელებთან“ მიერთების საშუალება უნდა მისცეს. საფრანგეთი ძველებურად ბალანსს იცავს ორ ბანაკს შორის. თუმცა მდიდარი მხოლოდ ჩრდილოეთი არ არის: სამხრეთის დიდი ნაწილიც არც თუ ისეთი ღარიბია, მაგრამ თუკი ჩრდილოეთში კერძო კაპიტალი იზრდებოდა სახელმწიფო სექტორის ფეხდაფეხ, სამხრეთში ამ უკანასკნელს პირველი მნიშვნელოვნად აჭარბებს. ყველა შემთხვევაში ეს ერთ-ერთი არსებითი მოსაზრებაა. მე შესანიშნავად მესმის, რომ ეს სუბიექტური კატეგორიებია და ერთი ან მეორე კლუბის კუთვნილებაზე კამათი ძალიან მარტივად შეიძლება. საეჭვოა პოლონეთის მმართველები მათი ესპანელი კოლეგებისგან ძალიან შორს იდგნენ. ირლანდიული კაპიტალიზმი გარკვეული თვალსაზრისით მის ჩეხურ ანალოგზე ბევრად უკეთ გამოიყურება. იტალიაში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე ესტონეთში, ხოლო მთელი რიგი „სამხრეთის“ მთავრობები ყველაფერს აკეთებენ რეფორმების სწრაფად განხორციელების (რომლებიც ნორმალურ პირობებში ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ უნდა განხორციელებულიყო) და საკუთარი ეკონომიკის „ჩრდილოეთიზაციისთვის“. მართალია ზოგიერთი ქვეყანა რა თქმა უნდა საკუთარი ბანაკის ჩარჩოებში ბოლომდე ვერ ეწერება, მაგრამ სამხრეთად და ჩრდილოეთად გაყოფის ფაქტის უარყოფა დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია. მეტიც, დღეს ეს ხაზი იმაზე გაცილებით მკაფიოდ ჩანს, ვიდრე ტრადიციული გამყოფი ხაზი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის. არ შეიძლება ახალ ჩრდილოეთში გერმანიის წამყვან როლზე თვალის დახუჭვა. დანარჩენები მის მიბაძვას ცდილობენ. მისი საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდა შრომის და საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმის წყალობით, ბევრ ისეთ ქვეყანას იზიდავს, ვისაც მისი წარმატების გამეორება სურს. გერმანიის ეკონომიკური გავლენა რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალში მხოლოდ გაიზრდება. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ახალი ჩრდილოეთი ევროს ზონას სრულად არ შეესაბამება: მისი ყველა წევრი ევროპული ვალუტით არ სარგებლობს, მაშინ როდესაც სამხრეთში მას ბევრი იყენებს. სიტუაცია ერთგვარად ალოგიკურად გამოიყურება: ჩრდილოეთის ეკონომიკები აქტიურად ავითარებენ კავშირებს და სულ უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს, მაგრამ განსხვავებულ ფულს იყენებენ და იმავდროულად, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და საბერძნეთი – ქვეყნები, რომლებსაც სახელმწიფო სახსრებთან და ბიუჯეტთან აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აქვთ, ერთ მონეტარულ ზონას განეკუთვნებიან. ხომ არ აჯობებდა ევროსთვის თავის დანებება და ერთგვარ „ჩრდილოურ“ ვალუტაზე გადასვლა? კიდევ რამდენი დრო დასჭირდება იმას, რომ ეს იდეა პოლიტიკოსებს გონებაში გაუჯდეთ, პირველ რიგში გერმანიაში? თუმცა ჯერ-ჯერობით მსგავსი არაფერი ხდება: ევროპამ ამ წლის დასაწყისში გერმანიის ხელმძღვანელობით საბერძნეთის ეკონომიკა გადაარჩინა. უზარმაზარი ფინანსური ნაკადების სანაცვლოდ მან ღრმა სტრუქტურული და საბიუჯეტო გარდაქმნების განხორციელება მოითხოვა. იმავდროულად, სასწაულებრივი გადარჩენა დიდი ევროპული სოლიდარობით არ აიხსნება: ახალ ჩრდილოეთს სინამდვილეში ახალი სამხრეთის პრობლემებთან საქმე არა აქვს. მან სურვილის გარეშე და სერიოზული ფილტრის შემდეგ ფული მაინც გაიღო, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ბანკების დასახმარებლად, რომლებსაც საკმარისზე დიდი რაოდენობის ბერძნული ფასიანი ქაღალდები ჰქონდათ და როგორც სჩანს, მსგავს გულუხვობას „სამხრეთელები“ მეტჯერ ვეღაც ნახავენ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts