planetanews Posted September 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/8/18/1282146038589/Brad-Jones-006.jpg “ლივერპულის” პირველ ნომერს ხვალ მეორე დაბადების დღე აქვს. როი იძახის ბრედი ძირითადში იქნებაო…ხვალ “ლივერპული” “ნორთჰემპტონთან” ენფილდზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა ხვალ ისეთ ფეხბურთელებს ვათამაშებთ, ვისაც გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ ძირითადში მოხვედრისო. უპირველეს ყოვლისა კი ეს ეხება ბრედ ჯონსს, რომელიც “წითლებში” ახალწვეულია. საუბარი მარტო ბრედზე არაა…ასევე ძირითადში უნდა ველოდოთ დენი ვილსონს. ახალგაზრდა მცველმა წელს შოტლანდია გააოცა და ამის გამო დღეს “ლივერპულის” 22 ნომრის პატრონია. სოტირიოს კირგიაკოსი და დანიელ აგერი ასევე ძირითადში დაიწყებენ. “დანიელ აგერი და სოტირიოს კირგიაკოსი ითამაშებენ ცენტრში, ხოლო ვილსონი კი მარცხენივ. დროთა განმავლობაში დენი და დანიელი ადგილებს გაცვლიან. შეუცვლელი მხოლოდ მარტინ კელი იქნება. მას მთელი მარჯვენა მხარის “აწიოკება” ევალება. ის არის ფეხბურთელი რომელიც ბურთს კარგად ფლობს და აქვს დიდი პოტენციალი (კელი). ბრედ ჯონსი – მეკარე, რომელიც რეგულარულად თამაშობს ავსტრიის ნაკრებში და თამაშობდა “მიდლსბროში”, ამიტომ მას 90 წუთს ვაჩუქებ. პეპე რეინა არის კაცი რომელმაც უნდა ითამაშოს ყველა მატჩი, მაგრამ ისიც ადამიანია და მასაც სჭირდება დასვენება. სავარაუდოდ ძირითადში იქნებიან რაიან ბაბელი, დანიელ პაჩეკო და დავიდ ნგოგი”. ინფორმაციის წყარო: Liverpolfc.Tv View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts