planetanews Posted September 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg გია ნოდია 18 ივლისს საქართველო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას,ილჰამ ალიევს ბათუმში შეხვდა და ორ ქვეყანას შორის კონფედერაციის შექმნის „იდეა“ ახსენა. ამ ფრაზამ მყისიერად გაუჩინა ხალხს კითხვა იმის შესახებ, თუ ზუსტად რას გულისხმობდა პრეზიდენტი. მას შემდეგ ანალიტიკოსები კითხვებს სვამენ და იდეებსაც გვთავაზობენ. ჟურნალისტები და პოლიტიკურიკომენტატორები სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყნიდან იდეას (მიუხედავად იმისა ეთანხმებიან, თუ არა) კონფრონტაციული გეოპოლიტიკის ტერმინებში განიხილავენ. აგვისტოში რუსეთი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებს სომხეთში 2044 წლამდე გაუგრძელებენ ვადას. ამავე დროს მათ გააფართოვეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა: ამიერიდან რუსეთი ვალდებულია ნებისმიერი სომხეთი გარე საფრთხისგან დაიცვას, რასაც ერევენი პირველ რიგში აზერბაიჯანისგან მოელის. მოკლედ, სომხეთი კიდევ უფრო ახლო მოკავშირე გახდა რუსეთისა, ვიდრე ეს აქამდე იყო. დისკუსიები ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაციის გარშემო მყისიერად მოათავსეს ტრადიციული „ვერტიკალური“ ღერძის, რუსეთი-სომხეთის (და შესაძლოა ირანის) და საქართველო აზერბაიჯანის (და შესაძლოა თურქეთის) „ჰორიზონტალური“ ღერძის კონტექსტში . არ დაავიწყდათ არც ოკეანისგადაღმელი მოკავშირეები და დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ რაღა თქმა უნდა, კონფედერაციის იდეა ვაშინგტონიდან მოდის და რუსეთის შეკავებას ისახავს მიზნად. მოკლედ, სომხურ-თურქული ურთიერთობების დათბობის მარცხიანი მცდელობის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა: 1990-იანებში ჩვენ ამ თემებზე ლაპარაკი გვიყვარდა. მაგრამ მაინც რა კონკრეტული პოლიტიკური და იურიდიული ნაბიჯებია გადასადგმელი „კონფედერაციის“ ამ პროექტის განსახორციელებლად? არაფერი სპეციფიკური ამის შესახებ ჯერჯერობით არ მსმენია. თავდაპირველად მოდი გავიხსენოთ რა თქვა ზუსტად სააკაშვილიმა ამ ორი თვის წინ. „რამდენიმე წლის წინ მე ვთქვი, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონფედერაციული ურთიერთობები“ – განაცხადა სააკაშვილმა. „ფატქობრივად ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად სცილდება იმას, რაც ქვეყნებს ჩვეულებრივ შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ ერთმანეთის გაგრძელებას წარმოვადგენთ“. მოკლედ, რომ ვთქვათ ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაცია მომავლის პროექტი კი არაა, არამედ აწმყოს აღწერაა. შესაბამისად ტერმინი არ უნდა განვიხილოთ პირდაპირი იურიდიული მნიშვნელობით, არამედ როგორც რიტორიკული გამოთქმა, რომლითაც აღინიშნება „განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობანი ორ ქვეყანას შორის“. გარდა ამისა, ადამიანები პრეზიდენტის გარემოცვაში ამტკიცებენ,რომ იგივე შეიძლება ითქვას ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე: აქაც სიახლოვის ხარისხი ძალიან მაღალია. რაღა თქმა უნდა, სომხური მხარე ამ ტერმინის გამოყენებას (თუნდაც რიტორიკულად) ბევრად უფრო ნაკლებად მიესალმება. ცხადია, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ურთიებებს შორის ტოლობის დასმა თვალთმაქცობა იქნებოდა. რუსეთთან ცივი ომის პირობებში, საქართველო ვერ იქნება ნასიამოვნები რუსულ-სომხური სამხედრო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციით. მტრები და მეგობრები მაგრამ იმ ორი ცხადი ფაქტიდან, რომ საქართველო და რუსეთი მტრები არიან, ხოლო სომხეთი და რუსეთი მეგობრები, ხისტი გეოპოლიტიკური დასკვნების გამოტანა არც სომხეთისთვის და არც საქართველოსთვის არ იქნება მომგებიანი. ასევე, რუსეთს და აზერბაიჯანს არ სურთ მტრებად გადაქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მტრები არიან, ხოლო სომხეთი და რუსეთი – მოკავშირეები. გეოპოლიტიკური ფორმულა, რომლის თანახმადაც „ჩემი მტრის მეგობარი, ჩემი მტერია“ დღეს კავკასიას არ მიესადაგება – და მადლობა ღმერთს. რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველო რეგიონალურ ურთიერთობებს მეტ მნიშვნელობას ანიჭებს და აქტიურად ცდილობს კავშირების ინტენსიფიცირებას იმისდა მიუხედავად თუ რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან სხვა სახელმწიფოებს. ამაში რუსეთთან კონკურირების ელემენტიც არის. რუსეთის პოლიტიკა სააკაშვილის მთავრობის არცნობისა, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას ისახავს მიზნად. მოსკოვს არა მხოლოდ ის სურს, რომ თბილისისადმი დასავლეთის მხარდაჭერას გამოუთხაროს ძირი, არამედ ისიც, რომ საქართველო რეგიონალური კავშირებიდანაც გააძევოს. სააკაშვილი კონტრზომებს მიმართავს და აქამდე ძირითადად წარმატებით. მართალია, ყოველთვის შეიძლება კამათი იმაზე, თუ რას ნიშნავს „წარმატება“, მაგრამ შექმნილ გარემოებებში საქართველო რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობათა ნებისმიერ დათბობას თავის წარმატებად და ამავე დროს რუსეთის მარცხად მიიჩნევს. რუსეთი სხვადასხვა ეკონომიკური პროექტით აქტიურად ცდილობს აზერბაიჯანი თავისი გავლენის სფეროში შემოიყვანოს. სანამ დასავლეთის პატრონაჟის ქვეშ თურქეთი და სომხეთი ფლირტაობდნენ, ხოლო აზერბაიჯანი თავისი უახლოესი მეგობრებისგან, ანკარასგან და ვაშინგტონისგან თავს მიტოვებულად გრძნობდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ გარკვეული სახით გეოპოლიტიკური ცვლილება შესაძლებელია. მაგრამ ბაქო-თბილისი-ყარსისი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაჩქარება და ნაბუქოს მილსადენის პროექტის რეალიზაციისკენ გადადგმული ახალი ნაბიჯები, იმის მაჩვენებელია, რომ ალიანსი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი ჯერ კიდე ფუნქციონირებს. ეს ის პროექტებია, რომლებიც ყველაზე მეტად ანიჭებს რეალურ მნიშვნელობას რიტორიკულ ტერმინს „კონფედერაცია“. მაგრამ, მეორეს მხრივ მარტში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნა ზემო ლარსში სულაც არაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დათბობის ნისანი, (როგორც ეს დასავლელ ექსპერტებს უნდათ რომ გაიგონ). ეს სოხურ-ქართული თანამშრომლობის გამოხატულებაა, რადგან გზა ყველაზე მეტად სომხეთს სჭირდება. რა მნიშვნელობა აქვს მაშინ უწოდებენ თუ არა ასეთ მეგობრობას „კონფედერაციას“? ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts