shamili Posted September 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვაჟა ადამია:http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...7-16092010.html "ქართველები ვართ ფარისევლები და რაც გვჭირს, ჩვენი ფარისევლობის გამო გვჭირს - დღესაც ვფარისევლობთ. შეუძლებელია უცხო ქვეყნის აგენტი იყოს დიდი მამულიშვილი. ამის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ რუსეთის დაზვერვის ერთ-ერთი დასაყრდენი ყველაზე დიდი მამულიშვილად დაგვიხატეს - მეც ფარისეველი ვარ და ამიტომ ვერ გაგიმჟღავნებთ. დღევანდელი ხელისუფლებისა და სააკაშვილის მოყვანაში იმ გავლენის აგენტს, რომელზეც მოგახსენებდით, ლომის წილი მიუძღვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა ადამია. "ციხის შემდეგ აზრი აბსოლუტურად არაფერზე შემცვლია. მე ამ ცხოვრებას არ მოვწყვეტილვარ. ჩემი ადვოკატის მეშვეობით ვმონაწილეობდი პარტიის ცხოვრებაში და შესაბამისად, ქვეყნის ცხოვრებაში. სააკაშვილი აუცილებელი იყო, თუმცა რასაც ვხედავ, გაკეთებულია ძალიან ნაჩქარევად - ჩვენს ხელისუფლებას გამოცდილება არ აქვს. იქნება სააკაშვილი და გამოცდილებასაც უფრო მეტსა და მეტს მიიღებს. ნერვული სისტემის მიხედვით სააკაშვილი არის ე.წ. "ქოლერიკული ტიპი" - ძლიერი, მოძრავი, გაუწონასწორებელი. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ სააკაშვილი არის ძლიერი, მოძრავი გაუწონასწორებელი. ის იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს ეპოტინება, მოძრავია. სააკაშვილმა თვითონ არ იცის, რას მოიმოქმედებს - ჩვენ როგორ შეიძლება ვიცოდეთ. მაგრამ თუ შეცდომა დაუშვა, შემდეგ ასეთი ტიპი ნანობს, ცდილობს გამოასწოროს და ასწორებს კიდეც იმიტომ, რომ `ქოლერიკული ტიპი" ძლიერია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა ადამია. "რაც შეეხება ომში ჩართვას, ვრცელი თემაა, მაგრამ გეტყვით, რომ ესეც საჭირო იყო. ეს იყო რუსეთის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რუსეთი მთელ საქართველოში უნდა შემოსულიყო, არ უნდა გაჩერებულიყო. რაღაც-რაღაცები რაღაცად უნდა დაგვიჯდეს - აბა, ისე არაფერი კეთდება... გაკეთდა - რუსეთის სახე გამოჩნდა და კიდევ ბევრი რამ გამოჩნდა. რასაკვირველია, რუსეთი მთელი მისი არსებობის განმავლობაში ჩანდა, რაც იყო, მაგრამ დღეს საჭირო იყო ეს ევროპას დაენახა. ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ინსტიტუტებს ყველაფერი უნდა დაენახათ, მიმხვდარიყვნენ, რომ რუსეთი აგრესიაზე წამსვლელია", - აცხადებს ვაჟა ადამია და შეკითხვას - "ევროპას რუსეთის სახე დავანახვეთ, მაგრამ ჩვენ რა მივიღეთ? ევროპა ისევ შეეგუა აგრესიულ პოლიტიკას" - პასუხობს:"ჩვენ მივიღეთ საწყისი, საქართველოს ფედერალური მოწყობისთვის. ვიღაც ფიქრობს, რომ ფედერალური მოწყობა საქართველოსთვის გამოსავალია. მერაბ კოსტავას საზოგადოებაში უნიტარისტები ვართ. მაგრამ მე, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ საქართველო ფედერალიზმისკენ მიდის, ეს პროცესი შეუქცევადი ხდება. შემოგვთავაზებენ კონფედერაციას, მაგრამ ჩვენ ფედერაციულ მოწყობაზე დავთანხმდებით. არა მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალი, ოსეთი-ალანია შემოვა ჩვენს შემადგენლობაში. ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და ყაბარდოც შემოვა - როცა რუსეთი დაიშლება ძალიან მალე! დიახ, მალე - ისტორიისთვის რამდენიმე წელიწადი არაფერია. ახლა 2010 წელია. რუსეთის დაშლის პროცესი ფაქტობრივად დაწყებულია. ამას ზოგი ხედავს, ზოგი ვერ ხედავს". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 პადოშას არვინ ეკითხება ფარისევლობის საკითხს? თუ არანაირი მაგის ნიშანი არ აქვს და არ ჰქონია? ნუ კაი პადოშას შევეშვათ.მე პირდად დავრწმუნდი იმაში, რომ თუკი რუსეთის წისქვილზე ვინმემ წყალი დაასხა, ეს იყო ჩვენი სამი უკანასკნელი პრეზიდენტი.სამივე "პროდასავლელი" უნდა ყოფილი იდეაში, და ამ დროს ერთნაირი არარაობები აღმოჩნდნენ.ასე რომ, მე ვაჟა ადამიას გაფრთხილება არ მჭირდება, ისედაც ვიცი რომ სანამ ეს ხელისუფლება მართვაშია და არა როგორც მინიმუმ ოპოზიციაში ( არადა ამათ ნაწილს მე დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ოპოებს შორის, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებას სისხლს გაუმწარებენ ) მანამდე ეს საფრთხე ძააალზედ დიდია.ეს ხალხი კი... პოლიტიკური ნაფტალინიდან ცდილობენ ამოსვლას იმ ადამიანის ლაქუცით, რომელსაც ეს ქვეყანა რუსულ ჯოჯოხეთში მიჰყავს.ასე რომ...ვაჟა - აფერუმ შენს კაცობას, პატრიოტობას და წეისერებას...ამპარტავნობა დაგღუპავს შენ და შენნაირებს...ცუდი ისაა რომ შეიძლება ქვეყანაც გადაიყოლოთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted September 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 (edited) დირეიე სად ხედავ ლაქუცს გაფიცებ ? ვაჟა ადამია და მერაბ კოსტავას საზოგადოების ბიჭები წმინდა ილია მარტლის საზოგადოების ბიჭებთან ერთად მარტო ინარჩუნებდნენ სამაჩაბლოს სოფლებს და მათ დროს ერთი სოფელიც არ დაკარგულა. სამაჩაბლოელი მეომრებისგან არის დაკომპლექტებული მერაბ კოსტავას საზოგადოების ძირითადი ბირთვი. რა გაგიკეტებია მათზე მეტი სამშობლოსთვის გაფიცებ თუ მამაკაცი ხარ, ეშმაკი ვერ გაიგებს თქვენს სქესს ისეთ ნიკებს ირჩევთ Edited September 21, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 shamili თუ შეცდომა დაუშვა, შემდეგ ასეთი ტიპი ნანობს, ცდილობს გამოასწოროს და ასწორებს კიდეც იმიტომ, რომ `ქოლერიკული ტიპი" ძლიერია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა ადამია. რაც შეეხება ომში ჩართვას, ვრცელი თემაა, მაგრამ გეტყვით, რომ ესეც საჭირო იყო.ჩვენ მივიღეთ საწყისი, საქართველოს ფედერალური მოწყობისთვისსამი სხვაობა დამანახე კარდუსა და ვაჟა ადამიას სიტყვებს შორის. რაზე ვკაიფობ იცი? აი ამით ვინმეს დაბოლებას მართლა სცდილობენ? ანუ რეალურად იმედი აქვთ რომ ამეების მოსმენის შემდეგ ვინმეს დააჯერებენ რომ სააკაშვილის თამაშს არ თამაშობენ და ნაცდაფინანსების იმედი არ აქვთ? თქვენ ბატონებო საერთოდ დეგენერატები გგონიათ ამ ქვეყნის მოსახლეობა? მოდი რა...ყოველგვარი იდეოლოგიური ბაზისების, ლამაზი სიტყვებს, ქება დიდების- კრიტიკას დამსგავსების საცოდავ მცდელობებს მოეშვან, და ჯიგრულად, "არაფორმალურად" თქვან რა პირდაპირ ძმაო, ასე გვაწყობს და ამათთან იმიტომ ვართ და ნუ შეგვეცით რა ამათი დროა და ამათთან ვთამაშობთ. წავა ამათი დრო და მერე ხვებთან ვითამაშებთო რა...ღიად, კაცურად, არასასაცილოდ რა...თორემ ეს ჭინთვები... რაღაც საცოდავ უნარშეზღუდულად ჟღერს რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted September 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 ისე ვკითხულობა ამ წერილს და ვერანაირ განსხვავებას ვერ ვპოულობ, ჩემთვის რუსეთის კაც,ამ ფორუმის ერთ ერთი წევრის ასდს იდეებისგან. მოკლედ ყველანაირად ცდილობს რუსეთი ამ იდეის შემოგდებას და თავისი სისულელით თუ სპეციალურად, ბევრი ქართველიც ხელს უწობს ამაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted September 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვაჟა ადამიაეს ვაჟა ადამია არ იყო რუსეთის ფულით და იარაღით ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს რომ ამხობდა..?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.