Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- საუდის არაბეთმა მსოფლიო დაამშვიდა: ნავთობის მარაგები საკმარისია


Recommended Posts

ნავთობის ათვისების ამჟამინდელი ტემპების შენარჩუნების პირობებში საუდის ნავთობ რესურსები მინიმუმ 80 წლის განმავლობაში საკმარისი იქნება. ასეთი დამამშვიდებელი პროგნოზით საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანიის ARAMCO-ს გენერალური დირექტორი მონრეალში გამართულ, 21-ე მსოფლიო ენერგეტიკულ კონგრესზე გამოვიდა.

  • განვითარებად ქვეყნებში საწვავზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება

გაზიარება

[18:12 21-09-2010]

http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TJi9MkGIJkI/AAAAAAAAEDY/hUBeMOgh_qQ/s200/400_F_84.jpgამასთან, მისი მტკიცებით, ნავთობი მომავალში უფრო მეტი იქნება, რადგან ამჟამად ქვეყანა საკუთარი საბადოების დამუშავების დონეს 40-დან 70 პროცენტამდე ზრდის.

ARAMCO-ს ხელმძღვანელის აზრით, გლობალური დათბობის გამო მსოფლიო საზოგადოების შეშფოთების მიუხედავად, პლანეტაზე ნავთობის მოხმარება გაიზრდება, რისი მიზეზიც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მზარდი მოთხოვნებია.

"მომავალი 20 წლის განმავლობაში სამი მილიარდი ადამიანი წელიწადში 10-დან 30 ათასამდე დოლარს გამოიმუშავებს. ეს ენერგიაზე უზარმაზარ, მანამდე არნახულ მოთხოვნას შექმნის," - განაცხადა ARAMCO-ს მეთაურმა.

მანამდე საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტებმა გააკეთეს განცხადება, რომ განვითარებადმა ეკონომიკებმა ნავთობის გლობალური მოხმარების გრძელვადიანი მოდელი თავდაყუირა დააყენეს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ნავთობზე პირველად დაფიქსირდა სეზონისთვის დამახასიათებელ საშუალო მაჩვენებელზე მაღალი მოთხოვნა.

ნავთობზე მოთხოვნა ძლიერდება ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ბრაზილია და ინდონეზია. ამ ფონზე მსოფლიო, შესაძლოა, გადამამუშავებელი სიმძლავრეებისა და ლოჯისტიკის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს.Newsru.com, ncib.ge<div>

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...