planetanews Posted September 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 “ხალხის პარტიის” წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბათუმში სხვადასხვა ობიექტებზე არსებული უცხოურენოვანი წარწერების არსებობა გააპროტესტეს. პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ჯუმბერ თავართქილაძის განცხადებით, პარტიას უცხო ენის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ უპირატესობა ქართულს უნდა მიენიჭოს. “წარწერა ჯერ ქართულ ენაზე უნდა შესრულდეს და შემდეგ სხვა ენაზე, პრიორიტეტული ქართული უნდა იყოს. ქუთაისის ქუჩაზე ვერცერთ ქართულენოვან წარწერას ვერ ნახავთ, ობიექტებს მხოლოდ თირქული წარწერები აქვს. თურქეთის გუბერნიაში ხომ არ ვცხოვრობთ,” – ამბობს ჯუმბერ თავართქილაძე. ბრიფინგზე “ხალხის პარტიის” წარმომადგენლებმა ბათუმში ორი ქუჩისთვის თურქი და არაბი ინვესტორების სახელების დარქმევაც გააპროტესტეს. მათ ბათუმის მერიასა და საკრებულოს მოუწოდეს, მიიღონ დადგენილება ქუჩებისთვის სახელების შეცვლის შესახებ და შეცდომა გამოასწორონ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts