planetanews Posted September 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/indipendent1.jpg იმედგაცრუება იმის გამო, რომ არ შემეძლო ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ნიუსი გამეშუქებინა, უსაზღვრო იყო როდესაც RT-ში საქართველოს კორესპონდენტად ვიწყებდი მუშაობას, არავითარი ილუზიები არ მქონდა. ვიცოდი რომ არხს მთავრობა აფინანსებდა და მის სარედაქციო პოლიტიკაში ეს აუცილებლად უნდა ასახულიყო, მაგრამ 24 წლის კაცისთვის, რომელსაც ტელევიზიებში მუშაობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, ეს უბრალოდ იმდენად კარგი იყო, რომ უარს ვერ ვიტყოდი. იმ წელს როდესაც RT-ზე ვმუშაობდი, საქართველო მუდმივ პოლიტიკური კრიზისში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავდა რომ დასვენების დღეები საერთოდ არ მქონდა. ძირითადად კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ჩემი ნამუშევარი დაბალანსებული იყო. ჩემი ქართველი მეგობრები შურით მიიჩნევდნენ RT-ს ყველაზე ნაკლებად ცუდ რუსულ არხად. ჩვენ ასე მაინც ვამბობდით: სამხრეთ-ოსეთის „დე ფაქტო“ რესპუბლიკა და ვამბობდით პრეზიდენტი სააკაშვილი და არა „სააკაშვილის რეჟიმი“. მაგრამ ჩემი რეპორტაჟები აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცუდ მდგომარეობაზე, არასდროს გადაცემულა ეთერში. როდესაც მე იმ დიპლომატის ციტატა მოვიყვანე, რომელშიც ის 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში მნიშვნელოვან პროგრესს უწოდებდა, მე კინაღამ დამითხოვეს სამსახურიდან, მაგრამ ყველაზე დიდ გამოცდად 2008 წლის რუსულ-ქართული ომი გახდებოდა. თუ თავისი მთავარ ფუნქციას რუსული არმიის მხარდამჭერაში დაინახავდა? ეს საბრძოლო მოქმედებების დაწყების მეორე დღესვე გავარკვიე, როდესაც ღია ეთერში მკითხეს როგორია სიტუაცია. ფრთხილად შერჩეული ფრაზებით „დაუზუსტებელი ინფორმაცია“ „ჯერ ადრეა თქმა“ ვუპასუხე, რომ ახლახანს მიღებული ცნობით რუსული თვითმფრინავები ქალაქ გორის მშვიდობიან რაიონებს ბომბავენ. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ზუსტიიყო, ის კარგად არ მიიღეს. მე სატელიტი მქონდა შეკვეთილი, რათა ყოველ საათში ერთხელ გადამეცა ახალი ინფორმაცია. სტუდიაში მიმავალმა გავიგე, რომ შეკვეთა გაუქმებულია. იმედგაცრუება იმის გამო, რომ არ შემეძლო ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ნიუსი გამეშუქებინა უსაზღვრო იყო. იმის ცდუნება გამიჩნდა, რომ იქვე წამოვსულიყავი სამსახურიდან. დღე წინ მიიწევდა, დაბომბვის რაოდენობამაც იმატა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმაც. იმ საღამოს RT-ს კიდევ ერთი სატელეფონო ინტერვიუ დასჭირდა. ამჯერად მე უნდა უარმეყო CNN-ის არასწორი რეპორტაჟი თბილისზე საჰაერო დარტყმის შესახებ, მაგრამ არ უნდა მეხსენებინა ქვეყნის სხვა რეგიონებში მიმდინარე რეალური დაბომბვები. მე უარი ვთქვი და ოფიციალურად წამოვედი სამსახურიდან. მე მადლობელი ვარ იმ დროის, რაც RT-ში გავატარე და ყველას ვურჩევდი იგივეს, ვისაც რუსეთი აინტერესებს. არხს აქვს რამდენიმე კარგი გადაცემა და ნიჭიერი ადამიანებიც ჰყავს, მაგრამ ნებისმიერ საკითხებში, რომლიც კრემლის ხაზს უკავშირდება, RT აუცილებლად გაჰყვება მას. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts