Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) კოული: “შედეგები მაისში”


Recommended Posts

http://www.aksesbisnis.com/wp-content/uploads/HLIC/1a6b6aabd7b71ba6dedf1003e61b6b3d.jpg

 

დღეს საღამოს “ლივერპულის” ახალწვეულმა, ჯო კოულმა საინტერესო ინტერვიუ მისცა Lfc.Tv-s. კოული აღნიშნავს რომ “წითლების” ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა.გუშინდელ საღამოს მართლაც დასანანი მატჩი დასთმო “ლივერპულმა” და ამან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამჟამად “წითლები” სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში, 16-ე პოზიციაზე იმყოფებიან. პრემიერ ლიგის დაწყებიდან უკვე 5 ტური გავიდა და ასეთი საშინელი სტარტი “მერსისაიდელებს” ჯერ არ ჰქონიათ. 28წლის ახალწვეულმა სულ ცოტა დრო მოითხოვა ადაპტაციისათვის.

 

“როდესაც ადაპტაციას ბოლომდე გავივლი და ფერნანდოც სრულიად შევა ფორმაში “ლივერპულის” შედეგებზე მერე დავიწყოთ ლაპარაკი. ყველაზე რთული კალენდარი ჩვენ გვქონდა 5 მატჩიდან სამი ძლიერი კლუბი შეგვხვდა და აქედან ორი გასვლაზე. კლუბი პასუხს მაისის ბოლოს აგებს, მანამდე კი რაც მოხდება თქვენ ყველანი ნახავთ. დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ლიგაზე ვითამაშებთ. ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით “მანჩესტერის” წინააღმდეგ და ეს გაგრძელდება ბოლომდე. ” – განაცხადა “მერსისაიდელთა” 10-მა ნომერმა.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...