planetanews Posted September 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2010 21 სექტემბერს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვის ინსპექციის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, ინსპექციის უფროსი ლევან მხეიძე განცხადებას გააკეთებს.თემა: “ივლისიდან დღემდე ინსპექციაში გატარებული ძირითადი ცვლილებები”.მის: გულუას ქ. #6 21 სექტემბერს, 11:00 საათზე, სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სკოლების რეაბილიტაციის პროექტს დახურავს. 21 სექტემბერს, 11:00 საათზე, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ბრიფინგს გამართავენ.მის: უზნაძის ქ. №52 21 სექტემბერს, 12:00 საათზე, დიღომში, ე.წ. ნაქულბაქევის ტერიტორიაზე, თბილისის მერი გიგი უგულავა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ახალ აშენებულ ნაქულბაქევის ვიზიტორთა ცენტრს მოინახულებენ და ფონდის “უძველესი თბილისი” დაარსების შესახებ განაცხადებენ. 21 სექტემბერს, 13:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 21 სექტემბერს, 13:00 საათზე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დღის ცენტრს ეწვევა.მის: ავლაბარი, ძმები უბილავების ქ. #8 21 სექტემბერს, 14:00 საათზე, მოძრაობა “7 ნოემბერი” პარლამენტის კანცელარიასთან ბრიფინგს გამართავს.თემა: “რა საკანონმდებლო აქტით აპირებს ხელისუფლება მოხუცთა და მიუსაფართა პრობლემების მოგვარებას”. 21 სექტემბერს, 16:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ “ჯაზუ”-ში გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა “კონსერვატიული პარტიისა” და “ხალხის პარტიის” ლიდერებთან.მის: იოანე ვაკელის ქ. #18 ა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts