Jump to content
Planeta.Ge

მანდატურები სკოლაში


Recommended Posts

ამიტომ იმუშავეთ მეტი რომ შვილი საჯარო სირობაში არ გაგიხდეთ მისაყვანი...

 

აბა ამათი გაკეთებული რამე ნორმალურად დამთავრებული რამე გახსოვთ?

გზები

კორუფცია

ეკონომიკა...

 

და მანდატურები გამოუვიდოდათ?

თან ხომ იცით ჩვენი ძალოვნების ინსტრუკტაჟი როგორიც იქნებოდა? :)

ეხლა ძმაო ხომ იცით, "პალაჟენია თუ არ დააყენეთ" თავზე დაგაჯდებიან.

 

ერთი მდთხლე არაა ვინ მიაყენებს შეურაწყოფას, ქურდი და ძველი ბიჭი თუ იგივე ენაზე მოსაუბრე, იგივე მენტალობის მანდატური? :))

ქურდული სამყარო აღარ არისო :D :D :D

ერთი პოლიციელების სუფრასთან თუ მომხვდარან რომელიმე :D:D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 149
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

lasha_alo

კის დამილინკე რა პლიიიიზ კანონი

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=4299

აქ არის ის შესწორება, სამინისტროს საიტზე ვერ ვიპოვე და სატურნმა მომიძებნა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიტომ იმუშავეთ მეტი რომ შვილი საჯარო სირობაში არ გაგიხდეთ მისაყვანი...

 

აბა ამათი გაკეთებული რამე ნორმალურად დამთავრებული რამე გახსოვთ?

გზები

კორუფცია

ეკონომიკა...

 

და მანდატურები გამოუვიდოდათ?

თან ხომ იცით ჩვენი ძალოვნების ინსტრუკტაჟი როგორიც იქნებოდა? :)

ეხლა ძმაო ხომ იცით, "პალაჟენია თუ არ დააყენეთ" თავზე დაგაჯდებიან.

 

ერთი მდთხლე არაა ვინ მიაყენებს შეურაწყოფას, ქურდი და ძველი ბიჭი თუ იგივე ენაზე მოსაუბრე, იგივე მენტალობის მანდატური? :))

ქურდული სამყარო აღარ არისო :D :D :D

ერთი პოლიციელების სუფრასთან თუ მომხვდარან რომელიმე :D:D :D

და ეგრე არაა, რო? თუკი პალაჟენიე არ დააყენე დაგაჯდებიან :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მშობლის გაკონტროლება და მისით მანიპულირება ყველაზე ადვილია ბავშვის საშუალებით

 

აი ესაა მთელი არსი ამ "მადატურების სამსახურის"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეგრეა.

უბრალოდ პალაჟენიის დაენების მეთოდები უნდა იყოს სწორი. როგორც კანონი და აღსრულება - უნდა იყოს მკაცრი მაგრამ სამართლიანი. ყველასთვის!

მაგრამ ეს ხომ მიშას საქართVელოა,

იმ პრეზიდენტის საქართVელო რომლის ერთადერთ საყრდენად პოლიცია და 3 ტელევიზია დარჩა.

ამიტომაც...

შეეგუეთ იმას, რომ ეს არ მოხდება.

ამიტომაც!

იმუშავეთ მეტი რომ შვილი საჯარო სირობაში არ გაგიხდეთ მისაყვანი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეგრეა.

უბრალოდ პალაჟენიის დაენების მეთოდები უნდა იყოს სწორი. როგორც კანონი და აღსრულება - უნდა იყოს მკაცრი მაგრამ სამართლიანი. ყველასთვის!

მაგრამ ეს ხომ მიშას საქართVელოა,

იმ პრეზიდენტის საქართVელო რომლის ერთადერთ საყრდენად პოლიცია და 3 ტელევიზია დარჩა.

ამიტომაც...

შეეგუეთ იმას, რომ ეს არ მოხდება.

ამიტომაც!

შევესწარუ ერთ მომენტს, დიდი არაფერი,

პატრული ეუბნებოდა მძღოლს, ძმურად რა, კაცურად, მანქანა გდააყენე რა აქედან, მოძრაობას უშლის ხელს :givi:

ის მძღოლიც ტაკოს აქანავებდა...

არადა რომ მიემართა თქვენობით და ეთქვა რომ გაადააყენეთ მანქანა, ოფიციალურად, ცივად, სერიოზულად,

 

პატრულიც და მანდატურიც უნდა იყვნენ განსხვავებულები ურთიერთობაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს სკოლის მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

1. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

ე) მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის დირექციის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ;

თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა;

ანუ მის უფლებები სეუვალია ხოლო სკოლაში კი

2. სკოლის მანდატური უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს სკოლის სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის, სააპელაციო კომიტეტის სხდომებს და მათ წინაშე დააყენოს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები.

სასაცილოა თუ სატირალი ეს ნოვაცია ?! პედაგოგის საჭიროება აღარაა და მითუმეტეს არც სკოლის ადმინისტრაციის ? კანონის დამწერი , მიმღები და ხელისმმწერზე კი ვერ ვიტყოდი გიჟი თავისუფალია. სამწუხაროა რომ მათ აღარ ყავთ აღარანაირი თავისი მანდატური რომ რბილად ვიტყვი სიბრიყვე აღარ ჩაიდინონ.

კანონი სრულად:

ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე 2010-07-21

 

„ზოგადი განათლების შესახებ“

 

საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

 

 

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

 

1. მე-2 მუხლის:

 

ა) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ და „შ2“ ქვეპუნქტები:

 

„შ1) სკოლის მანდატური – შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

 

შ2) სკოლის მანდატურის ეთიკის კოდექსი – სკოლის მანდატურის ქცევის სავალდებულო ნორმების, დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების, დისციპლინური წარმოების, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის განმხილველი ორგანოს შექმნის, წესების ერთობლიობა;“;

 

ბ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ჰ3) პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის მანდატურის ან/და სკოლის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.“.

 

2. მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„9. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის მანდატურს/სკოლის საამისოდ უფლებამოსილ პირს სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა.“.

 

3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

 

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლის მანდატურის სამსახურის დებულებებს;“;

 

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:

 

„ე1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსს;

 

ე2) ამტკიცებს სკოლის მანდატურის ეთიკის კოდექსს;“.

 

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თავი:

 

„თავი X1. სკოლის მანდატური, სკოლის მანდატურის სამსახური

 

 

 

მუხლი 481. სკოლის მანდატური, სკოლის მანდატურის სამსახური

 

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სკოლის მანდატურის სამსახურს (შემდგომში – სკოლის მანდატურის სამსახური), რომლის ამოცანაა სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.

 

2. სკოლის მანდატურის სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

 

3. სკოლის მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 20 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს და სკოლის მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს.

 

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატური ატარებს სამსახურებრივ ფორმას. სკოლის მანდატურის სამსახურებრივ ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

 

 

 

მუხლი 482. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსი

 

1. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

 

2. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.

 

3. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსი:

 

ა) ხელმძღვანელობს სკოლის მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს სკოლის მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის;

 

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას;

 

გ) სკოლის მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით;

 

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის თაობაზე რეკომენდაციებსა და სტატისტიკურ ანგარიშს;

 

ე) ახორციელებს სკოლის მანდატურის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

 

მუხლი 483. სკოლის მანდატურის უფლება-მოვალეობები

 

1. სკოლის მანდატურის უფლება-მოვალეობებია:

 

ა) სკოლის შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლი;

 

ბ) სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება (ცივი იარაღის ტარების, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების, ჯანმრთელობის დაზიანების, თამბაქოს რეალიზაციის წესების დარღვევის, წვრილმანი ხულიგნობისა და სხვა ქმედების შესახებ, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას);

 

გ) სკოლის სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის ან მასწავლებლის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება და მათი კონტროლი;

 

დ) მოსწავლეებისთვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლისსამართლებრივ დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;

 

ე) მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის დირექციის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ;

 

ვ) საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა;

 

ზ) დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება;

 

თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა;

 

ი) სკოლის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;

 

კ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საჯარო სკოლაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და სკოლის დირექტორისათვის და სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;

 

ლ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა;

 

მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით პირადი გასინჯვის ჩატარება;

 

ნ) სპეციალური საშუალებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

2. სკოლის მანდატური უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს სკოლის სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის, სააპელაციო კომიტეტის სხდომებს და მათ წინაშე დააყენოს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები.

 

 

 

მუხლი 484. სკოლის მანდატურის სამართლებრივი დაცვა

 

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატური არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური პირისთვის.

 

2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს სკოლის მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.

 

5. სკოლის მანდატურს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

 

 

მუხლი 485. სკოლის მანდატურის სოციალური დაცვა

 

1. სკოლის მანდატური ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.

 

2. ზიანი, რომელიც სკოლის მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, მას სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა. სკოლის მანდატურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

 

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატურის დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

 

5. სკოლის მანდატურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან გამოყოფილ ფარგლებში სკოლის მანდატურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

 

 

 

მუხლი 486. სკოლის მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და

 

სპეციალური საშუალებების გამოყენების შემთხვევები

 

და წესი

 

1. სკოლის მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

 

2. სკოლის მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:

 

ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;

 

ბ) მოსწავლეზე, მასწავლებელზე, სკოლის ადმინისტრაციასა და ტექნიკურ პერსონალზე და სკოლაში მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას;

 

გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვის წინააღმდეგობის გაწევისას;

 

დ) დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ.

 

3. სკოლის მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს:

 

ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის სკოლის მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია;

 

ბ) ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;

 

გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

 

დ) საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

4. აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება ფეხმძიმე ქალისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება სკოლის მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“.

 

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

თბილისი,

 

2010 წლის 21 ივლისი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ტემები მაინც გააერტიანოს მოდერმა - დომხალია

ეს კანონის შესწორება დევს ჩემ ტემაში, შევთავაზე ფორუმს მუხლობრივი გარჩევა - არ უნდათ :(

უკვე ისეტი შთაბეჭდილება მაქ, რომ ძალიან არასერიოზულად ვუდგებით საკიტხებს, მერე კი გვიკვირს, რა გვჭირს

 

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა. სკოლის მანდატურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

 

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატურის დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

ფაქტიურად ჯარს გაუთანაბრეს

არ ვიცი რა!

განათლების სამინისტრომ შექმნა საკუტარი ძალოვანი სტრუქტურა, არ გამიკვირდება აქციების დარბევაშიც მიარებინონ მონაწილეობა, ან სულაც ბავშვებს სდიონ დასარბევად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ჯერ ასეთი ნეტი არ მაქვს ყველა თემა ვნახო. მალე , მალე დავუბრუნდები მშობლიურ გალაქტიკას :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტიურად ჯარს გაუთანაბრეს

არ ვიცი რა!

განათლების სამინისტრომ შექმნა საკუტარი ძალოვანი სტრუქტურა, არ გამიკვირდება აქციების დარბევაშიც მიარებინონ მონაწილეობა, ან სულაც ბავშვებს სდიონ დასარბევად

ხო რაღაც ეგეთი სუნი აქვს.

კდიევ რამოდენიმე ასეული მართVადი, ფორმაში ჩაცმული აგენტი სკოლებსა და კორპუსებში დაიმატეს ოფიციალურად.

მაგრამ მეორეს მხრივ...

მიშა ხომ ფაქტია რომ შიშებით არის ქურდების მიმართ და ამიტომ ცდილობს რომ მაქსიმალურად მათი სისხლი დალიოს.

ეს კარგია.

და იქნებ ეხლა მომავალი მიშა იზრდება საჯარო სკოლაში, რომელსაც ემახსოვრება და შეზიზღდება სხვა ადამიანისადმი შეურაწმყოფელი დამოკიდებულება...

და იქნებ იმ ბავშმა ჩამორეცხოს ეს სამარცხვინო ვარდისფერი ლაქა ამ ქვეყანას...

იევიცი ეივიცი...

ყველა ჭირი მარგებელიაო და ვიყოთ პოზიტიურები არ ჯობია? :))

პ.ს.

მე თVითონ შემრცხვა :D :D :D

საქართველოში რომ პოზიტივზე ორიენტირებული იქნები... ან მაგარი დეგენერატი უნდა იყო, ან მაგარი ნაშა რომელიც მიშას იცნობს :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

შენ ხომ გესმის რომ ტყუილ უბრალოდ არაფერს არ აკეტებენ - რაღაც "ცანაფიქრი" აქვთ

ეს მინისტრს დაქვემდებარებული ცა;ლე სტრუქრტურა ძალიან არ მომწონს, ტან ნამეტანი ბევრი უფლებები აქვთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

მშობლის გაკონტროლება და მისით მანიპულირება ყველაზე ადვილია ბავშვის საშუალებით

 

აი ესაა მთელი არსი ამ "მადატურების სამსახურის"

ხო ჩემი შვილი რომ მოვა და მეტყვის გრეჩიხას მიეცი ხმაო, სხვა რა გზა მექნება :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო ჩემი შვილი რომ მოვა და მეტყვის გრეჩიხას მიეცი ხმაო, სხვა რა გზა მექნება

იუმორის გრძნობა გღალატობს Saturn-კო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მშობლის გაკონტროლება და მისით მანიპულირება ყველაზე ადვილია ბავშვის საშუალებით

 

აი ესაა მთელი არსი ამ "მადატურების სამსახურის"

 

 

მე ეგრე არ ვფიქრობ,რადგან მშობლებს ისე რა „გამოასწორებენ“,მაგრამ ამ თაობას მაგარ მორჩილებად გაზრდიან. :) კანონის არა,თავის მორჩილებად;.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...