Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ჰეთ-თრიკმა დუბლს აჯობა


Recommended Posts

http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/09/19/article-1313378-0B41F943000005DC-732_634x291.jpgმანჩესტერ იუნაიტედმა ძალზე დრამატულ მატჩში ლივერპული 3:2 დაამარცხა.

 

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რაც გასაკვირი არც ყოფილა. ლივერპულელები კონტრშეტევებით კმაყოფილდებოდნენ, თუმცა პირველ ტაიმში არც ეს საქმე გამოსდიოდათ იდეალურად. აშკარად ინერტული იყო ფერნანდო ტორესი, თუმცა მისმა მონდომებამ მეორე ტაიმში წითლებს დათვური სამსახური გაუწია.

 

ანგარიში დიმიტარ ბერბატოვმა გახსნა 42-ე წუთზე, როდესაც კუთხურიდან მოწოდებულს თავი დაუხვედრა. ამ ეპიზოდში ბულგარელი თავდამსხმელი არცთუ იოლი პოზიციიდან ურტყამდა, თუმცა ფერნანდო ტორესმა მას ხელი ვერ შეუშალა. ასევე უძლური აღმოჩნდა რეინა და ძელთან მდგარი კონჩესკი.

 

59-ე წუთზე ბულგარელმა დუბლი გაიფორმა. მან ბურთი კარისკენ ზურგით მდგომმა მიიღო, დაამუშავა და ძირსდაუშვებლად დაარტყა. გოლი ულამაზესი გამოვიდა – აქ რეინა მანდვილად უძლური იყო(არ ვახდენ დიმიტრი ობოლაძის სიტყვების ციტირებას).

 

სტუმართა მხრიდან, აღსანიშნავია, რომ ისინი არ გატყდნენ და ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. 64-ე წუთზე ტორესი საჯარიმოში წააქციეს, ჰოვარდ უებმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა და სტივენ ჯერარდმა უნაკლოდ დაარტყა – 2:1.

 

თითქოს არაფრით გამორჩეულმა ტორესმა თავის გუნდს კიდევ ერთი კარგი საქმე გაუკეთა, როდესაც საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმა გამოიმუშავა. ბურთთან კვლავ მერსისაიდელთა კაპიტანი მივიდა და… ჯერარდმა ძალზე ჭკვიანურად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.(ე).

 

ა 84-ს…ი! ა.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...