Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ინგლისური ფიასკო, ამაყი ფერგიუსონი და მარცხის გემო


Recommended Posts

 

http://a.pix.ge/u/3qw3f.jpg

 

სულ ცოტა ხნის წინ,  “ჭაღარა” “ოლდ ტრაფორდი” მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო, ერთი უბრალო მიზრზით – სტუმრად ჩასული ლივერპული ცდილობდა მასპინძელი მანჩესტერ იუნაიტედის დამარცხებას. მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელმა მცირე კომენტარი გააკეთა…

 

სერ ალექს ფერგიუსონი ( მანჩესტერ იუნაიტედი)

 

–” რატომღაც მეგონა, რომ ეს მატჩი 2:2 დასრულდებოდა, ანუ ისეთი ანგარიშით, რასაც ყველა ელოდა. ვანდერ საარი, არ შეიძლება ჩაითვალოს ამ მატჩის გმირად, ვინაიდან მას არ ჰქონია არც ერთი სეივი. სამაგიეროდ შემიძლია გამოვყო ნანის და სქოულზის თამაში. ვფიქრობ, მათ დღევანდელ საღამოს, მაქსიმუმი გააკეთეს გუნდისთვის. ბერბატოვიც შეუდარებელი იყო. მან შეძლო ის, რასაც ბევრი ვერ გააკეთებდა.  გახარებული ვარ მისი ასეთი თამაშით.”

 

როი ჰოჯსონი ( ლივერპული)

 

– ” ვფიქრობ, რომ არც თუ ისე ცუდად ვითამაშეთ. არავის დაავიწყდეს, ჩვენ მეტოქეს მისივე სტადიონზე ვებრძოდით.  პირველ ტაიმში თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, მაგრამ მეორე ტაიმში მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო და რამაც გაგვახარა ჩვენ და ჩვენი გულშემატკივარი. ერთს ვიტყვი… ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო უკეთ თამაში – ეს ფაქტია.

 

ფერნანდო ტორესი არის ადამიანი, რომელსაც შანსი უნდა მივცე. მას დრო და ბევრი თამაში სჭირდება პროგრესირებისთვის. მომდევნო მატჩებში ის აუცილებლად ითამაშებს 90 წუთის მანძილზე – ვიმედოვნებ, ეს ტრადცია გახდება.”

 

წყარო: dailypost.co.uk

 

<p style="text-align: left;">

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...