planetanews Posted September 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2010 სასწავლო გემი ,,აკადემია’’ რეაბილიტებულია და სტუდენტებს შეეძლებათ მასზე პრაქტიკის გავლა.ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რეაბილიტირებული სასაწავლო გემი ,,აკადემია’’, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ მოინახულესგემი სასწავლებელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2010 წლის თებერვალში უსასყიდლოდ გადასცა. გემის რეაბილიტაციისათვის სამინისტრომ 50 000 ლარი გამოყო. ამ თანხით მნიშვნელოვანი აღდგენითი და აღჭურვის სამუშაოები განხორციელდა.სასწავლო გემის გადაცემამდე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულები მხოლოდ სასწავლო დიპლომს იღებდნენ და სხვადასხვა გემებზე უხდებოდათ პრაქტიკული გამოცდილების დაუფლება. ამიერიდან კი, სტუდენტები საკუთარ გემზე გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას და ექვსთვიანი კურსის დასრულების შემდეგ, მეზღვაური, პირველად საზღვაო აკადემიის ისტორიაში, ე.წ. სამუშაო დიპლომსაც მიიღებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts