Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) გავტეხოთ მანჩესტერი – ჯო კოული


Recommended Posts

http://b.pix.ge/i/y0j31.jpg

 

არავისთვისაა უცნობი ის რომ, ხვალ 19 სექტემბერს ოლდ ტრაფორდზე მისული გულშემატკივარი ორი დიდი გუნდის დიდ დაპირისპირებას იხილავს – მანჩესტერი ლივერპულს საკუთარ სტადიონზე იღებს. მატჩამდე ლივერპულის მე–10 ნომერმა, ჯო კოულმა liverpoolfc.tv-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა ხვალინდელ მატჩის ირგვლივ…

 

– “მიყვარს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ თამაში. “ოლდ ტრაფორდი” კი საუკეთესო ადგილია აჩვენო შენი შესაძლებლობები ისე, რომ ეს შედეგზეც აისახოს.

 

მობილიზებული ვარ, კონცენტრირებული ამ მატჩზე. ვინაიდან მე ვიცი, რაოდენ სასიხარულოა ჩვენი გულშემატკივრისთვის ნახვა, თუ როგორ ამარცხებს ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს.”

 

ჯო კოულმა გაიხსენა წინა ინგლისური ტრიუმფი სტიაუასთან:

 

– ” ეს შესანიშნავი იყო. მე მომეცა შესაძლებლობა მეჩვენებინა გულშემატკივრისთვის თუ რისი გამკეთებელი ვარ…  მეიერელეში და პოულსენი ჩემსავით კლუბში ახლები არიან. ისინეც ჩემსავით ცდილობენ ბოლომდე დაიხარჯონ გუნდის სხვა ფეხბურთელებთან ერთად.

 

რაც შეეხება ევროპის ლიგას, ამ ტურნირზე  ლივერპული ცხრაჯერ იყო ფინალში და ხუთჯერ აიღო თასი. იმედი მაქვს ხვალინდელი მატჩი და საერთოდ წლევანდელი წელი წარმატებული აღმოჩნდება.”

 

წყარო: liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...