planetanews Posted September 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2010 http://a.pix.ge/t/qvmwb.jpg გთავაზობთ ხვალინდელი შეხვედრის პრევიუს… კვირა/19სექტემბერი/2010წ. მანჩესტერ იუნაიტედი – ლივერპული სტადიონი: ოლტრაფორდ-არენა(76212მაყურებელი) დასაწყისი: 16:30 http://www.soccerpresent.com/soccerpresent/im/bi/catimages/manchesterunited.jpgმანჩესტერელები წლევანდელ სეზონში დიდი გეგმები აქვთ და ამ გეგმების წარმატებით განხორციელებაში მათ ლივერპულთან მოპოვებული გამარჯვება დიდად დაეხმარება, მანჩესტერელები სეზონის სტარტს საკმაოდ უჩვეულოდ და ერთფეროვნად ატარებენ, ალექს ფერგიუსონის შეგირდები ერთ მატჩში გუნდად გვეჩვენებიან რომელსაც პრემიერლიგის მოგების დიდი შანსი აქვთ, შემდეგ მატჩში კი ისინი გვევლინებიან გუნდად რომელთათვის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური წარმატებული ნაბიჯია. ბოლო შეხვედრაში იუნაიტედმა შინ რეინჯერსი მიიღო და შეხვედრა ისე დაასრულა მეტოქის კარში ერთი ბურთის გატანაც ვერ შეძლო. წითლი ეშმაკები ხვალინდელი მატჩისთვის ემზადებოდნენ და შინ რეინჯერსის უპრობლემოდ დამარცხებას გეგმავდნენ, მაგრამ რეინჯერსმა ტოლი არ დაუდო და 3 ქულასთან ერთად საკმაოდ დიდი ჯაფა და ენერგია დაახარჯვინა(მადლობა რეინჯერსს), მაგრამ მანჩესტერელებს განსხვავებით ლივერპულისგან დიდი დრო ქონდათ დახარჯული ენერგია აღედგინათ თან არსათ მოგზაურობაც არ მოუწიათ, რადგან იმავე სტადიონზე ხვალ მერსისაიდელებს უმასპინძლებენ. მანჩესტერელებს ხვალ ვალენსია დააკლდებათ რომელმაც რეინჯერსთან საკმაოდ ძლიერი ტრამვა მიიღო(+1მადლობა რეინჯერსს), ტრამვიდან ბოლომდე გამოჯანმრთელებას კვლავაც ვერ ახერხებს რიო ფერდინანდი, მიუხედავად იმისა რომ მან წინა შეხვედრა რეინჯერსის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, აგრეთვე საეჭვოა ანდერსონის და ჰარგრივზის თამაში. http://i525.photobucket.com/albums/cc335/patrykg1995/200px-Liverpool_FC.pngმერსისაიდელები ხვალინდელ შეხვედრას კარგი განწყობით და დიდი შემართებით შეხვდებიან, ლივერპული მართალია ამ სეზონში თამაშით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ამ წარუმატებლობას ყოველთვის რაღაც მიზეზები ახლდა თავს ტრამვა იქნებოდა თუ ფეხბურთელის ცუდ ფორმაში თამაში, დღეს კი მიუხედავად კიუიტის არყოფნისა გუნდს ნამდვილად მართებს სამი ქულა თუ არა ქულა მაინც სწამოიღოს ოლტთრაფორდიდან, მართალია ოლტთრაფორდზე წაგება გუნდისთვის იმის დამამტკიცებელი ნამდვილად არ იქნება რომ გუნდი უვარგისია, მაგრამ ლივერპული ახლა იმ სიტუაციაში არ არის რომ ოლტრაფორდზე ფრე კარგი შედეგი იყოს განსაკუთრებით წაგება. ლივერპულმა ბოლო შეხვედრაში მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა მაინც შეეძლო დაემარცხებინა სტიაუა ანგარიშით 4:1 ამ შეხვედრამ მერსიასიდელებს ენერგიის დახარჯვის გარეშე აუმაღლა სტიმული. დღევანდელ შეხვედრაში მერსისაიდელების დამრტყმელი ძალა სტივენ ჯერარდი და ფერნანდო ტორესი იქნებიან რომლებიც ნელ ნელა იბრუნებენ თავის ძველ ფორმას. დღევანდელ შეხვედრაში ლივერპულს უბრუნდება დისკვალიფიცირებული ჯო კოული რომელმაც ორი დღის წინ ევროპის ლიგაზე თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა და ამით იმას გაუსვა ხაზი, რომ იგი ფორმას იბრუნებს. მერსისაიდელები ერთი თვის წინაც ესტუმრნენ მანჩესტერს სადაც მანჩესტერ სიტი 3:0-ით გაგვიმასპინძლდა, იმედია ეს ხვალ არ გამეორდება და მერსისაიდელები შეძლებენ იმას რაც რამოდენიმე წლის წინ გააკეთეს, მაგრამ ყველა გულშემატკივარი დამერწმუნება, რომ ეს სათქმელად ადვილია შესასრულებად კი ძნელი, ყოველშემთხვევაში როი ჰოჯსონს იმედი აქვს რომ მანჩესტერი მათ ხელს ვერ შეუშლის მოგებათა დიდი სერია დაიწყონ და პირველი ნაბიჯი გადადგან ჩემპიონობისკენ. დღეს მერსისაიდელებს მხოლოდ დირკ კიუიტი დააკლდება, მაგრამ იგი ყველანაირად ცდილობს ხვალინდელ მატჩში შეცვლაზე მაინც ითამაშოს. http://imagecache.soccerway.com/players/150x150/177.jpghttp://imagecache.soccerway.com/players/150x150/184.jpghttp://imagecache.soccerway.com/players/150x150/186.jpg http://imagecache.soccerway.com/players/150x150/183.jpghttp://imagecache.soccerway.com/players/150x150/193.jpghttp://imagecache.soccerway.com/players/150x150/453.jpg გთავაზობთ სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას. http://b.pix.ge/m/pu4u4.jpg View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts