Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) რა ახარებს დევიდ ნგოგს…


Recommended Posts

http://cache.daylife.com/imageserve/01bOd2j6WPbMn/610x.jpg 

 

გუშინდელ მატჩში, ლივერპულის ახალგაზრდა ფეხბურთელმა, დევიდ ნგოგმა, ყველასათვის მოულოდნელად დუბლი გაიფორმა.  მატჩის დასრულების შემდეგ მან liverpoolfc.tv-ს არც თუ ისე ვრცელი და არც თუ ისე უინტერესო ინტერვიუ მისცა…

 

– ” ყოველთვის კარგია, როცა შანსი გეძლევა შენს გუნდს რაღაცაში გამოადგე. ეს მართლაც შესანიშნავი იყო, ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ჩემი გუნდისთვის მინიმუმის გაკეთება. თავდამსხმელისთვის ყოველთვის კარგია, როცა უგოლოდ არ ტოვებს სტადიონს. გუშინდელ მატჩში მე გამოვადექი ჩემს გუნდს და ეს მახარებს.

 

ვფიქრობ, კარგი სტარტი იყო. იმედს ვიტოვებ, რომ ასეთივე ფინიში გვექნება. ყველანი გახარებულები ვართ გუშინდელი შედეგით – ეს ერთგვარი სტიმულია ჩვენთვის.

 

მეტოქე კარგი გუნდია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მხოლოდ სახლში იგებენ. ჩვენ მათ დავუპირისპირდით და მივიღეთ ის შედეგი, რასაც ჩვენ, ფეხბურთელები, მწვრთნელი და ჩვენი გულშემატკივარი ელოდა.”

 

წყარო: liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...