planetanews Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 http://b.pix.ge/o/fiypf.jpg გთავაზობთ ჯო კოულის ინტერვიუს მატჩის შემდგომ, სადაც ჯო ამბობს რომ ის ძალიან გახარებულია თავისი გოლის წყალობით. ჯო კოულმა ”ლივერპულს” ევროპის ლიგის პირველსავე მატჩში საოცარი საჩუქარი უძღვნა-მან ”სტიაუასთან” შეხვედრაში ანგარიში ოცდამეხუთე წამზე გახსნა და გუნდი დააწინაურა. არადა, მოგეხსენებათ კოულის ”მერსისაიდული” დებიუტი რბილად რომ ვთქვათ არ შედგა-ალბათ გახსოვთ, პრემიერლიგის პირველსავე ტურში იგი ”არსენალთან” მატჩში გააძევეს მოედნიდან და 3 მატჩიანი ბდისკვალიფიკაციაც აიკიდა. ახლა კი მან უიღბლობა იღბლიანობით ჩაანაცვლა-გაიტანა რა თავისი პირველი გოლი ”წითლების” რიგებში მას მერე, რაც რუმინელთა მცველი, ოქტავიან აბდურანი საშინლად შეცდა და გოლის გატანის საშუალება მისცა ჯოს. მატჩის შემდეგ მან განაცხადა: ”ერთი თვე უფეხბურთოთ საშინელება იყო. ნამდვილი კოშმარი. ახლა, კი დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც ჩემი პირველი გოლი შევაგდე ”ლივერის” რიგებში და მე და ”ლივერპულსაც”, საუცხოო სტარტი გამოგვივიდა. წარმატების მისაღწევად აუცილებელია შინ სახლში მოგება, ხოლო სახლში თუ სამივე თამაში მოიგე და სტუმრად ერთი თამაში ფრედ დაასრულე, ჩათვალე, რომ ჯგუფიდან გახვედი”. რაც შეეხება ჩემს სწრაფ გოლს, იგი ფანტასტიკა იყო”. გახარებული შეგირდის ნათქვამს გუნდის ბოსმა როი ჰოჯსონმა დაამატა: ”ჯომ გოლის გატანის გარდა, ძალიან ცოცხლად ჩაატარა მთელი შეხვედრა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო”. ასევე, როიმ იმაზეც გააკეთა კომენტარი, რომ მან ფერნანდო ტორესი და სტივენ ჯერარდი არ ათამაშა:”შეუძლებელია ისინი კვირაში სამჯერ ათამაშო, მითუმეტეს, რომ აგერ პრემიერლიგის მომავალ ტურში ”მანჩესტერ იუნაიტედთან” გვაქვს სათამაშო”. ინფორმაციის წყარო: thesun.co.uk View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts