Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) როი სუსოს შეძენით მოხარულია


Recommended Posts

http://www.liverpool.no/images/viewimage.aspx?id=25002

 

წლევანდელ ზაფხულში ლივერპულმა კადისისგან 16 წლის შემტევი ნახევარმცველი, ხესუს ხოაკინ ფერნანდეს საენს დე ლა ტორე(უბრალოდ “სუსო”) შეიძინა, როი ჰოჯსონმა კი ფეხბურთელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

 

 

 

მე დავაკვირდი ახალგაზრდული გუნდის ვარჯიშებს და მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთელი შესანიშნავად გამოიყურება, ფეხბურთელს უნივერსალურობის უნარი გააჩნია, მას შეუძლია ირბინოს სწრაფად და გააკეთოს ზუსტი და ლამაზი პასები. ბევრი მირჩევს რომ სუსოს შანსი უნდა მივცე ბედი ლივერპულის პირველ გუნდში ცადოს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მისი კარიერის ამ ეტაპზე, სუსოს პირველ გუნდში თამაში წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება. ვფიქრობ იგი მალევე შეძლებს ლივერპულის 18 წლამდელთა გუნდიდან “ლივერპულ B”-ში გააგრძელოს თამაში. შემდეგი სეზონიდან კი შეიძლება სუსოს პირველ გუნდში ძირითად შემადგენლობაში თამაშზე ვიფიქრო, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ სუსომ წლევანდელ სეზონშივე შეძლოს ლივერპულის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი ჩაატაროს. მე დიდი იმედი მაქვს რომ იგი შეძლებს, შეცვალოს ისეთი დიდი ფეხბურთელები, როგორებიც დირკ კიუიტი და სტივენ ჯერარდია.

 

შეგახსენებთ რომ სუსუ გუნდს ივლისში შეუერთდა და მაშინვე

ჩაატარა რამოდენიმე წუთი არაოფიციალურ მატჩში გლადბახის

წინააღმდეგ, სექტემბერში კი მან თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა რეზერვებში.

 

სუსო

http://assets1.liverpoolfc.tv/uploads/copy_(2)_of_prop100801-53-borussia_liverpool.jpg

 

პერსონალური ინფორმაცია

სრული სახელი: ხესუს ხოაკინ ფერნანდეს საენს დე ლა ტორე

დაიბადა: 19 ნოემბერი 1993 (16წ.)

დაბადების ადგილი: კადისი, ესპანეთი

სიმაღლე: 173სმ

სათამაშო პოზიცია: მარჯვენა ნახევარმცველი, შემტევი ნახევარმცველი

საკლუბო ინფორმაცია:

ამჟამინდელი კლუბი: ლივერპული

ახალგაზრდული კარიერა

-2010 კადისი

2010- ლივერპული 0 (0)

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...