planetanews Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/bloomberg.jpg აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა გუშინდელ მოლაპარაკებებს თავის რუს კოლეგასთან, ანატოლი სერდიუკოვთან „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. ამ მოლაპარაკებებზე ორივე ცდილობდა გამოეძებნა საერთო პოზიციები, ისეთ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სარაკეტო თავდაცვითი ფარი, ირანი და საქართველო. შეხვედრათა ეს სერია პენტაგონში რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტით აღინიშნა. 2005 წლის იანვრის შემდეგ ასეთი ვიზიტი არ შემდგარა. გეითსს, რომელიც სხვა სახელმწიფოებიდან სტუმრად ჩამოსულ კოლეგებთან ყველაზე ხშირად 1-2 საათს ატარებს, სედიუკოვისთვის პოტომაკზე, აშშ-ს სამხედრო ბარჟაზე გამართულ სადილზე უნდა ემანსპიძლა. „ის, რაც დღეს დაიწყო, ჩემი რწმენით, ჩვენ ორსა და ჩვენს თანამშრომლებს შორის უფრო ხშირ კომუნიკაციაში გადაიზრდება“ – განაცხადა გეითსმა, რომელიც ცივი ომის პერიოდში ცენტრალური სადაზვრევო სააგენტოს ოფიცრად მსახურობდა და მოგვიანებით სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ეს ორი ერთმანეთს ბოლოს მოსკოვში 2008 წელს შეხვდა. აშშ-ს თავდაცვის სამსახურის ოფიციალურ პირთა ცნობით, ლიდერებმა ვერ გაარღვიეს რუსეთის პროტესტი, ისეთ საფრთხის წინააღმდეგ როგორიცაა ირანი, სარაკეტო ფარის გაფართოებასთან დაკავშირებით და ვერც იმ ხიფათის შეფასებაში შეთანხმდნენ, რომელსაც სპარსეთის ყურეში მდებარე ქვეყანა ქმნის. სერდიუკოვმა ინტერესი გამოხატა უფრო დაბალი რანგის ექსპერტების მიერ მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე აშშ-ს მიერ დიდი ხნის წინ შემოთავაზებული გეგმის გარშემო, რომელიც სარაკეტო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით კოოპერაციას გულისხმობს, უთხრეს თავდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით. აშშ წლების მანძილზე ცდილობს დაარწმუნოს ჩინოვნიკები მოსკოვში, რომ სარაკეტო თავდაცვითი ფარი არ და ვერ იქნება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. გამოსწორებული ურთიერთობანი გეითსის მიზანია წინ წასწიოს პრეზიდენტ ბარაკ ობამას გეგმა მთელი რიგი საკითხების გარშემო რუსეთთან ურთიერთობათა გამოსწორების შესახებ. ობამას ადმინისტრაციამ იმუშავა იმაზე, რომ თავიდან ჩამოეყალიბებინა კავშირები, რომლებიც დაიძაბა სარაკეტო თავდაცვითი ფარის, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანებისთვის ამერიკული მხარდაჭერის გამო. თავდაცვის სამსახურების ორმა ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მომავალი მოლაპარაკებების შესახებ, მათ შორის იმ მემორანდუმის გადახედვის შესახებ, რომელიც 1993 წელს დაიდო და რომელშიც მათი თავდაცვითი ურთიერთობანია მოხაზული. „ჩვენ გვჯერა, რომ ეს შედეგად მოიტანს უფრო მეტ ერთობლივ პროგრამას, ინფორმაციის გაცვლას, წვრთნებს და აქტივობებს ჩვენი ორი თავდავითი სამსახურის ისტებლიშმენტს შორის ბევრ საკითხთან დაკავშირებით“ – უთხრა გეითსმა რეპორტიორებს. შედგა ცალკე შეთანხმება თავდაცვითი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ და ამ ჯგუფებს სათავეში გეითსი და სერდიუკოვი ჩაუდგებიან. უკანასკნელმა სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ შეხვედრებზე, თანხმობა განაცხადა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა გასულ თვეს, გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მ, საქართველოს გადაიარაღებითა და ევროპაში თავდაცვითი სისტემების განთავსების გეგმით, ჩაშალა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა „გადატვირთვის“ განხორციელება. სერდიუკოვმა, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2007 წელს დაინიშნა, მოლაპარაკებებს გეითსთან „ღრმა და დეტალური“ უწოდა. „ნაყოფიერი დიალოგი“ „მე მჯერა, რომ დღევანდელი დიალოგი ორივესთვის ნაყოფიერი იქნება“ – განაცხადა მან გუშინდელი ხელმოწერის დროს. გარდა იმისა, რომ შეეხნენ რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, მათ განიხილეს „დეტალებში სარაკეტო თავდაცვით ფართან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდით“ – განაცხადა სერდიუკოვმა. ეს აშშ-ს თავდაცვის სამსახურის ოფიციალური პირების ცნობით, ეს სერდიუკოვის პირველი ვიზიტი იყო აშშ-ში. მოლაპარაკებების მიზანი იყო გაეფართოვებინა ის კონტაქტები სამხედრო ლიდერებს შორის, რომელიც გასულ წელს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ადმირალ მაიკ მულენისა და მისი რუსი კოლეგის, გენერალ ნიკოლაი მაკაროვის შეხვედრით განახლდა. გეითსი და სერდიუკოვი შეთანხმდნენ, რომ შეეცდებიან ევროპაში ჩვეულებრივ შეირაღებულ ძალთა კონვენციის შესრულების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას, განაცხადა აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა. რუსეთმა 2007 წელს შეაჩერა თავისი მონაწილეობა შეთანხმებაში, რომელიც ზღუდავს ყველა მონაწილის შეიარაღებული ძალების რაოდენობას კონტინენტზე. შეიარაღების შემცირება აშშ-ს ოფიციალური პირის განცხადებით, სერდიუკოვმა მიანიშნა,რომ მისი პარლამენტი ელოდება აშშ-ს სენატის მიერ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების იმ შეთანხმების რატიფიცირებას, რომელსაც ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აპრილში მოაწერეს ხელი, რათა თავადაც დაამტკიცოს ეს შეთანხმება. გეითსი შეეცადა დაერწმუნებინა სერდიუკოვი, რომ მანასის ბაზა, რომელსაც აშშ რუსეთის მეზობელ ყირგიზეთში იყენებს, მხოლოდ ავღანეთში ბრძოლების მომარაგებას ისახავს მიზნად, განაცხადა ოფიციალურმა პირმა. მართალია ვიზიტის მიზანი იყო ურთიერთობათა ტონის გაუმჯობესება და მათი თანამშრომლებისთვის მაგალითის მიცემა, მაგრამ აშშ-ს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რუსეთს 2008 წლის იმ საზავო ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდა, რომელმაც დაასრულა კონფლიქტი საქართველოში და სთხოვა იყოს გულწრფელი იმ სამხედრო ძალასთან დაკავშირებით, რომლებიც ამჯერად ადგილზეა განთავსებული, განაცხადა ოფიციალურმა პირმა. დისკუსიები აგრეთვე შეეხო სამხედრო ბიუჯეტების შემცირების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. ორივე მხარე ამ შემცირებებს ახორციელებს. გეითსმა განაცხადა, რომ სერდიუკოვთან შეხვედრა „საიმოვნება“ იყო, „ნაწილობრივ იმიტომაც, რომ მას და მე მსაგვსი პრობლემები გავქვს მართვის პროცესში. ორივე ლიდერი „ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მიაღწიოს ყოვლისმომცველ, ხანდახან მტკივნეულ, მაგრამ ძალიან საჭირო რეფორმებს შესაბამის შეიარაღებულ ძალებში“ – განაცხადა გეითსმა. გეითსმა ასე ბევრი დრო სერდიუკოვთან იმ მედით დაჰყო, რომ მათი კარგი ურთიერთობები უფრო დაბალ საფეხურებამდე ჩააღწევს, განაცხადა პენტაგონის სპიკერმა მორელმა. „ამიტომაც მიუძღვნა ამდენი დრო“ – უთხრა მორელმა ჟურნალისტებს. „ეს ძალიან მტკიცედ მიანიშნებს მათ ორგანიზაციებს, რომ ისინი ელიან უფრო დიდ კოოპერაციას ჯაჭვის ქვედა რგოლებში“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts