Siknadmo Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 (edited) ამაშია საქმე გიყვარს შEნი თანამემამულეები თუ გძულს,გინდა ისინი უფრო ლაღლი გახადო თუ პირიქით, წიხლი ჩააზილო Edited September 17, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 პედაგოგიკააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააადასჯაზე კი არ არის აგებული, არამედ აღზრდაზე.თქვენ კიდევ არჩევთ გამოვა არგამოვა, დასჯა და ა.შ. ის რასც შაშკინი შაშკინობს პედაგოგიკასთან ახლოს არაა. ეს ციხის სისტემაა და სხვა არაფერი. ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.რისი ძველი ბიჭები რა ძველი ბიჭები, გადამრევს ეს ხალხი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 (edited) პედაგოგიკააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააადასჯაზე კი არ არის აგებული, არამედ აღზრდაზე.თქვენ კიდევ არჩევთ გამოვა არგამოვა, დასჯა და ა.შ. ის რასც შაშკინი შაშკინობს პედაგოგიკასთან ახლოს არაა. ეს ციხის სისტემაა და სხვა არაფერი. ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.რისი ძველი ბიჭები რა ძველი ბიჭები, გადამრევს ეს ხალხი.ძველბიჭობა ესაა საბაბი, მიზეზი სულ სხვა რამაა ახალი ქართველის შEქმნა, რომლებიც ყველაფერზე წაიკუზებიან, სიამოვნებითგანათლებას იძლევა სკოლა, არა, სამუშაოს იძლევა ეს ქვეყანა, ღირსეულს, არა,მოძველბიჭო ელემენტი ასეთ პირობებში თავს მოპარვით ირჩენდა :nekro: მაგრამ თუკი მიაჩმორებენ ეს გაუნათლებელი უთამოყვარეო მასა სიამოვნებით დათანხმდება ყველანაირ სამუშაოს რომ ლუკმა პური იშოვოს და კუჭი ამოიყოროს Edited September 17, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 Siknadmoმაპატიე მაგრამ სრულიად განსხვავებული ხედვა მაქვს მაგ ყველაფრის.ჩმორიკობა რას ნიშნაბს? წითელზე რომ ჩერდები?რაც გეკუთვნის იმაზე მეტს რომ არ ინდომებ?რომ ფიქრობ სხვებზეც აგრდა საკუთარი თავის? მაშIნ მე ჩმროი ქართველობის მომხრე ვარ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 Siknadmoმაპატიე მაგრამ სრულიად განსხვავებული ხედვა მაქვს მაგ ყველაფრის.ჩმორიკობა რას ნიშნაბს? წითელზე რომ ჩერდები?რაც გეკუთვნის იმაზე მეტს რომ არ ინდომებ?რომ ფიქრობ სხვებზეც აგრდა საკუთარი თავის? მაშIნ მე ჩმროი ქართველობის მომხრე ვარ...ახალგაზრდას უნდა მისცე განათლება, დაანახვო პერსპექტივა რომ ის ღირსეულ სამუშაოს იშოვის მომავალში,ასწავლო სამშბოლოს სიყვარული, უფროსების პატივისცემა და ას. შ. ესენი კი, არანაირ განათლებას არ მისცემენ ბოვშებს, არც ღისეული სამუშაოს პერსპექტივას, სამშობლოს სიყვარულზე და უფროსების პატივისცემაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, უბრალოდ, თუკი დისციპლინას, სკოლის განაწესს დაარღვევენ ჩაარტყავენ თავში და ეგაა,გამოზრდიან, გაუნათლებელ, დაბეჩავებულ, მორჩილ მასას,რომელსაც ეცოდინება რომ უცხოელებს უნდა გაუღიმონ და თუკი გაუმარტლებთ მათ მძღოლებად და მზარეულად უნდა მოემსახურონ, ანუ ხდება ეგ. წოდებული სერვილისტული, მოსამსახურე საზოგადოების ჩAმოყალიბება, რომელიც ნაცმოძრაობასა და უცხოლებს მოემსახურება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted September 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 direჩმორიკობა რას ნიშნაბს?წითელზე რომ ჩერდები?რაც გეკუთვნის იმაზე მეტს რომ არ ინდომებ?რომ ფიქრობ სხვებზეც აგრდა საკუთარი თავის?მაშIნ მე ჩმროი ქართველობის მომხრე ვარ... კანონმორჩილბა არ არის ეს ყბადაღებული "ჩმორობა"არზრდა საერთოდ არის აკრძალვების სისტემა, მაგრმ ეს სულაც არ ნიშნავს პიროვნების დათრგუნვას, დაშინებას და გატეხვას. ,ე პირადად მაშფოთებს ეს იდიოტური მუქარები, რომელიც მოვისმინე ტელევიზიით - იქნები "ცუდი" გელის რაღაც ინტერნატი. ამით ყველაზე უვარგისი აღმზრდელი აშინებს ბავშვებს, რომელსაც წარმოდგენა არ აქ რა არის ბავშვის და აღზრდის ფსიქოლოგია! ამ მანდატურების შეყვანას სკოლაში ფსიქოლოგები შეეყვანათ, დაკვირვება ეწარმოებინათ პრობლემატურ ბავშვებზე და ფსიქოკორექცია ჩაეტარებინათ. მე მაშფოთებს ფორმაში ჩაცმული მანდატური!ტუ განათლების სისტემის თანამსრომელია - რატომ აცვია ფორმა?თუ პოლიციის თანამშრომელია -რა უნდა სკოლაში? მშობლების მიკვირს - რატომ არიან ჩუმად?რა უგნურობაა ეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 კანონმორჩილება მისაღებია მაშინ როდესაც არის სამართლიანობა,თუკი მთელი ქონება და ძალაუფლება გადანაწილდება კი არა, კონცენტრირდება ერთი ჯგუფის ხელში,ხოლო დანარჩენს ყმებივით გვამყოფებენ,დაგვიწერენ კანონებს როგორც გაუსწოდებათ, დაგვაჯვ. ზედ და მერე გეტყვიანრომ აი თავზე რომ დაგაჯ.. მოწმენდის უფლებაც არა გაქვსო.... მერე რაღას იზამთ, მთავარია კანონმორჩილები ვიყოთ ხო???გავარტყი უსამართლო კანონს და უსამართლო სახლემწიფოში კანონმორცილებას, აი ეგრე, ცალ ფეხზე მკიდია მაგათი კანონი მე თუკი არ მიმაჩნია სამარტლიანად, მაქვს მე ჩემი მორალური კოდექსი რომელსაც ვემორჩილები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 მორჩილებას აჩვევენ ბავშვობიდანვე და სკოლის დამთავრების შემდეგ,ვარდებს დააჭერინებენ ხელში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 (edited) კაცო, ვერ უნდა მიხვდე ადამიანი რომ ეს ხელსიუფლება გაზრდის ისეთ ბავშვს როგორიც აწყობს,ანუ ჩAმშვებს, მეტრაკეს, მეძავს, ჩმორს, შავ მუშAს და არა მებრძოლს, ან ინჟინერს ან პრაფესორს გაზრდის ისეთს როგორიც აწყობს ხო? Edited September 17, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 ეს მანდატური რანაირი სიტყვაა, რაღაც მანდალოშკას მაგონებს მაგათი ნატრაკი არ გაიშვას, გახევენ მაგათ ერთხელაც იქნება ცემაში და უყარონ მერე კაკალი ვსიო პრაპიომ ნო ფლოტ ნე ოპოზორიმ, ნას მალო, ნო მი ვ ტელნიაშკახ სადაა მაგათი საბლატაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 ეს მანდატური რანაირი სიტყვააძველი ქართული სიტყვაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 ძველი ქართული სიტყვაა ვანო მანდ წილშია არ იცი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted September 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2010 დიდი მადლობა პატრულს!უი, არაააააააა- Saturn-ს!სხვა ტემაში მომცა განათლების კანონში შესული შესწორებების ლინკი, რომელიც ეხება მანდატურების სამსახურის შექმნას და ფუნქციონირებასაქ დავაკოპირებ და გავარჩიოთ, მე ძალიან ბევრ კითხვას მიცენს, თქვენი აზრიც მაინტერესებს http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=4299„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები: 1. მე-2 მუხლის: ა) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ და „შ2“ ქვეპუნქტები: „შ1) სკოლის მანდატური – შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; შ2) სკოლის მანდატურის ეთიკის კოდექსი – სკოლის მანდატურის ქცევის სავალდებულო ნორმების, დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების, დისციპლინური წარმოების, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის განმხილველი ორგანოს შექმნის, წესების ერთობლიობა;“; ბ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ3) პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის მანდატურის ან/და სკოლის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.“. 2. მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის მანდატურს/სკოლის საამისოდ უფლებამოსილ პირს სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა.“. 3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლის მანდატურის სამსახურის დებულებებს;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები: „ე1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსს; ე2) ამტკიცებს სკოლის მანდატურის ეთიკის კოდექსს;“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თავი: „თავი X1. სკოლის მანდატური, სკოლის მანდატურის სამსახური მუხლი 481. სკოლის მანდატური, სკოლის მანდატურის სამსახური 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სკოლის მანდატურის სამსახურს (შემდგომში – სკოლის მანდატურის სამსახური), რომლის ამოცანაა სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. 2. სკოლის მანდატურის სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. სკოლის მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 20 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს და სკოლის მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატური ატარებს სამსახურებრივ ფორმას. სკოლის მანდატურის სამსახურებრივ ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მუხლი 482. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსი 1. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი. 3. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სკოლის მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს სკოლის მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას; გ) სკოლის მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით; დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის თაობაზე რეკომენდაციებსა და სტატისტიკურ ანგარიშს; ე) ახორციელებს სკოლის მანდატურის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 483. სკოლის მანდატურის უფლება-მოვალეობები 1. სკოლის მანდატურის უფლება-მოვალეობებია: ა) სკოლის შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლი; ბ) სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება (ცივი იარაღის ტარების, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების, ჯანმრთელობის დაზიანების, თამბაქოს რეალიზაციის წესების დარღვევის, წვრილმანი ხულიგნობისა და სხვა ქმედების შესახებ, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას); გ) სკოლის სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის ან მასწავლებლის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება და მათი კონტროლი; დ) მოსწავლეებისთვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლისსამართლებრივ დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება; ე) მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის დირექციის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ; ვ) საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა; ზ) დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება; თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა; ი) სკოლის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი; კ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საჯარო სკოლაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და სკოლის დირექტორისათვის და სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა; ლ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა; მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით პირადი გასინჯვის ჩატარება; ნ) სპეციალური საშუალებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. 2. სკოლის მანდატური უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს სკოლის სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის, სააპელაციო კომიტეტის სხდომებს და მათ წინაშე დააყენოს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები. მუხლი 484. სკოლის მანდატურის სამართლებრივი დაცვა 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატური არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური პირისთვის. 2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს სკოლის მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. 5. სკოლის მანდატურს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მუხლი 485. სკოლის მანდატურის სოციალური დაცვა 1. სკოლის მანდატური ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. 2. ზიანი, რომელიც სკოლის მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, მას სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა. სკოლის მანდატურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სკოლის მანდატურის დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა. 5. სკოლის მანდატურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან გამოყოფილ ფარგლებში სკოლის მანდატურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. მუხლი 486. სკოლის მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შემთხვევები და წესი 1. სკოლის მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. 2. სკოლის მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში: ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას; ბ) მოსწავლეზე, მასწავლებელზე, სკოლის ადმინისტრაციასა და ტექნიკურ პერსონალზე და სკოლაში მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას; გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვის წინააღმდეგობის გაწევისას; დ) დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ. 3. სკოლის მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს: ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის სკოლის მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია; ბ) ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს; გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; დ) საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 4. აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება ფეხმძიმე ქალისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება სკოლის მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისი, 2010 წლის 21 ივლისი. აგერ , ბატონებო - ეს ეხება თქვენ შვილებს და შვილიშვილებს - განიხილეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.