planetanews Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში დღეს, 17:00 საათზე სტუდია მონიტორის მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება. გამოძიება პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, აგრეთვე კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან კონცერტებისა და გასართობი ღონისძიებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების ხარჯვას ეხება. საიას ინფორმაციით, აღნიშნული მიზნით 2008 წლის აგვისტოდან დღემდე დაახლოებით 8 მლნ. ლარია დახარჯული. ასევე, მათი ინფორმაციით,გასართობ ღონისძიებებზე სახელმწიფო სახრების ხარჯვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდს განხორციელდა. მათი განცხადებით, საია გასართობი ღონისძიებების ორგანიზატორები და მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური მხარდამჭერები არიან. ამ კუთხით მსხვილი სახელმწიფო დაკვეთები მიიღეს კომპანიებმა რომელთა დამფუძნებლებიც არიან: “სტეპ-რეკორდსმა” აჩიკო გულედანი, ვახო ბაბუნაშვილი, “მემანიკა პროდაქშენი” – ნიკა მემანიშვილი, “არტ ფორუმი” – კახა ცისკარიძე, სტეფანე მღებრიშვილი და ა.შ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts